მშვენიერაძე: პრეზიდენტმა კანონს იმ ნაწილში არ დაადო ვეტო, რომლის გამოც ის მიიღეს
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის გამგეობის წევრი, გიორგი მშვენიერაძე განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებები სწორედ იმიტომ შეიტანეს, რომ ყველა იმ საქმეზე, სადაც ხელისუფლება კონსტიტუციური მართლმსაჯულების აღსრულებას უფრთხის, მოსამართლეებისთვის ის უფლება მიენიჭებინათ, რომელიც რუსთავი 2-ის საქმის სარჩელების პლენუმისადმი გადაცემაში გამოიხატა:
"ეს იქნება რუსთავი 2-ის, გიგი უგულავას თუ კაბელების საქმე. მიიღეს კანონი ამ მიზნით, შემდეგ ამ მიზნით გაურიგდნენ პრეზიდენტს და პრეზიდენტმა ამ ნაწილში არ დაადო კანონს ვეტო, ხოლო მოგვიანებით აღსრულდა ეს კანონი ისე, რის გამოც მიიღეს. კერძოდ, ამ საქმეებზე მინიმუმ რამდენიმე დღით მაინც გაიწელება სამართალწარმოება".
საიას იურისტი, გიორგი გოცირიძე კი ამბობს, რომ ცვლილებები კანონში სწორედ იმიტომ მიიღეს, რომ საქმეზე გადაწყვეტილება "სათათბირო ოთახიდან გაიტანონ":
"ასე ვთქვათ, ერთა კონკრეტულმა მოსამართლემ საქმეზე გადაწყვეტილების მიღება გაწელოს, რამაც შეიძლება რუსთავი 2-ის ინტერესებს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს იმიტომ, რომ სააპელაციო სასამართლოც შეუძლია გადაწყვეტილების მისაღებად".
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მერაბ ტურავამ რუსთავი 2-ის საქმის სარჩელების განხილვის მოთხოვნით პლენუმს, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 7 ივნისს, მიმართა:
"მივმართავ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ისა და შპს ტელეკომპანია საქართველოს ზოგიერთი სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიიდან პლენუმისთვის გადაცემის და პლენუმის მიერ განხილვის თაობაზე".
აღსანიშნავია, რომ გიგი უგულავას საქმის 7 ივნისს დანიშნული სასამართლოს სხდომაც სწორედ საქმის სარჩელის პლენუმისადმი გადაცემის მიზეზით გადაიდო.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საშუალება მოსამართლეებს მას შემდეგ მიეცათ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შევიდა ერთ-ერთი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ერთ მოსამართლეს შეუძლია კოლეგიაში საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე საქმე პლენუმს გადასცეს განსახილველად.
-
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო
-
ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს" ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები" ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები"
გადახედვა
-
მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა
გადახედვა
-
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა
გადახედვა
-
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა
გადახედვა
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
-
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
-
ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
კომენტარები