გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი საქართველოს შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
ვაიმარის სამკუთხედის წევრებმა, გერმანიამ, საფრანგეთმა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს საქართველოს შესახებ.
მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ქართველი ხალხის გვერდში დგომას მათი აბსოლუტური უმრავლესობის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებებს და მხარდაჭერა და გვერდში დგომა, კიდევ ერთხელ, გამოუცხადეს.
სამივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები აღნიშნავენ იმ ფაქტს, რომ ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობა საფრთხის ქვეშ დგას. ქვეყნები საქართველოს მთავრობას მიმდინარე კურსის ცვლილებებისკენ მოუწოდებენ.
"ჩვენ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის იმ ქმედებების გამო, რომლებმაც, როგორც 27 წევრი სახელმწიფოსა თუ მთავრობის მეთაურების წარმომადგენელმა ევროსაბჭომ 27 ივნისს გამოაცხადა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტოდ შეაჩერა.
ნეგატიური ტენდენცია მას შემდეგ მხოლოდ გაუარესდა რეპრესიების შემაშფოთებელი მუქარით, ე. წ. "გამჭვირვალობის კანონის" ძალაში შესვლით, რომელიც სტიგმას ადებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ და მათ უცხო ძალების ინტერესების გამტარ ორგანიზაციებს არქმევს, ახლახან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლებიც ზღუდავს LGBT+ ადამიანების უფლებებს, ასევე თავდასხმებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე.
ამასთან ერთად, ჩვენ სულ უფრო დიდი შეშფოთებით ვამჩნევთ ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიმართ აგრესიული რიტორიკის გაძლიერებას. ევროკავშირი არ მოითმენს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ევროპული პოზიციებისა და პოლიტიკის შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელებას
ჩვენ მოველით საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ უზრუნველყოფს მოახლოებული არჩევნების სამართლიან და თავისუფალ ჩატარებას და ეუთო/ODIHR-ის რეკომენდაციების დაცვას, განსაკუთრებით, რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის თავისუფლად და უსაფრთხოდ წარმართვის შესაძლებლობას", — ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე წერია, რომ ვაიმარის ქვეყნების წარმომადგენლებს იმედი აქვთ და სჯერათ, რომ საქართველო პრიორიტეტული რეფორმების განხორციელების ვალდებულებას თავისთავზე კვლავ აიღებს.
"ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე ქართული საზოგადოების მხარდაჭერა. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებასა და მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში" ,— წერია პოლონეთის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების საერთო განცხადებაში.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები