15 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით, 134 დაკავებული პირის შესახებ შემოვიდა შეტყობინება — საია
ფოტო: მაიკო გაგუა / On.ge
მოკლედ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ 15 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით, არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიან ცხელ ხაზზე, 134 დაკავებული პირის შესახებ შემოვიდა შეტყობინება.
- ყველა მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე დააკავეს.
დეტალები: საიას მიხედვით, დაკავებულების იზოლატორებში ძებნის და მათთან გასაუბრების დროს, რამდენიმე პრობლემა გამოიკვეთა.
- დაკავებულების ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის დროულად მიღების პრობლემა: მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეს დაკავებისთანავე აქვს უფლება, საკუთარი ადგილსამყოფლის შესახებ აცნობოს ოჯახს/ადვოკატს, დაკავებულების უმეტესობას ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა:
- "ადვოკატებს მთელი ღამის განმავლობაში უწევდათ დაკავებულების ძებნა. ხშირად, მათი ადგილსამყოფლის დადგენა მხოლოდ სხვადასხვა იზოლატორებში, მათ შორის, თბილისის გარეთ (თელავი, მცხეთა, დუშეთი, გორი, ხაშური) არსებულ იზოლატორებში, ადგილზე ვიზიტის შემდეგ ხერხდებოდა".
- დაკავების ვადის დაუსაბუთებელი გახანგრძლივება: საია წერს, რომ ადმინისტრაციული დაკავება უმეტესად მაქსიმალური, 48 საათის ვადით, შაბლონური დასაბუთების საფუძველზე გაგრძელდა.
- დაკავების გახანგრძლივება საჭირო იყო დამატებითი მტკიცებულებების მოსაპოვებლად, თუმცა, სასამართლოში საქმის განხილვის ფარგლებში იკვეთებოდა, რომ ამ პერიოდში, არანაირი დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება არ ხდებოდა:
- "უფრო მეტიც, უმეტესად 48-საათიანი დაკავების შემდეგ სამართალდამცავმა უწყებამ დაკავებულები სასამართლოში არც კი მიიყვანა. ამ დრომდე საქმეთა უმეტესობა სასამართლოში არაა წარდგენილი".
- დაკავებისას სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტება: მოქალაქეები, დაკავების დროს, სამართალდამცავების მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე მიუთითებენ.
- რამდენიმე მათგანს, დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე, სამედიცინო დაწესებულებაში მოუწია მკურნალობა. დაკავებულთა უმეტესობას აღენიშნებოდა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები, რომლებიც, მათივე განმარტებით, სამართალდამცავებმა მიაყენეს დაკავების დროს.
- საია წერს, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, ინფორმაცია მიეწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც.
- არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი, ამ ეტაპზე 30-მდე დაზარალებულს იცავს.
- საქმეების განხილვა სასამართლოში: საიას ინფორმაციით, პირველი ინსტანციის სასამართლოში დასრულდა 12 საქმის განხილვა. სასამართლომ ყველა პირი მიიჩნია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და მათ მიმართ გამოიყენა საკმაოდ მკაცრი სანქციები, კერძოდ
- ერთ პირს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა (5 დღის ვადით), ხოლო სხვა პირებს 2000 ლარიდან 2600 ლარამდე ოდენობის ჯარიმები შეეფარდათ.
- მხოლოდ ერთ პირს მიეცა სიტყვიერი შენიშვნა. ჯარიმების საერთო რაოდენობა ამ დროისათვის შეადგენს - 20 700 ლარს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, მოსამართლეები, ძირითადად, ყოველგვარი ობიექტური მტკიცებულების გარეშე, იღებდნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების სამართალდამრღვევად ცნობის გადაწყვეტილებებს.
ბოლო ხაზი: სამართლებრივი დახმარების ქსელის წევრი ორგანიზაციები არიან:
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI), სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC),
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), უფლებები საქართველო (RG), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED),
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC), დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI), ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF).
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები