იმის საშიშროება, რომ მაიმუნის ყვავილმა საქართველოში ეპიდაფეთქება გამოიწვიოს, არ გვაქვს — ივანე ჩხაიძე
ფოტო: Bm.ge
ევროპაში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დადასტურდა, ვირუსი შვედეთში დაფიქსირდა. ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც ეს კონკრეტული შტამი აფრიკის კონტინენტს გასცდა
არის თუ არა, საქართველოში მაიმუნის ყვავილის გავრცელების საფრთხე, ამ თემაზე NEWS.On.ge მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორ, ივანე ჩხაიძეს ესაუბრა.
ჩხაიძემ განმარტა, რომ მაიმუნის ყვავილის, იგივე მპოქსის გავრცელების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ქვეყანა ახალი პანდემიის საშიშროების წინაშე არ დგას.
"მაიმუნის ყვავილი, ძალიან სპეციფიკური ვირუსია გავრცელების თვალსაზრისით, გავრცელებაში ვგულისხმობ გადადებას, როგორ გადაედება ინფიცირებული ადამიანიდან ჯანმრთელ ადამიანს.
ეს არ არის კორონავირუსი ან რაიმე გრიპი, რომ გავრცელდეს ჰაერწვეთოვანი გზით. მაიმუნის ყვავილი გავრცელებისთვის საჭიროებს ძალიან ახლო კონტაქტს — კანის კანთან კონტაქტს. ბევრი შემთხვევა სქესობრივი გზით კონტაქტის შემდეგ არის დაფიქსირებული.
ჯერჯერობით, შემთხვევები არის დაფიქსირებული აფრიკის კონტინენტზე, ევროპაში გვაქვს მხოლოდ ერთი შემთხვევა, საქართველოშიც შეიძლება დაფიქსირდეს ერთეული შემთხვევები, თუმცა იმის საშიშროება, რომ გამოიწვიოს ეპიდაფეთქება არ გვაქვს", — გვითხრა ივანე ჩხაიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ შვედეთში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. მანამდე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, მპოქსის გავრცელების გამო მსოფლიოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
WHO-ს მიხედვით, მპოქსი, იგივე მაიმუნის ყვავილი, ვირუსული დაავადებაა, რომელიც ადამიანებსა და ცხოველებში მარტივად ვრცელდება. ეს შეიძლება მოხდეს როგორც შეხებით, კოცნითა თუ სქესობრივი კონტაქტით, ასევე ვირუსით დაბინძურებული საგნებიდანაც (თეთრეული, ტანისამოსი, ნემსები და ა. შ.). დაავადება არაერთი სიმპტომით ვლინდება, რომელთა შორისაა:
- მაღალი ტემპერატურა;
- მტკივნეული გამონაყარი;
- კუნთების, ზურგისა და თავის ტკივილი;
- სისუსტე;
- ლიმფური კვანძების გადიდება.
ათწლეულების განმავლობაში დაავადება მხოლოდ ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში გვხვდებოდა, თუმცა 2022 წელს მისი გავრცელება ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაშიც დაიწყო. WHO-მ მპოქსის გამო საგანგებო მდგომარეობა 2022 წლის ივლისშიც გამოაცხადა და ეს პერიოდი 2023 წლის მაისში დასრულდა.
WHO-ს წარმომადგენლებმა წარსულში განაცხადეს, რომ ვირუსის გავრცელების შეჩერება შესაძლებელია ზუსტი, მიზანმიმართული მოქმედებებით. ორგანიზაცია ამჟამად საერთაშორისო ჩართულობას მოითხოვს, სწორედ ამას ნიშნავს WHO-ს მხრიდან გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია

კომენტარები