ომბუდსმენი

1 May. 2024, 13:04

30 აპრილის ღამიდან მოყოლებული, სახალხო დამცველი და მისი რწმუნებულები ადგენენ დაკავებულთა ადგილმდებარეობას და ხვდებიან აქციის მონაწილეებს. ამ დროისთვის, თბილისში დიღმისა და ავჭალის, ასევე, ზუგდიდის დროებითი მოთავსების იზოლატორებში უკვე მოინახულეს 22 ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი და ასევე, კლინიკაში მყოფი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის წევრი სოფო ჯაფარიძე. რწმუნებულები ამ დროისთვისაც განაგრძობენ დაკავებულთა მონახულებას, მათ შორის მუნიციპალიტეტებში.

ამ დრომდე ყველა იმ პირზე, ვინც მიუთითა არასათანადო მოპყრობაზე/ძალის გადამეტებაზე, ინფორმაცია მიეწოდება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

შეგახსენებთ, რომ უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში.

სახალხო დამცველის აპარატი პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას განხორციელებული ვიზიტებისა და შედეგების შესახებ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  2. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე

ყველა ოთახს თავისი დანიშნულება აქვს, თუმცა იშვიათია სივრცე, რომელიც დღის განმავლობაში იმდენ სხვადასხვა როლს ითავსებს,…