ტერაბანკი ადგილობრივ ტურიზმში დასაქმებული მეწარმეების მხარდასაჭერად
ფოტო: ტერაბანკი
ტერაბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულების — ადგილობრივი ტურიზმისა და ამ სფეროში დასაქმებული მეწარმეების მხარდაჭერას აგრძელებს. ხელშეწყობა უპირველესად ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, შესაბამისი ბიზნესების დაფინანსებასა და მეწარმეებისთვის მნიშვნელოვანი ცოდნის გაზიარებას გულისხმობს.
ბოლო თვეების განმავლობაში ტერაბანკის დაფინანსებით, რაჭაში — 3, კახეთში კი 1 ტურისტული ობიექტის შექმნა და განვითარება დაფინანსდა. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში თეონა მაისურაძემ სასტუმროს ტიპის ეკო კოტეჯები ააშენა და „ოდა ლუქსი“ გახსნა, სოფელ აგარაში ოთარ ბიბილაშვილმა ვიზიტორებს „პანორამა რაჭას“ მომსახურება შესთავაზა, ასევე აგარაში ლილიკა ტურძილაძემ „აგარუკა“ დააფუძნა, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში კი ნინი მანასაშვილმა სასტუმრო „ინ გრემს“, სადაც ცოტა ხნის რესტორანი გახსნა, ახლა წვეულებების მოსაწყობი სივრცე და ახალი სერვისი დაუმატა.
რაჭისა და კახეთის რეგიონები ადგილობრივ თუ უცხოელ ტურისტებს შორის მზარდი პოპულარობით სარგებლობს. ბუნება, ღირსშესანიშნაობები თუ კერძები ყოველწლიურად სულ უფრო მეტ დამსვენებელს იზიდავს. შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა სტუმარმასპინძლობის ობიექტებზე – საოჯახო სასტუმროებზე, ეკო კოტეჯებსა თუ სხვადასხვა ღონისძიების ჩასატარებელ სივრცეებზე. ადგილობრივი მოსახლეობა ცდილობს, არსებული ტურისტული შესაძლებლობები ბიზნესსაქმიანობის დაწყებისა და განვითარებისთვის გამოიყენოს და ვიზიტორებს საუკეთესო გამოცდილება და სერვისი შესთავაზოს.
"ვიცოდით, რომ ეს გადაწყვეტილება ბიზნესის განვითარებაში დაგვეხმარებოდა და ახალ მომხმარებელსაც მოვიზიდავდით, თუმცა მისი განხორციელება ფინანსებთან იყო დაკავშირებული. ტერაბანკთან უკვე დიდი ხნის პარტნიორობა გვაკავშირებდა და ბიზნესსესხისთვის კვლავ მას მივმართეთ. როგორც ყოველთვის, პროცესი კომფორტული და ჩვენზე მორგებული იყო. გარდა ამისა, ბანკის წარმომადგენლების დახმარებით, ჩავერთეთ სააგენტოს აწარმოე საქართველოში პროგრამაში, რამაც საპროცენტო ხარჯი საგრძნობლად შეამცირა", — აღნიშნავს “ინ გრემის” თანადამფუძნებელი ნინი მანასაშვილი.
რეგიონებში, განსაკუთრებით მაღალმთიანში, ტურისტული ობიექტების გამართვას მნიშვნელოვანი ფინანსები სჭირდება. საქმიანობის დაწყებამდე ბიზნესს შემოსავალი არ აქვს და სესხის აღებაც რთულია, თუმცა ტერაბანკი სტარტაპებს განსაკუთრებულ პირობებსა და მათზე მორგებულ მომსახურებას სთავაზობს.
"მთელი ოჯახი რაჭიდან ვართ და აქ ბიზნესის წამოწყებაზე ბევრჯერ გვიფიქრია. ეს ყველაფერი დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ პირველი ნაბიჯის გადადგმა გვიჭირდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბიზნესიდან შემოსავალი ჯერ არ გვქონდა. საბოლოოდ, მიზნის მიღწევაში ტერაბანკი დაგვეხმარა. ბიზნესგეგმის საფუძველზე სტარტაპ სესხის ვისარგებლეთ, ბანკის ხელშეწყობით, სააგენტოს აწარმოე საქართველოში პროგრამაშიც ჩავერთეთ და პროცენტის სუბსიდია მივიღეთ", — ამბობს აგარუკას დამფუძნებელი ლილიკა ტურძილაძე.
ტერაბანკს ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობისთვის სხვადასხვა პროდუქტის შექმნისა და ინიციატივის განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
"მუდმივად ვცდილობთ, დავეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესის დამფუძნებლებს როგორც იდეის განხორციელებაში, ისე არსებული საქმიანობის განვითარებაში. სწორედ ამ მიზნით ვქმნით მათზე მორგებულ პროდუქტებსა და შეთავაზებებს. ტერაბანკის მხარდაჭერით, არაერთი ტურისტული ობიექტი დაფინანსდა და ეს მიმართულება ჩვენთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება", — აცხადებენ ტერაბანკში.
ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობისთვის ტერაბანკი აქტიური ნაბიჯების გადადგმას სამომავლოდაც გააგრძელებს.
-
ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო
გადახედვა
-
შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
-
საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
კომენტარები