თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრების მორიგი სესია ახალციხეში ჩატარდა
ფოტო: თიბისი
საბაზრო ეკონომიკის განვითარებასა და კონკურენციის ზრდასთან ერთად, პროდუქტის რეალიზაციისთვის სულ უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო. მზარდი კონკურენციის პირობებში, რთულია თავი დაიმკვიდრო ბაზარზე და ფართო აუდიტორიას გააცნო შენი პროდუქტი. ეს პროცესი, მით უფრო დიდ გამოწვევას წარმოადგენს ფერმერებისთვის. მათ არ აქვთ დრო ან საკმარისი რესურსი, თავიანთი წარმოებული პროდუქტის პოპულარიზაციაზე იზრუნონ და მომხმარებელთან სწრაფი და ინტენსიური კავშირი დაამყარონ. როგორ შეიძლება იყოს ბიზნესსა და მეწარმეებს შორის ურთიერთობა მომგებიანი - სამცხე-ჯავახეთის ფერმერებთან ერთად, თიბისის წარმომადგენელმა საშა მაყაშვილმა და მოწვეულმა სპიკერებმა, ნათია ნინიკელაშვილმა, ვანო იოსელიანმა და ეკატერინე ბურკაძემ ისაუბრეს.
შემთხვევითი არ იყო, ნათია ნინიკელაშვილის მოწვევა სპიკერად, რადგან ის, საქართველოში, აგრო მიმართულებით პირველი ონლაინ ვაჭრობის პლატფორმის დამფუძნებელია.
Soplidan.ge 2015 წელს შეიქმნა და პლატფორმამ ფერმერებს საშუალება მისცა, მომხმარებლებისთვის, საქართველოს მასშტაბით თავი გაეცნოთ.
პლატფორმა, სოფელსა და ქალაქს შორის ხიდი აღმოჩნდა, რომელმაც ერთი მხრივ, ფერმერებს წარმოებული პროდუქტის რეალიზაცია გაუადვილა, ხოლო მეორე მხრივ, თბილისის მოსახლეობისთვის, ქართველი ფერმერების წარმოებული პროდუქტის სახლიდან გაუსვლელად შეძენა, ხელმისაწვდომი გახადა.
როგორც ნათიამ თქვა, soplidan.ge, არა მარტო ფერმერების პროდუქტის პოპულარიზაციასა და რეალიზაციას ემსახურება, ასევე, ინტენსიურად ზრუნავს ფერმერის განათლებაზე.
"ხშირად, სრულიად უსასყიდლოდ ვეხმარებით ფერმერებს, წარმოების სტანდარტების, შეფუთვის, ეტიკეტირების შესახებ აუცილებელი ინფორმაციას ვაწვდით. ხშირად ხდება ხოლმე, რომ ფერმერები ჩვენთან ერთად გეგმავენ მომდევნო წელს რა მოიყვანონ", — ნათია ნინიკეიშვილი, soplidan.ge-ს დამფუძნებელი.
ნათიას აზრით, ონლაინ ვაჭრობის სივრცე საქართველოში ჯერ კიდევ აუთვისებელია, რაც ერთი მხრივ შეიძლება პრობლემად განვიხილოთ. თუმცა, მეორე მხრივ შესაძლებლობად, რომელიც შეიძლება ფერმერმა მისი საქმის სასარგებლოდ გამოიყენოს.
"აუთვისებელი ბაზარი, დიდ შესაძლებლობას აძლევს ფერმერს ონლაინ მოახდინოს პროდუქტის პოპულარიზაცია, დამოუკიდებლად, საკუთარი არხებით ან უკვე არსებულ პლატფორმებთან თანამშრომლობით", — ამბობს ნათია.
დისკუსიაზე, ყურადღების მიღმა არ დარჩენილია პროდუქტის წარმოებიდან, მის საბოლოო მომხმარებლამდე რეალიზაციის პროცესი და ჯაჭვში ჩართული შუამავლი რგოლების სიმრავლე. ყველა შეთანხმდა, რომ რაც მეტი შუამავალი რგოლია ამ ჯაჭვში, მით მეტად წამგებიანია, როგორც ფერმერისთვის, ისე საბოლოო მომხმარებლისთვის. ამ გამოწვევის ერთ-ერთ გადაწყვეტად ფერმერისა და მსხვილი სავაჭრო ობიექტის პირდაპირი თანამშრომლობა დასახელდა.
სუპერმარკეტების ქსელი ნიკორას წარმომადგენელმა, ვანო იოსელიანმა მსხვილ სავაჭრო ქსელებთან თანამშრომლობაზე და იმ მოქნილ სისტემაზე ისაუბრა, რასაც ნიკორა სთავაზობს ფერმერებს: „წარმოებული პროდუქტის აღება, საჭიროებისამებრ ადგილიდანაც ხდება. ასევე, შეგვიძლია ფერმერი უზრუნველვყოთ პროდუქტის შენახვისთვის საჭირო ჭურჭლით, გვაქვს გადახდის ყოველკვირეული სისტემა. საქართველოს მასშტაბით, 700 ფილიალს ვაერთიანებთ და ნიკორას ქსელში ვყიდით 160 დასახელების ხილსა და ბოსტნეულს, რაც უნდა ვთქვათ, რომ საკმაოდ დიდი ბაზარია ადგილობრივი ფერმერებისთვის“.
დამსწრეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი მოქნილი სისტემა, მის მასშტაბურობასთან ერთად, სტაბილურ სარეალიზაციო ბაზარს უქმნის ფერმერს და მნიშვნელოვან დროსა და ენერგიას უზოგავს, რაც მას, პროდუქტის საბოლოო მომხმარებლამდე მიტანისთვის დასჭირდებოდა.
დისკუსია, აგრო პროდუქტების საწარმოო პროცესის სირთულეებსაც შეეხო. ადგილობრივმა ფერმერებმა, რომლებიც მესაქონლეობის, მეფუტკრეობისა და მემცენარეობის დარგს წარმოადგენდნენ, გამოწვევად, სფეროში განათლების და ტექნოლოგიზაციის დაბალი დონე, ინფრასტრუქტურული პრობლემები, წარმოების სტანდარტიზაციის არარსებობა და სახელმწიფოს მხრიდან არათანამიმდევრული მიდგომები დაასახელეს.
გამოწვევებზე საუბარს არ შეუშინდა მოწვეული სპიკერი, სურსათის უვნებლობის ექსპერტი ეკატერინე ბურკაძე.
"ფერმერებმა უნდა შეძლონ რესურსების გაერთიანება, ცოდნის გაზიარება და ერთად მუშაობის სწავლა, რომელიც ქართველებმა გენეტიკურად ვიცით, თუმცა წარსულმა გამოცდილებებმა დაგვავიწყა. სწორ დროს, სწორი აქცენტები, თანმიმდევრული და პატარ-პატარა ნაბიჯებია საჭირო, გამოწვევების საპირწონედ კი პოზიტიური მაგალითების მოყვანა და იმის დაჯერებაა, რომ აუცილებლად გამოვა", — ამბობს ეკატერინე ბურკაძე სურსათის უვნებლობის ექსპერტი.
პოზიტიური მაგალითების სიაში კი, ეკატერინე ბურკაძეს გურიაში მოყვანილ ლურჯი მოცვის პლანტაციებთან ერთად, საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებაც არ დარჩენია ყურადღების მიღმა, როგორც დაუჯერებლის დაჯერება და პატარ-პატარა ნაბიჯებით, მიზნის მიღწევის თვალსაჩინო მაგალითი.
პოზიტიურად შეაფასა მსგავსი დისკუსიების მნიშვნელობა, ადგილობრივმა მეფუტკრე ჯაბა შეშაბერიძემ:
"მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან ინფორმაციის გაცვლა ხდება ფერმერებს შორის, ასევე გაცნობა სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების, რაც განვითარების შესაძლებლობას ზრდის. ასეთ შეხვედრებზე, შეიძლება, პოტენციური პარტნიორიც ნახოს ფერმერმა. ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრი უნდა ჩატარდეს.
თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია კვლავ გაგრძელდება, როგორც პატარა ნაბიჯების სიმბოლო დიდი მიზნისკენ.
-
ჰეიდარ ალიევის ცენტრის საპირწონედ თბილისური ეზო უნდა დაინგრეს — რეპორტაჟი გორგასლის მე-4 შესახვევიდან ჰეიდარ ალიევის ცენტრის საპირწონედ თბილისური ეზო უნდა დაინგრეს — რეპორტაჟი გორგასლის მე-4 შესახვევიდან
გადახედვა
-
ალბი კორძაიას ბრალდების საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო ალბი კორძაიას ბრალდების საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძემ განმარტა პროცედურები, რაც მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე დამტკიცებისთვისაა საჭირო არჩილ გორდულაძემ განმარტა პროცედურები, რაც მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე დამტკიცებისთვისაა საჭირო
გადახედვა
-
ალბი კორძაია ლუკა ჭოხონელიძეს გაუპატიურებასა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს ალბი კორძაია ლუკა ჭოხონელიძეს გაუპატიურებასა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: გვყავს გენერალისიმუსი, რომელიც ითავსებს კოორდინატორ-სიმუსის ფუნქციას, უსაფრთხოება კი "მანდატურთუხუცესის" ხელში გადადის! სალომე ზურაბიშვილი: გვყავს გენერალისიმუსი, რომელიც ითავსებს კოორდინატორ-სიმუსის ფუნქციას, უსაფრთხოება კი "მანდატურთუხუცესის" ხელში გადადის!
გადახედვა
-
3 საპატრიარქო კანდიდატი 28 აპრილს დასახელდება 3 საპატრიარქო კანდიდატი 28 აპრილს დასახელდება
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტური როლი ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტური როლი
გადახედვა
-
"ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებები განხორციელდა — ვინ ვინ შეცვალა? "ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებები განხორციელდა — ვინ ვინ შეცვალა?
გადახედვა
-
ევროსკოპი: NATO-ს გენერალური მდივნის ახალი სპეციალური წარმომადგენელი კევინ ჰამილტონი საქართველოში ვიზიტს გეგმავს ევროსკოპი: NATO-ს გენერალური მდივნის ახალი სპეციალური წარმომადგენელი კევინ ჰამილტონი საქართველოში ვიზიტს გეგმავს
გადახედვა
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
OIPA ხელისუფლებას მოუწოდებს, სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველები სათანადო დოკუმენტაციით დაბრუნდნენ თავიანთ პირვანდელ გარემოშიილში OIPA ხელისუფლებას მოუწოდებს, სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველები სათანადო დოკუმენტაციით დაბრუნდნენ თავიანთ პირვანდელ გარემოშიილში
გადახედვა
-
ოანა-სილვია ცოიუ: ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხი ევროპულ ოცნებასთანაა დაკავშირებული ოანა-სილვია ცოიუ: ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხი ევროპულ ოცნებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
რა ემართება ჩვენს აზროვნებას, როცა საქმეში ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ? — კვლევა რა ემართება ჩვენს აზროვნებას, როცა საქმეში ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ? — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს სუს-ის გენერალ–მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს სუს-ის გენერალ–მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა
გადახედვა
-
Voyager 1-ს კიდევ ერთი ინსტრუმენტი გაუთიშეს, რათა მან ენერგია შეინარჩუნოს Voyager 1-ს კიდევ ერთი ინსტრუმენტი გაუთიშეს, რათა მან ენერგია შეინარჩუნოს
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის": სასწრაფო წესით ინტერპელაციაზე პარლამენტში ვიბარებთ ჯანდაცვის მინისტრს, სადაც მას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა "გახარია საქართველოსთვის": სასწრაფო წესით ინტერპელაციაზე პარლამენტში ვიბარებთ ჯანდაცვის მინისტრს, სადაც მას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა
გადახედვა
-
ანტისემიტური განცხადებების გამო, პოლონეთში კანიე ვესტის კონცერტი გაუქმდა ანტისემიტური განცხადებების გამო, პოლონეთში კანიე ვესტის კონცერტი გაუქმდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: 14 წელი! კანონზომიერებას უკვე გადასცდა! ეს "ოცნება" ოცნებისტების აღარაა და მედროვეების და ძალაუფლების მტაცებლების თუ მონების კოშმარი გახდა! სალომე ზურაბიშვილი: 14 წელი! კანონზომიერებას უკვე გადასცდა! ეს "ოცნება" ოცნებისტების აღარაა და მედროვეების და ძალაუფლების მტაცებლების თუ მონების კოშმარი გახდა!
გადახედვა
-
საქართველომ უნდა გააუქმოს "უცხოური გავლენის" შესახებ კანონი და უზრუნველყოს პოლიციის ანგარიშვალდებულება — მაიკლ ო'ფლაერტის ანგარიში საქართველომ უნდა გააუქმოს "უცხოური გავლენის" შესახებ კანონი და უზრუნველყოს პოლიციის ანგარიშვალდებულება — მაიკლ ო'ფლაერტის ანგარიში
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი ჩემთვის შეუძლებელია თქმა მიხეილ სარჯველაძე: რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი ჩემთვის შეუძლებელია თქმა
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად მზად ხარ სამხრეთ კორეისთვის? ქვიზი: რამდენად მზად ხარ სამხრეთ კორეისთვის?
კომენტარები