5 წელი ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობისთვის — USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის შედეგების შეჯამება
ფოტო: USAI
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა იყო საქართველოს ეკონომიკური ზრდის და ცვლილებების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ეკონომიკის სექტორების მდგრადობასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე.
პროგრამა 2019 წელს დაიწყო და თავიდანვე მისი მიზანი შერჩეულ სექტორებში სამუშაო ადგილების შექმნა, შემოსავლების ზრდის უზრუნველყოფა და გაყიდვების სტიმულირება იყო. სიღრმისეული კვლევების შედეგად ხუთი პრიორიტეტული სექტორი შეირჩა. ესენია:
- ტურიზმი
- შემოქმედებითი ინდუსტრიები
- მყარი ნარჩენების მართვა
- გაზიარებული ინტელექტუალური სერვისები
- მსუბუქი მრეწველობა
პროგრამის მისია პრიორიტეტულ სექტორებში პროდუქტიულობის ხელშეწყობას წარმოადგენდა, რასაც USAID ტექნიკური დახმარების და საგრანტო მექანიზმებით უზრუნველყოფდა.
ამ მხარდაჭერამ პოზიტიური გავლენა იქონია მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებაზე, კვალიფიციური სამუშაო ძალის მხარდაჭერასა და სახელმწიფო და კერძო სექტორების თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის განხორციელების ფარგლებში, თითოეული სექტორის წახალისების მიზნით, არაერთი ინიციატივა განხორციელდა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობაც შედგა, რამაც განაპირობა ქვეყნის ეკონომიკის მეტად განვითარება. მაგალითად:
- გაყიდვები გაიზარდა $65 მილიონით;
- შეიქმნა 5000-მდე ახალი სამუშაო ადგილი;
- შედგა 35 სტრატეგიული პარტნიორობა.
სწორი პარტნიორობების დახმარებით, საჯარო და კერძო სექტორის ჩართულობითა და ინდივიდუალური მიდგომებისა და მექანიზმების ინტეგრირებით, სამიზნე სექტორები პროგრამის ფარგლებში საგრძნობლად განვითარდა. მნიშვნელოვანი მიღწევები კი ასე გამოიყურება:
- ტურიზმის სექტორი — $25 მილიონი, შექმნილი სამუშაო ადგილი — 1500;
- მსუბუქი მრეწველობის სექტორი — $19 მილიონი, შექმნილი სამუშაო ადგილი — 1600;
- საერთო ინტელექტუალური სერვისების სექტორი — $15 მილიონი, შექმნილი სამუშაო ადგილი — 1400;
- კრეატიული ინდუსტრიების სექტორი — $5 მილიონი, შექმნილი სამუშაო ადგილი — 320;
- მყარი ნარჩენების მართვის სექტორი — $1 მილიონი, შექმნილი სამუშაო ადგილი — 80.
პროგრამის ხელმძღვანელი, მარიკა შიოშვილი, ამბობს, რომ აღნიშნულმა პროგრამამ ხელი შეუწყო საქართველოში ახალი ეკონომიკური მაჩვენებლების და მიმართულებების ზრდას. მაგალითად, ელექტრონული კომერცია ბიზნესებს სერვისების გაციფრულების გზით გაყიდვების სტიმულირებაში დაეხმარა.
პროგრამის ფარგლებში ინტეგრირებული თანამედროვე მიდგომების და მექანიზმების დახმარებით, ქართული ბიზნესი გახდა გაცილებით უფრო მდგრადი და კონკურენტუნარიანი ადგილობრივ და გლობალურ ბაზრებზე.
ამ პროგრამის დამსახურებაა ისიც, რომ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტთან თანამშრომლობით, ასევე კერძო სექტორის და სხვა დაინტერესებულ მხარეების ჩართულობით, შემუშავდა კანონმდებლობა მეკობრეობის წინააღმდეგ და შეიქმნა პირველი ლიცენზირებული ონლაინ სტრიმინგის პლატფორმა Cavea+.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა შემოქმედებითი სფეროს ბიზნესებს მსხვილ ჰოლივუდის სტუდიებთან მნიშვნელოვანი შეთანხმებების მიღწევაში დაეხმარა. ამას გარდა, პროგრამამ ტურიზმის მარკეტინგის მიმართულებით ადგილობრივ ბაზარზე სხვადასხვა ინოვაციური მიდგომის ინტეგრირება შეძლო, რაც ქვეყანაში მაღალი მხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვის და დაინტერესების მიზნით ციფრული სამოგზაურო კამპანიების განხორციელებას გულისხმობდა.
მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ მყარი ნარჩენების მართვის პროექტებიც, რომლებიც ხორციელდებოდა პლასტმასის, მინის და სახიფათო ნარჩენების შემცირების და რეციკლირების მიზნით. პროგრამის ფარგლებში USAID-მა 15-მდე ქართულ ბიზნესს დაუჭირა მხარი, დაეცვათ ხარისხის და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები და გამხდარიყვნენ ხილვადები გლობალურ ბაზარზე.
ამასთან, მარიკა შიოშვილის თქმით, პროგრამის დახმარებით საქართველო სხვადასხვა სექტორში ინვესტირებისთვის მიმზიდველი ქვეყანა გახდა, სადაც მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს.
აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამამ უდიდესი შრომა და განვითარებაზე ორიენტირებული ინტერვენციები განახორციელა, რომელმაც 5 წლიანი განხორცილების ვადაში 2200-მდე კომპანიასთან თუ ბიზნესთან თანამშრომლობა მოიცვა.
2024 წლის 12 მარტს აშშ-ის ელჩი რობინ ლ. დანიგანი და ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი შეუერთდნენ მთავრობისა და კერძო სექტორის სხვადასხვა ლიდერებს და მათთან ერთად USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებაზე საქართველოს ეკონომიკის სტიმულირების გრძელვადიანი და ღირებული თანამშრომლობა აღნიშნეს.
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა 5 წლის განმავლობაში წარმატებით მუშაობდა პრიორიტეტული სექტორების განვითარებაზე.
USAID ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისა და საერთო კეთილდღეობის მიღწევის მიზნით საქართველოს მხარდაჭერას კვლავ აგრძელებს.
-
როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის
გადახედვა
-
მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს
გადახედვა
-
ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ
გადახედვა
-
როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს
-
ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება
გადახედვა
-
თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს
გადახედვა
-
თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით
გადახედვა
-
ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა
გადახედვა
-
როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია? როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია?
გადახედვა
-
10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას 10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას
გადახედვა
-
სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში
გადახედვა
-
ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა
-
ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე
გადახედვა
-
JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა
გადახედვა
-
ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ
გადახედვა
-
Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES
გადახედვა
-
ჯოან როულინგი HBO-ს ჰარი პოტერის პირველ ტრეილერს გამოეხმაურა ჯოან როულინგი HBO-ს ჰარი პოტერის პირველ ტრეილერს გამოეხმაურა
გადახედვა
კომენტარები