ჯინ შაჰინი

6 Sep. 2024, 16:31

"ჩვენ მოვისმინეთ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებისგან, რომ ამ კანონის [ამოქმედების] შემდეგ, ქვეყანაში მუშაობას ვეღარ შეძლებენ. ის ჰგავს კანონს, რომელიც მიიღეს რუსეთში, რამაც ამდენი სამოქალაქო საზოგადოების გასვლა გამოიწვია რუსეთიდან. ჩვენ ვხედავთ, რომ იგივე ხდება საქართველოში. ჩვენ ასევე მოვისმინეთ, რომ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის წევრობის მოთხოვნებს. ამიტომ ევროკავშირმა გაფრთხილება მისცა მთავრობას.

საქართველოს პირველი პირები აცხადებენ, რომ ეს კეთდება გამჭვირვალობისთვის, რომ მათ სურთ გააკონტროლონ — რა ხდება ქვეყანაში. აქ საუბარია სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებაზე. ეს არის განსხვავებული აზრისადმი წინააღმდეგობა.

პრემიერ-მინისტრს როცა შევხვდით, ვსაუბრობდით შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე, ჩვენს შეშფოთებასა და ურთიერთობების გაუარესებაზე; ქართული ოცნების მთავრობას არ სურს გაიზიაროს ჩვენი შეშფოთება. მისი [პრემიერ-მინისტრის] თხოვნა იყო, რომ შევწყვიტოთ ყველა სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსება, რომლებიც შესაძლოა კრიტიკულები იყვნენ ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  2. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ