ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საზღვაო აკადემიის სტუდენტები ადმინისტრაციას გაფიცვისკენ მოუწოდებენ
ფოტო: მთავარი არხი
მოკლედ: ბათუმის საზღვაო აკადემიის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები ბსუ-ში რუსულ კანონს აპროტესტებენ.
- ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.
დეტალები: "გამოდი" — სკანდირებენ სტუდენტები და ადმინისტრაციასა და სხვა სტუდენტებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ.
- სტუდენტებმა უნივერსიტეტის დერეფანში საქართველოს ჰიმნიც შეასრულეს.
- ბსუ-ში მოსვლამდე, საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს:
- "აუდიტორიებში არ შევალთ მანამ, სანამ კანონპროექტს არ გაიწვევენ, არა რუსულ კანონს! საქართველო და საზღვაო აკადემიის სტუდენტები ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ და ყველა ლექტორს მოგიწოდებთ, გამოდით!".
კონტექსტი: 11 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა უარი განაცხადა ლექციებზე დასწრებაზე, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება რუსულ კანონს უკან არ გაიწვევს.
- თსუ-ს სტუდენტებმა გაფიცვისკენ მოუწოდეს სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს და ლექტორებს.
- მოწოდების შემდეგ, გაფიცვას შეუერთდნენ 20-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტები და ასეულობით ლექტორი.
გაიგე მეტი: თსუ-ს 160-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი სტუდენტების გაფიცვას უერთდება
13 მაისის მონაცემებით, რუსული კანონის საწინააღმდეგოდ, საქართველოს 27 უნივერსიტეტის სტუდენტები არიან გაფიცულები. ესენია:
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- თბილისის სამხატვრო აკადემია;
- GIPA — საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი;
- საქართველოს უნივერსიტეტი;
- კავკასიის უნივერსიტეტი;
- GAU — ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი;
- ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი;
- სეუ — საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
- თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები;
- ალტე უნივერსიტეტი;
- სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი;
- გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი;
- საავიაციო უნივერსიტეტი;
- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი — IBSU;
- ევროპის უნივერსიტეტი;
- კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი — CIU
- სამცხე ჯავახეთის-სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
- უნივერსიტეტი ალტერბრიჯი;
- საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი;
- ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
- აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი.
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
კომენტარები