ჩეჩნეთში კადიროვის მომხრის მანქანა დაწვეს — პოლიციამ დააკავა ეჭვმიტანილი, მასთან დაკავშირებული 90-მდე ადამიანი კი გაიტაცა
ფოტო: 1ADAT
უფლებადამცველთა ჯგუფი მემორიალი იტყობინება, რომ ჩეჩენმა სამართალდამცველებმა 80-90 ადამიანი გაიტაცეს მას შემდეგ, რაც ერთმა პირმა დაწვა კადიროვების სიმბოლოებით მორთული მანქანა.
ჯგუფის ინფორმაციით, გატაცებულები დაკავშირებულები იყვნენ კაცთან, რომელმაც დაწვა მანქანა, სანომრე ნიშნით Dustum — ამ სერიას ჯერ ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, ახლა კი — მისი შვილი, ადამ კადიროვი იყენებს.
ჩეჩნურმა ოპოზიციურმა ტელეგრამის არხმა 1ADAT, გააზიარა კადრები, რომლებიც, სავარაუდოდ, 6 მაისს მომხდარ ინციდენტს ასახავს. კადრების მიხედვით, კაცი სითხეს ასხამს მანქანას, სანომრე ნიშნით Dustum და შემდეგ ცეცხლს უკიდებს.
მანქანას გვერდითა კარებზე ეწერა K13, რაც "კომანდა 13-ს" ნიშნავს და ადამ კადიროვთან არის ასოცირებული.
"წარწერებს K13 და Dostum ატარებენ კადიროვის მონები, რომლებსაც სურთ ადამ კადიროვისთვის თავის მოწონება", — წერს 1ADAT.
ტელეგრამ არხი იტყობინება, რომ მამაკაცი, რომლის სახელი, მათი თქმით, საიფა-ისლამ ელმურზაევია, მომხდარის შემდეგ დააკავეს.
მემორიალშიც ვარაუდობენ, რომ მანქანის მფლობელს, ხელისუფლებისადმი ლოიალობის დემონსტრირება სურდა.
უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ჩაატარა გამოკითხვა თემებში, ადგილობრივი ტელეგრამ არხები გატაცებების შესახებ იტყობინებოდნენ და დაადგინა, რომ ჩეჩნეთის უსაფრთხოების ძალებმა, გავრცელებული ინფორმაციით, გაიტაცეს ელმურზაევის, დაახლოებით, 50 ნათესავი ურუს-მარტანის რაიონის სოფელ სტარიე ატაგიდან.
ასევე, ხელისუფლებამ გაიტაცა ორი მამაკაცი გუდერმესიდან და გროზნოდან, რადგან ეცვათ ისეთივე ქურთუკი, როგორიც ელმურზაევს, მანქანის დაწვის კადრებში.
მათ თქვეს, რომ ექვსი ადამიანი გაიტაცეს სოფელ გოისკოედან, მათ შორის, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც დაზიანებები მიიღო უკრაინაში ბრძოლის დროს. ის, გავრცელებული ინფორმაციით, გატაცების შემდეგ ფრონტზე დააბრუნეს.
ასევე, შალიდან გაიტაცეს 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაგან ოთხი დარჩა გროზნოს პოლიციის დეპარტამენტში, ხოლო დანარჩენები ქალაქში დააბრუნეს.
შალიდან დაკავებულთაგან ერთს ბრალი წაუყენეს იარაღის უკანონო შენახვაში, მეორე კი, გავრცელებული ინფორმაციით, მძევლად აიყვანეს. ხელისუფლება ითხოვს, ჩეჩნეთში დაბრუნდეს მათი ძმა, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს.
1ADAT-მა განაცხადა, რომ გატაცებულთაგან ერთი, 30 წლის შშმ მამაკაცი, რომელიც იდენტიფიცირებულია სახელით აბდულა, პატიმრობაში გარდაიცვალა. მათი თქმით, ხელისუფლებამ მამაკაცის ცხედარი ახლობლებს დაუბრუნა, რომლებმაც განაცხადეს, რომ მას წამების ნიშნები აღენიშნებოდა.
მამაკაცის ოჯახს განუცხადეს, რომ ის გულის უკმარისობით გარდაიცვალა.
"ახლა ჩეჩენი ხალხის მტრები აკონტროლებენ დაკრძალვის ცერემონიალს, რომ ვერავინ შეძლოს, ფოტო ან ვიდეო გადაუღოს აბდულას ცხედარს".
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები