გაეროს ქალთა ორგანიზაცია პოლიტიკაში ქალების მონაწილეობაზე ცნობიერების ამაღლების კამპანიას იწყებს
ფოტო: UN WOMEN
გაეროს ქალთა ორგანიზაცია პოლიტიკაში ქალების მონაწილეობაზე ცნობიერების ამაღლების კამპანიას იწყებს.
ორგანიზაციის გავრცელებულ რელიზში წერია, რომ ქალთა წარმომადგენლობა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბალია, მიუხედავად იმისა რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტს სწორედ ქალები წარმოადგენენ.
საქართველო ამ მიმართულებით ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა და ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
"პოლიტიკასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ქალების სრულფასოვანი მონაწილეობა საქართველოში, როგორც მთელ მსოფლიოში, მნიშვნელოვანი პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ ქალები საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს — 52%-ს წარმოადგენენ და ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ საზოგადოებრივ განვითარებაში ღირებულ როლს ასრულებენ, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებს ნაკლებად იკავებენ. მათი უნიკალური გამოცდილებები, ხედვები და საჭიროებები კი ყურადღების მიღმა რჩება. ამას გარდა, ქალები, რომლებსაც პოლიტიკაში ჩართვა ან წინსვლა სურთ, ბარიერებს ხშირად მხოლოდ იმიტომ აწყდებიან, რომ ქალები არიან. საგულისხმოა, რომ საქართველო ამ კუთხით მნიშვნელოვნად ჩამორჩება აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს და ევროპის სახელმწიფოებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ბოლო ადგილზეა.
სწორედ არსებული რეალობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ქალებისთვის არსებული ბარიერების შემცირებას ემსახურება კამპანია "ცვლილებებს ქალების ხმა აქვს", რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისი ახორციელებს. კამპანია ნამდვილი ისტორიებით შექმნილ კონტენტს — საინტერესო ფაქტებსა და მონაცემებს, ძველი და ახალი თაობის პოლიტიკოსი და აქტივისტი ქალების გამოცდილებებს აერთიანებს. იგი მიზნად ისახავს, წარმოაჩინოს წვლილი, რომელიც პოლიტიკოსმა და საზოგადო მოღვაწე ქალებმა საქართველოს განვითარებასა და კეთილდღეობაში XIX საუკუნიდან შეიტანეს, ყურადღება გაამახვილოს დაბრკოლებებზე, რომლებიც ქალებს ხელს უშლის, პოლიტიკაში სრულფასოვნად ჩაერთონ და გადაწყვეტილებების მიღების მაგიდასთან დამსახურებული ადგილი დაიკავონ.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქალები, კაცებთან შედარებით, ნაკლებად აქტიურები არიან, როგორც ამომრჩევლებიც. ცესკოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონაცემებით, საქართველოში 1,9 მილიონამდე რეგისტრირებული ამომრჩეველი ქალია, რაც კაცების რაოდენობაზე 7.2%-ით მეტია, თუმცა ბოლო წლებში ჩატარებულ ყველა არჩევნებში კაცების აქტივობა უფრო მაღალია. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ცნობიერების ამაღლების კამპანიის ერთ-ერთი გზავნილი ქალი ამომრჩევლების გააქტიურებას ემსახურება, რადგან პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება სწორედ აქტიური საარჩევნო უფლებით, იგივე ხმის მიცემის უფლებით იწყება.
საქართველოში პარლამენტში 129 წევრიდან ქალი მხოლოდ 27-ია (19%), მთავრობის 12 წევრიდან კი — 2 (16%), 64 მუნიციპალიტეტიდან მერი ქალი მხოლოდ 3-ს ჰყავს (4%), საჯარო სამსახურებში კი ქალები ხელმძღვანელების პოზიციების 9%-ს იკავებენ. სტრუქტურულ და სისტემურ ბარიერებთან ერთად, დაბალი ჩართულობის ერთ-ერთი მიზეზი გენდერული სტერეოტიპებია. საზოგადოების ნაწილი კვლავაც მიიჩნევს, რომ პოლიტიკა კაცებს უკეთ გამოსდით და ის ქალებისთვის შეუფერებელია. ამას გარდა, ქალები პოლიტიკაში ხშირად სხვადასხვა ფორმის ძალადობასაც განიცდიან. მაგალითად, გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის "პოლიტიკაში ჩართულ ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში 2022" მიხედვით, პოლიტიკოსი ქალების 54%-ს საარჩევნო პერიოდის ან პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ძალადობის სხვადასხვა ფორმა გამოუცდია.
ცნობიერების ამაღლების კამპანიას, რომელიც ოქტომბრის შუა პერიოდამდე გაგრძელდება, გაეროს ქალთა ორგანიზაცია კრეატიულ სააგენტო ლივინგსტონთან ერთად ახორციელებს. სოციალური მედიისთვის შექმნილი კონტენტის გარდა, ის 4 "სთენდაფ შოუსაც" მოიცავს, რომლებიც თბილისში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება. ცნობიერების ამაღლების კამპანია გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის "ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში" ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით ხორციელდება," — წერია გავრცელებულ პრესრელიზში
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები