ლტოლვილების განსახლების პროგრამას სომხეთში უკმაყოფილება მოჰყვა
ფოტო: არშალუის ბარსეღიანი / OC Media
მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილთა საბინაო პოლიტიკა, ბენეფიციარების ნაწილმა დაგმო. ისინი ამბობენ, რომ მთავრობა მათი საჭიროებების განხილვაზე უარს ამბობს.
პროგრამა, რომელიც 16 მაისს დამტკიცდა, ითვალისწინებს ერთჯერად გადასახადებს, საცხოვრებლის ხარჯების დასაფარად.
სამშაბათს ინიციატივამ "არცახის მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად", დაგმო მთავრობის მიდგომა. ადვოკატირების ჯგუფმა მოუწოდა ხალხს, ბოიკოტი გამოეცხადებინათ პროგრამისთვის, რადგან მათი შეთავაზებები, შედგენის დროს, არ გაითვალისწინეს.
ისინი მოითხოვენ, შეაჩეროს ხელისუფლებამ პროექტი და დაიწყოს საჯარო განხილვა. ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტის სხვა მეთოდებს აირჩევენ.
პროგრამა სთავაზობს ბენეფიციარებს 2 მლნ-დან 5 მლნ დრამამდე ($5,200-$13,000), თითოეულს იმისდა მიხედვით, თუ სად ირჩევენ დასახლებას. ყველაზე დიდი თანხები ეძლევა მათ, ვინც ცხოვრებას აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს, ან შორეულ რაიონებში გადაწყვეტს.
პროგრამამ მთიან ყარაბაღიდან ბევრი სომეხი მოქალაქის აღშფოთება გამოიწვია.
ლიანა პეტროსიანმა, სამოქალაქო აქტივისტმა მთიანი ყარაბაღიდან, Telegram-ზე 18 და 19 მაისს გამოკითხვები ჩაატარა. ხმები მან 2000-ზე მეტი ანგარიშიდან მიიღო. გამოხმაურებების 96% უარყოფითად მიიჩნევს პროგრამას, მხოლოდ 11% ამბობს, რომ მზად არის განაცხადი შეიტანოს.
სამშაბათს მან გამოაქვეყნა ღია წერილი მთავრობის მისამართით, რომელშიც მოუწოდებდა მათ პროგრამის შეცვლისკენ. შემოთავაზებულ ცვლილებებს შორის იყო ისიც, რომ მაქსიმალური შემწეობა მინიჭებოდათ მათ, ვინც ოჯახის წევრი დაკარგა, იმის მიუხედავად, თუ რა ტერიტორიას აირჩევდნენ საცხოვრებელ ადგილას და ასევე, ეს ცვლილებები ითვალისწინებს სპეციალურ შემწეობებს 4 და მეტ სულიანი ოჯახებისთვის.
პეტროსიანმა განუცხადა OC Media-ს, რომ მისი წინადადებები ეფუძნება გამოხმაურებებს, რომელიც მან ინტერნეტით მიიღო და ასევე, დისკუსიებს ჯგუფებთან და ინდივიდებთან.
მან მთავრობა დაადანაშაულა იმაში, რომ ვერ ახერხებს საზოგადოებასთან კონსულტაციას და პროცესში არ ჩართო შესაბამისი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.
"ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს 2020 წლის [ომის] შემდეგ იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე. [ხელისუფლებას] თავიდან ბოლომდე მაინც უნდა გაევლო პროგრამა, მათთან ერთად. ისინი აუცილებლად გამოხატავდნენ მოსახლეობის უმრავლესობის შეხედულებას. რამდენადაც მე ვარ ინფორმირებული, ასეთი დისკუსია არ ყოფილა“, — განაცხადა მან.
შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სპიკერმა ზარუჰი მანუჩარიანმა განუცხადა OC Media-ს, რომ პროგრამა განიხილეს "დაინტერესებულ მხარეებთან“ მის დამტკიცებამდე და დევნილები მთიანი ყარაბაღიდან ბევრ დისკუსიაში მონაწილეობდნენ.
მან აღნიშნა, რომ შედეგად, პროგრამაში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა.
პრობლემები მარტოხელა ადამიანებისთვის
ჟურნალისტმა მთიანი ყარაბაღიდან, მარუტ ვანიანმა განაცხადა, რომ საცხოვრებელი სახლი კრიტიკული საკითხია მთიანი ყარაბაღიდან ბევრი ლტოლვილისთვის.
როგორც ვანიანმა OC Media-ს განუცხადა, მთავარი წუხილი იყო ის, რომ ერთჯერადი გადახდა არ იქნებოდა საკმარისი ბევრისთვის, მუდმივი საცხოვრებლის უზრუნველსაყოფად.
"რა თქმა უნდა, იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ოჯახში ბევრი წევრი ეყოლებათ; ვთქვათ, ეს არის 7-კაციანი ოჯახი და ყველა მათგანი მიიღებს 3 მილიონ დრამს (7700$), ისინი შეძლებენ ბინის ყიდვას, მაგრამ მე მარტო ვარ, რის ყიდვას შევძლებ 3 მილიონად?", — ამბობს ვანიანი.
ვანიანისთვის კიდევ ერთი შეშფოთების საგანია სომხეთის მოქალაქეობა, რაც ბევრ ლტოლვილს არ აქვს და განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი ემოციები აქვთ.
გარდა ამისა, მისი თქმით, ბევრს არ სურს იცხოვროს აზერბაიჯანის და ნახჭევანის საზღვრებთან ახლოს მდებარე სოფლებში, შესაძლო კონფლიქტის შიშით. მან, ასევე, აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღიდან წამოსული სომხების უმეტესობა ადრე ცხოვრობდა მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ სტეფანაკერტში, რის გამოც მათ უმეტესობას სოფელში ცხოვრების სურვილი არ ექნება.
კიდევ ერთი სადავო საკითხია ის, რომ არ არის მკაფიოდ ცნობილი, რა დროის განმავლობაში განხორციელდება პროგრამა. ვანიანის თქმით, ერთმა ადამიანმა მას უთხრა, რომ შიშობდა, რომ მას და მის ქალიშვილს მოუწევდათ ბინაში ქირით ყოფნა კიდევ 5 წლის განმავლობაში, ვიდრე მათი ჯერი დადგებოდა.
სამინისტროს სპიკერმა ზარუჰი მანუჩარიანმა განაცხადა, რომ მათ ჯერ არ გამოუქვეყნებიათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ, როგორ და როდის შეძლებს პროგრამისთვის მიმართონ.
"პროცედურა ჯერ არ არის დადასტურებული. ამ დროისთვის, პროგრამა წარდგენილი და დამტკიცებულია", — განაცხადა მან და აღნიშნა, რომ პროცედურა 15 ივნისისთვის გამოცხადდება.
პროგრამის დეტალების მიხედვით, ის სამ ეტაპად განხორციელდება, საბოლოო ეტაპი კი დაიწყება არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრისა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო
-
ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს" ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები" ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები"
გადახედვა
-
მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს
გადახედვა
-
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა
გადახედვა
-
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა
გადახედვა
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
-
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
-
საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
კომენტარები