გია ვოლსკი

25 Sep. 2024, 13:09

"გარე ჩარევა იმისათვის, რათა „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნდეს, არის სწორედაც ის ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას. არ შეიძლება მავნებელთა და საქართველოსთვის ამხელა ზარალის მიმყენებელთა მხარდაჭერა, პოლიტიკური განცხადებებით, თუნდაც ქმედებებით, თუნდაც იმითი რომ ვთქვათ, კობახიძე არ მიიწვიეს გარკვეულ მიღებაზე, სადაც ტრადიციულად, ყველა ქვეყანა მიუხედავად შიდა პოლიტიკური ვითარებისა, არის მიწვეული. ეს დემარში, ზოგადად, საქართველოს მიმართ, თუნდაც მიღებაზე მიწვევა-არმიწვევის საკითხი, თუნდაც ასეთი ღია და აშკარა მხარდაჭერა კოლექტიური „ნაცმოძრაობისადმი“, არის აბსოლუტურად შეუსაბამო, შეუფერებელი იმ პოლიტიკასთან, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას გააჩნია.

ჩვენი ინტერესია ევროინტეგრაცია და ჩვენმა წინამორბედმა და დღეს რადიკალურმა ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ ამ ინტერესს ბარიერად აღემართა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარი. ეს მოხდა უკვე და იგივე შეცდომის გამეორებას არ დაუშვებს ქართველი ამომრჩეველი,"

ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებას გამოეხმაურა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა
  2. სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
  3. რატომ დააკავეს და რატომ აძევებენ ქვეყნიდან აფგან სადიგოვს?
  4. განათლების სამინისტრო: პირველკლასელთა რეგისტრაციისას სკოლამდე საფეხმავლო მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 1 კმ-ს
  5. ტრამპი ირანს ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო უცენზურო სიტყვებით გაჯერებული პოსტით დაემუქრა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ