ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება — ჯილი ცენტრი თეგეტამ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
ფოტო: თეგეტა
კორპორაციულ სეგმენტში გაყიდული 50-მდე Geely-ს ბრენდის ავტომობილი, B2B პარტნიორები და ახალი ავტომობილები ბრენდის სამოდელო რიგში — ჯილი ცენტრი თეგეტამ 2026 წლის პირველ კვარტალში მნიშვნელოვანი შედეგები დააფიქსირა. ამ პერიოდში კომპანიამ სხვადასხვა ორგანიზაციას 25 ერთეულზე მეტი ელექტრული Geely GeoMe და 18 ერთეული შიგაწვისძრავიანი Geely Emgrand გადასცა. მათ შორი, ავტოგაქირავების კომპანია Europcar Georgia-ს, რომელიც შეძენილ ავტომობილებს ფლიტ მენეჯმენტის მიმართულებით გამოიყენებს.
ფოტო: თეგეტა
გიორგი შაქარაშვილი, ჯილი ცენტრი თეგეტას კომერციული დირექტორი: “2026 წლის პირველი კვარტალი ჯილი ცენტრი თეგეტასთვის საქართველოს ბაზარზე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. მოხარულები ვართ, რომ ამ პერიოდში გაყიდვების მიმართულებით კარგი მაჩვენებლები გვაქვს. ჩვენ მოკლე დროში შევძელით და ბაზარს სამივე ტიპის ავტომობილები შევთავაზეთ — ელექტრული, დამუხტვადი ჰიბრიდი და შიგაწვისძრავიანი. ეს არა მხოლოდ პორტფელის გაფართოება, არამედ ჩვენი სტრატეგიის ნაწილია, რომ მომხმარებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, სასურველი მოდელი აირჩიონ, საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით.
ფინანსური მაჩვენებელი ნებისმიერი ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, კომპანიები ყურადღებას უთმობენ საწვავის ხარჯს. ამიტომ ვთავაზობთ დივერსიფიცირებულ სამოდელო რიგს, რათა თავად გადაწყვიტონ, რა არის მათთვის პრიორიტეტული და შეძლონ, ერთი მხრივ, ხარჯების შემცირება, მეორე მხრივ კი, ეფექტიანობის გაზრდა. მნიშვნელოვანია ჩვენი ფლიტ მენეჯმენტის მიმართულებაც — ჯილი ცენტრი თეგეტა ქმნის ინფრასტრუქტურას, რომელიც კორპორაციულ მომხმარებელს გრძელვადიანი და ეფექტური ექსპლუატაციის შესაძლებლობას აძლევს“.
სწორედ მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის შექმნასა და ხარჯების შემცირებას ისახავს მიზნად კომპანიის მიერ მოწყობილი ელექტროდამტენების ინფრასტრუქტურა — ჯილი ცენტრი თეგეტამ თბილისსა და ბათუმში, სხვადასხვა ლოკაციაზე, ფიზიკურ პირებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს საოფისე შენობების, ავტოსადგომებისა თუ სასაწყობე ტერიტორიებზე 7- და 22-კილოვატიანი ორიგინალი დამტენები დაუმონტაჟა და, ყოველგვარი ფინანსური სარგებლის გარეშე, ექსკლუზიური ბარათები გადასცა, რაც მომხმარებელს ავტომობილის მინიმალური ტარიფით დამუხტვის შესაძლებლობას აძლევს. შედეგად, ყოველ 100 კილომეტრზე ხარჯი, შიგაწვისძრავიან ავტომობილთან შედარებით, სამჯერ მცირდება.
ფოტო: თეგეტა
2026 წლის დასაწყისი ჯილი ცენტრი თეგეტასთვის სამოდელო ხაზის გაფართოების თვალსაზრისითაც გამორჩეული იყო — პირველად ბრენდის ისტორიაში ქართულ ბაზარზე ერთდროულად სამი სხვადასხვა ტიპის ძრავის მქონე მოდელი გახდა ხელმისაწვდომი. მათ შორის:
- Geely GeoMe — განახლებული ელექტრომობილი
პირველ კვარტალში ჯილი ცენტრი თეგეტამ საოპერაციო ლიზინგით კომპანიებს 25-ზე მეტი Geely GeoMe-ის განახლებული ვერსია გადასცა. 2025 წელს ქართულ ბაზარზე შემოსული ეს მოდელი ახლა უკვე რესტაილინგ ვერსიით არის წარმოდგენილი.
- Geely Starship 7 — ევროპული Plug-in ჰიბრიდი
2026 წლის პირველ კვარტალში ბაზარს წარედგინა Geely Starship 7-ის ევროპული ვერსია — ბრენდის სამოდელო ხაზის პირველი Plug-in ჰიბრიდი, რომელიც სპეციალურად ევროპული ბაზრისთვის შეიქმნა. მოდელი ერთი დამუხტვით 120 კილომეტრს გადის, საწვავის საშუალო მოხმარება კი 100 კილომეტრზე 2-3 ლიტრია.
- Geely Preface — პრემიუმ სედანი შიგაწვის ძრავით
მნიშვნელოვანი სიახლეა Geely Preface — ბრენდის სამოდელო ხაზიდან სრულიად ახალი, პრემიუმ კლასის სედანი 2.0 ტურბო ძრავით, რომელიც ერთნაირად მიმზიდველია როგორც კორპორაციული, ისე საცალო მომხმარებლებისთვის.
ფოტო: თეგეტა
ჯილი ცენტრი თეგეტა პორტფელის გაფართოებას კვლავაც აგრძელებს. წლის მეორე ნახევარში ბაზარზე პრემიუმ მოდელი Geely Galaxy M9 გამოჩნდება, ასევე Geely Battleship — დიდი ზომის 7-ადგილიანი 4x4 დამუხტვადი ჰიბრიდი. მანამდე კი, აპრილიდან კომპანია ბაზარს ჯილი ჰოლდინგში შემავალ კიდევ ერთ ახალ ბრენდს, Farizon-ს, წარუდგენს — სრულად ელექტრული კომერციული ავტომობილების ხაზს (მცირე და დიდი ზომის ფურგონები, პიკაპები, დახურული სატვირთოები და ავტომობილები, რომლებშიც ქარხნულად ინტეგრირებული მაცივარია მოთავსებული -18°C-მდე). Farizon საქართველოში პირველი ბრენდი იქნება, რომელიც ბიზნესს, მათ შორის, სადისტრიბუციო კომპანიებს, ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტების ქსელებს ასეთი ტიპის სპეციალიზებულ კომერციულ ელექტრომობილებს შესთავაზებს.
Geely ზრდის სწრაფი ტემპით გამოირჩევა, როგორც გლობალურ, ისე საქართველოს ბაზარზე. ბრენდმა 2025 წელი რეკორდული შედეგებით დაასრულა, ხოლო 2026 წლის პირველი კვარტალი ისტორიული მნიშვნელობის იყო — პირველად ჩინეთში, მსოფლიოს უდიდეს საავტომობილო ბაზარზე, სწორედ Geely გახდა ყველაზე გაყიდვადი ჩინური ავტომწარმოებელი.
--
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ჯილი ცენტრი თეგეტა ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. ის ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Geely Auto-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. Geely Auto-ს ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები