ჯენიფერ ენისტონის ინტერვიუ Vogue-თან - გეგმებზე, Friends-სა და ყვითელ პრესაზე
თუ ჰოლივუდის შესახებ სიახლეებს ხშირად ეცნობით, იქნება ეს ყვითელ პრესაში დაბეჭდილი მასალა თუ გავლენიანი გამოცემის მიერ მომზადებული სტატია, გეცოდინებათ, რომ ჯენიფერ ენისტონი ამერიკულ კინოსამყარო ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება.
მსახიობი ეკრანზე პირველად 27 წლის წინ გამოჩნდა, განსაკუთრებული პოპულარობა კი 1994 წელს, სერიალ Friends-ში შესრულებული რეიჩელ გრინის როლით მოიპოვა.
ამის შემდეგ იყო არაერთი საინტერესო როლი, მოგებული ოქროს გლობუსი, ემი და ა.შ. ჰოლივუდში დიდი ხანი საუბრობდნენ იმაზეც, რომ 2015 წელს, ფილმში Cake შესრულებული როლისთვის, ჯენიფერი ოსკარის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი გახდებოდა, თუმცა კინოაკადემია სულ სხვა აზრზე იდგა.
რა თქმა უნდა, როდესაც ჰოლივუდის ვარსკვლავი ხარ, შენი ცხოვრება სკანდალების გარეშეც ვერ ჩაივლის, ჯენიფერის ცხოვრებაშიც ასეთი ძალიან ბევრი იყო, თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი 2005 წელია, როდესაც ბრედ პიტი ენისტონს ანჯელინა ჯოლის გამო დაშორდა. ხანგრძლივი დეპრესიის შემდეგ კი, ახლა, მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო, უკვე ორი წელია რაც შოუ-ბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ და მიმზიდველ მსახიობ ჯასტინ ტერუს ხვდება.
სიახლეები აქვს კარიერაშიც, 2018 წელს მისი მონაწილეობით ახალი სერიალი გამოდის, რომელშიც პარტნიორობას მისი მეგობარი რიზ უიზერსპუნი გაუწევს.
სამომავლო გეგმებზე, ჰოლივუდზე, პირად ცხოვრებასა და კარიერაზე ჯენიფერ ენისტონმა Vogue-სთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
ჯენიფერ, ზაფხულია, როგორ ისვენებთ?
ახლა ლოს-ანჯელესში ვარ, აქაურობა ჩემთვის სახლივით არის. თუმცა, ნიუ-იორკიც ჩემი სახლია... მითხარით, რა გინდათ რომ იცოდეთ?
ძალიან ბევრი რამ, მაგალითად თქვენი და რიზ უიზერსპუნის ახალ პროექტზე. ტელევიზია ჰოლივუდში ახლა ყველაზე კარგად მუშაობს...
მართალი ხართ, ტელევიზია ახლა ჰოლივუდის განუყოფელი ნაწილი გახდა. ძალიან მომწონს როდესაც ვიცი, რომ გადაღებები მაქვს, მაგრამ არ დაგიმალავთ, დღის ბოლოს ის უფრო მახარებს, როცა ვიცი, სახლში მალე წავალ. სერიალზე მუშაობა ძალიან შრომატევადი საქმიანობაა, ფაქტობრივად დედობას ჰგავს, 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღე სულ მუშაობ. ერთი სული მაქვს ჩემს დასთან [გულისხმობს რიზ უიზერსპუნს] ერთად ახალ პროექტზე დავიწყო მუშაობა.
სოციალურ ქსელში არ ხარ, რატომ?
ჩვენს ცხოვრებაში ზედმეტად ბევრი ეკრანია, ტელევიზიის, კომპიუტერის, ტელეფონის და ხანდახან ძალიან გვიჭირს ბალანსის მოძებნა. ჩემ გარშემო ადამიანები გამუდმებით ტელეფონში იყურებიან. რაღაც უცნაური ამბავია, თითქოს ვეღარ ვაფიქსირებთ რა ხდება სამყაროში, თითოს ყველა ცდილობს იქ, ეკრანის მიღმა დაიკავოს თავისი ადგილი და გააკეთოს ისეთი რამ, რაც სხვას მოეწონება ან შეიძლება არც მოეწონოს. მგონია, რომ სოციალური მედია ნარკოტიკივით არის და ეს ადამიანებისთვის ახალი გამოწვევაა.
ახლა ისვენებთ, როგორ ატარებთ უიკენდებს?
ოჰ, დასვენება ძალიან კარგია. მაგალითად, ამ შაბათ-კვირას ვგეგმავ მეგობრებთან ერთად დიდი სადილის მოწყობას. ამინდიც კი გადავამოწმე და დიდი სიცხე გველოდება, ამიტომ წვეულება აუზზე გვექნება, ჩემი მეგობრები თავისი შვილებით მოვლენ. ხშირად დავდივარ კარვითაც და იცით, ეს ძალიან მომწონს, დღის ბოლოს ისეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე, თითქოს ძალიან დიდხანს ვივარჯიშე.
რადგან ვარჯიშზე მიდგა საქმე, აქვე ვისაუბროთ იმაზე თუ როგორ ზრუნავთ გარეგნობაზე. წლებია ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად მიგიჩნევენ, თქვენი ვარცხნილობა კი მოდიდან არასდროს გადადის.
რა ვთქვა არც ვიცი, უბრალოდ ჩემი თმის ვარცხნილობა მომწონს და მიხარია თუ ვინმე ჩემს აზრზეა. ბევრჯერ ვცადე შემეცვალა, მაგრამ მადლობა თქვით, რომ ამ ფორმით არ გამოვჩნდი საზოგადოებაში. რაც შეეხება გარეგნობაზე ზრუნვას, ბევრს არაფერს ვაკეთებ, ვცდილობ ჯანმრთელად ვიკვებო, ბევრი არ დავლიო და ჰო, კიდევ იოგას კლასში ვარ ჩაწერილი.
რას იტყვით სერიალზე Friends, ამდენი წლის შემდეგაც კი ის კიდევ პოპულარულია.
რა საოცარია არა? ძალიან მიხარია და ყველას მადლობელი ვარ, რომ ამ შოუს ნაწილი ვიყავი და ახლაც ვარ.
და ის თუ იცით, რომ ვიღაცამ ცოტა ხნის წინ კამპანია #FreeTheNipple-ს სულისჩამდგმელად მოგიხსენიათ?
მართლა? არ ვიცოდი. დამიჯერეთ, ბიუსტჰალტერს ვატარებ, არც კი ვიცი რა გიპასუხოთ. სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, რატომ უნდა გვრცხვენოდეს ამის. უბრალოდ ასეთი მკერდი მაქვს! და რაც შეეხება იმას, ვარ თუ არა ამ კამპანიის სულისჩამდგმელი, ეს ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ კომპლიმენტად მივიღებ.
თქვენ არაერთხელ გისაუბრიათ სხეულის გამო ადამიანების გაკრიტიკების შესახებ. მაგალითად გასულ ივლისში, თქვენი აზრით რა სიტუაციაა დღეს ამ მხრივ?
სამწუხაროდ უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა, ტაბლოიდები გამუდმებით წერენ და აკრიტიკებენ ადამიანებს მათი გარეგნობის გამო, ვიღაცებს ჩაგრავენ და "ჭარბწონიანებს" უწოდებენ, ეს საშინელებაა. იმედი მაქვს ერთხელ და სამუდამოდ ეს ყველაფერი შეჩერდება. თუ სასეირნოდ გადიხარ და მაისურში ძუძუსთავები გიჩანს, მუცელი ოდნავ წამოგეზარდა, ან უბრალოდ ის წონა არ გაქვს რომელზეც გიოცნებია ან სხვები მიგითითებენ, შენ მაინც იდეალური ხარ, მნიშვნელობა არ აქვს ვინ ხარ და სად ხარ. შენ თავად უნდა გახდე მოტივაცია შენი თავისთვის, იმიტომ რომ შენზე უკეთ არავინ იცის რა გინდა და რა გაბედნიერებს. იმედს ვიტოვებ, რომ ყვითელი, ჭორიკანა ჟურნალები, რომლებიც ადამიანებს მათი გარეგნობის მიხედვით აფასებენ და ხშირად ამცირებენ, ერთ დღეს გაქრებიან. მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება, სამწუხაროდ ადამიანებს უყვართ ასეთი ავხორცული ისტორიები, თუმცა ვინ იცის? ვინ წარმოიდგენდა, რომ ერთ დღეს დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდებოდა? მე ვერა, შესაბამისად როგორც ჩანს ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
-
ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო
გადახედვა
-
შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა
გადახედვა
-
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა





კომენტარები