ისრაელში საქართველოდან დაავადებული კვერცხუჯრედები ჩაიტანეს — რა ვიცით საქმეზე, რომელსაც საქართველოს პროკურატურაც იძიებს
ფოტო: iStock / Getty Images
რა ხდება: საქართველოს პროკურატურის და ისრაელის სამართალდამცავთა ერთობლივი მონაწილეობით, ბათუმში მდებარე ხელოვნური განაყოფიერების, დონაციის და სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდა.
- პროკურატურის ინფორმაციით, შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ ისრაელიდან შემოვიდა.
დეტალები: სამართალდამცველებმა სამედიცინო კლინიკიდან დოკუმენტაცია და ელექტრონული ინფორმაცია ამოიღეს.
- "ამ ეტაპზე, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები გრძელდება, მათ შორის დაგეგმილია საქართველოს და ისრაელის მოქალაქეების მოწმის სახით გამოკითხვა", — წერია პროკურატურის განცხადებაში.
რა არის ცნობილი საქმეზე: ისრაელური მედია წერს, რომ ისრაელში საქართველოდან შეიტანეს განაყოფიერებული კვერცხუჯრედები. ემბრიონები შეიცავდნენ ჰემოფილია B-ის გენს.
- მედია წერს, რომ გამოძიება ისრაელის პოლიციამ და ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე თვის წინ დაიწყეს.
- გამოძიებამ, რომელიც თელ-ავივში მიმდინარეობდა, გამოავლინა, რომ ინ ვიტრო განაყოფიერების ორი კლინიკის თანამშრომლებმა, გენეტიკური დაავადების მატარებელი ემბრიონები საქართველოდან შეიტანეს.
- მათ, სავარაუდოდ, ამის შესახებ იცოდნენ, თუმცა მაინც გადაიტანეს რამდენიმე ისრაელელი ქალის საშვილოსნოში.
- საქმეზე ორი ექიმია დაკავებული.
- თუ რომელი კლინიკები იყო ჩართული თაღლითობაში, საჯაროდ არ დაუსახელებიათ.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორშაბათს, 18 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქმე სამინისტროში შიდა გამოძიებით დაიწყო, როდესაც მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დონორის კვერცხუჯრედები, რომლებიც ატარებენ ჰემოფილია B-ს გენეტიკური მუტაციას, განაყოფიერდნენ საქართველოში, კლინიკა BIRTH-ში და შემდეგ ისრაელში შეიტანეს.
- ჰემოფილიით დაავადებულ ადამიანებში სისხლდენის შეჩერება დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხერხდება. საშიში სისხლდენა შეიძლება განვითარდეს შინაგანად, სახსრებსა და კუნთებში, ან გარეგანად, მცირე ჭრილობების, სტომატოლოგიური პროცედურების, ტრავმის ან ქირურგიული ჩარევის შედეგად.
მედიის ინფორმაციით, დაავადებული ემბრიონების შესახებ იცოდნენ საქართველოს კლინიკაში მომუშავე ექიმებმაც.
- ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა ბრძანება, ქართული კლინიკიდან განაყოფიერებული კვერცხუჯრედების იმპორტის დაუყოვნებლივ შეჩერების შესახებ.
ბოლო ხაზი: ებრაული მედიის ცნობით, ამ დრომდე ოფიციალური საჩივარი პოლიციაში ოთხმა ქალმა შეიტანა, მათ შორის ერთმა ჰემოფილიით დაავადებული ბავშვი გააჩინა, და მეორემ კი ორსულობის 20 კვირის ვადაზე იმშობიარა, ბავშვი გარდაცვლილი იყო.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები