სომხეთი უარყოფს აზერბაიჯანის ბრალდებებს, საზღვარზე შეტაკების შესახებ
ბაქომ არაერთხელ დაადანაშაულა სომხეთი საზღვარზე ცეცხლის გახსნაში, ერევანი ბრალდებებს უარყოფს.
ფოტო: Tom Videlo/OC Media
პარასკევს საღამოს, აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ სომხეთმა მათი სამხედრო პოზიციების მიმართულებით, ხუთშაბათის შემდეგ, სამჯერ გაისროლა. სომხეთმა, პასუხად, სამი განცხადება გაავრცელა, სადაც აზერბაიჯანი დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
პარასკევს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სომხეთში, ასევე, განაცხადა, რომ მათ დამკვირვებლებს "არ შეუნიშნავთ უჩვეულო გადაადგილება, ან რაიმე ინციდენტი“. მათ განაცხადეს, რომ აგრძელებენ ყოველდღიურ პატრულირებას საზღვრის სომხურ მხარეს.
აზერბაიჯანს დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა, აზერბაიჯანის პროკურატურამ განაცხადა, რომ ისინი იძიებდნენ ჯარისკაცის გარდაცვალებას, რომლის ცხედარი საზღვრის მახლობლად იპოვეს.
ჯარისკაცის გაუჩინარებ შესახებ, სომხეთმა განაცხადა, რომ მათ არ ჰქონდათ არანაირი მტკიცებულება და ცნობა იმის შესახებ, რომ მათი საზღვარი რომელიმე აზერბაიჯანელმა ჯარისკაცმა გადაკვეთა.
აზერბაიჯანის ბრალდებები გავრცელდა სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო'ბრაიენის ვიზიტიდან რამდენიმე დღის შემდეგ.
მაშინ, როცა სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს რეგულარულად ადანაშაულებენ სასაზღვრო შეტაკების წამოწყებაში, აზერბაიჯანის ბრალდებები პირველი იყო მას შემდეგ, რაც ორი ქვეყანა საერთო ჩრდილოეთ საზღვრის დელიმიტაციაზე შეთანხმდა.
ბოლოს ბრალდებები სასაზღვრო შეტაკებების შესახებ აპრილში, ერევნის, ვაშინგტონისა და ბრიუსელის სამმხრივი შეხვედრის წინ გაისმა.
იმ დროს, ბაქომ ღიად გამოხატა უკმაყოფილება შეხვედრის მიმართ და დასავლეთი სომხეთის მიმართ მიკერძოებულობაში დაადანაშაულა.
აზერბაიჯანის ბრალდებები მოჰყვა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებებს, სადაც მან ხაზი გაუსვა, რომ სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებები არ შეიძლება იყოს აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკების ნაწილი.
ფაშინიანმა, ასევე, თქვა, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების პროექტი "სრულად შემუშავებულია" და "მზადაა დასასრულებლად და ხელმოსაწერად".
მან უპასუხა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებებს იმის შესახებ, რომ სამშვიდობო ხელშეკრულება სომხეთის ამჟამინდელი კონსტიტუციით "შეუძლებელი“ იქნებოდა.
აზერბაიჯანი ადრეც აკრიტიკებდა სომხეთის კონსტიტუციას "აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების“ გამო, სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მოტივით, სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა და ყარაბაღის საბჭოს ერთობლივი გადაწყვეტილებით "სომხეთის სსრ-ისა და ყარაბაღის მთიანი რეგიონის გაერთიანების შესახებ“.
ოთხშაბათს პრემიერ-მინისტრმა არ გამორიცხა, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერამდე დაიწყონ სატრანსპორტო კავშირების გახსნის საკითხზე მსჯელობა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
მარიკა არევაძის ინფორმაციით, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ კაცს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა მარიკა არევაძის ინფორმაციით, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ კაცს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს
გადახედვა
-
ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან "სააღდგომო ზავი" გამოაცხადა ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან "სააღდგომო ზავი" გამოაცხადა
გადახედვა
-
CNN-მა შეცდომით გამოაქვეყნა ნეკროლოგი მსახიობზე, რომელიც ცოცხალია CNN-მა შეცდომით გამოაქვეყნა ნეკროლოგი მსახიობზე, რომელიც ცოცხალია
გადახედვა
-
Wednesday-ის მესამე სეზონს ლინა ჰიდი და სხვა ვარსკვლავები შეუერთდნენ Wednesday-ის მესამე სეზონს ლინა ჰიდი და სხვა ვარსკვლავები შეუერთდნენ
გადახედვა
-
ზენდეიამ და ლო როუჩმა ერთობლივი კოლექცია შექმნეს ზენდეიამ და ლო როუჩმა ერთობლივი კოლექცია შექმნეს
გადახედვა
-
მეთიუ პერის სიკვდილის საქმეზე "კეტამინის დედოფალს" 15 წელი მიესაჯა მეთიუ პერის სიკვდილის საქმეზე "კეტამინის დედოფალს" 15 წელი მიესაჯა
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სააღდგომო კვერცხი ხარ? ქვიზი: რომელი სააღდგომო კვერცხი ხარ?
-
ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე? ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე?
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული სიმღერა პირველი ფრაზით ქვიზი: გამოიცანი ქართული სიმღერა პირველი ფრაზით
-
როკის დაბადება და გარდასახვა — როგორ იქცა მუსიკა ეპოქის ხმად როკის დაბადება და გარდასახვა — როგორ იქცა მუსიკა ეპოქის ხმად
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან [სინდისის პატიმრების შეწყალებასთან] დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან [სინდისის პატიმრების შეწყალებასთან] დაკავშირებით
გადახედვა
-
მეუფე შიო: "გარეგნული თავისუფლება საღმრთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე სახიფათო შეიძლება გახდეს" მეუფე შიო: "გარეგნული თავისუფლება საღმრთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე სახიფათო შეიძლება გახდეს"
გადახედვა
-
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტა ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: 9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს მიხეილ ყაველაშვილი: 9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს
გადახედვა
-
წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა — ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა — ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა
გადახედვა
-
რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ? რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ?
გადახედვა
-
შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს" შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი — Weitai შემოიყვანა საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი — Weitai შემოიყვანა
კომენტარები