მამუკა მდინარაძე

10 Oct. 2024, 12:56

"გუშინდელი გახსნილი კარტებით დადასტურდა, რომ ისინი არა ქართველ ხალხს, არამედ, უბრალოდ, ნაციონალურ მოძრაობას, მის კლასტერს, ანუ აგენტურას, გავლენიანი, მსხვილი ჯგუფების აგენტურას უჭერენ მხარს. კიდევ ერთს დავამატებ, უკვე ჩალის ფასი კი არა, აღარც ჩალის ფასი არ აქვს ამ რეზოლუციებს. სამწუხაროა, რომ ჩვენ ამის საუბარი გვიწევს. ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვეს უკვე მეოთხედ, სოფელში რომ შეიკრიბონ ან უხუცესები, ან რაღაც ჯგუფი შეიქმნას და გადაწყვეტილება მიიღონ, რაღაც შედეგი იმას მოჰყვება. მეოთხედ მიიღეს დასანქცირების გადაწყვეტილება და არაფერს არ ნიშნავს საერთოდ, უკვე დასანქცირებული იყო დე-ფაქტო, მანამდე და იმის შემდეგ არაფერი შეცვლილა. პირიქით, საბედნიეროდ, რაღაც პროცესები გახსოვთ თქვენ, შარშანდელი ე.წ. ნიუსებიც, გზადაგზა იგებს, იმდენად მყარი და მართალია ამხელა ძალების წინააღმდეგობის მიუხედავად და იმის მიუხედავად, რომ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შვეიცარიული ბანკი გააკოტრეს ბიძინა ივანიშვილის შანტაჟისთვის. ამხელა ძალებთან გვიწევს ბრძოლა და ისინი დღეს, უკვე აშკარად გვეუბნებიან, რომ არა ქართველი ხალხის, არამედ მათი გავლენიანი ჯგუფების აგენტურის მხარეს არიან".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
  5. ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა

Anthropic-ის ხელოვნური ინტელექტის მოწინავე მოდელმა ბრიტანეთის ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების ინსტიტუტის (AISI) მიერ…