ინტიმური სცენების კოორდინატორებს სცენების თანხმობის გარეშე განხილვა აეკრძალათ
ფოტო: Lionsgate
კინომსახიობთა გილდიის ახალი პროტოკოლის მიხედვით, ინტიმური სცენების კოორდინატორებს მსახიობების თანხმობის გარეშე ამ სცენების გადაღების პროცესის საჯაროდ განხილვა ეკრძალებათ.
მათ პროტოკოლი მას შემდეგ გაამკაცრეს, რაც ჯენა ორტეგას ფილმ Miller's Girl-ის ინტიმური სცენების კოორდინატორმა მსახიობის გამოცდილებაზე მედიასთან ისაუბრა.
Miller’s Girl-ში 21 წლის ჯენა ორტეგა 18 წლის მოსწავლის როლს თამაშობს, რომელიც მასწავლებელთან სასიყვარულო ურთიერთობას იწყებს. ფილმში მასწავლებლის პერსონაჟს 52 წლის მარტინ ფრიმენი განასახიერებს.
ფილმი სოციალური ქსელების მომხმარებლებმა გამოსვლისთანავე გააკრიტიკეს, ამის მიზეზი კი ისაა, რომ ჯენა ორტეგა 30 წლით უფროს მსახიობთან ინტიმური სცენებში მონაწილეობს.
კრიტიკას ფილმის ინტიმური სცენების კოორდინატორი, კრისტინა არჯორა, გამოეხმაურა. კოორდინატორის თქმით, ჯენა ორტეგა დარწმუნებული იყო იმაში, რომ ინტიმური სცენების გადაღებაში მონაწილეობა სურდა და გადაღებების პროცესმაც შეთანხმების შესაბამისად ჩაიარა.
კინომსახიობთა გილდიამ პროტოკოლი ამ ინტერვიუდან რამდენიმე დღეში გაამკაცრა. მათი თქმით, კოორდინატორს ინტიმური სცენების განხილვა არამხოლოდ გადაღების პროცესში, არამედ ფილმის გამოსვლის შემდეგაც ეკრძალება და დეტალების საჯაროდ გაზიარება მხოლოდ მსახიობის თანხმობის შემთხვევაში აქვს. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში ის კინომსახიობთა გილდიის ინტიმური სცენების კოორდინატორთა სიიდან ამოიშლება და მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყება.
"ინტიმური სცენების კოორდინატორი გადასაღებ მოედანზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმაში, რომ მუშაობისას მსახიობებმა თავი დაცულად, კომფორტულად და თავდაჯერებულად იგრძნონ.
ინტიმური სცენების კოორდინატორებმა უნდა დაიცვან მსახიობების კონფიდენციალურობა და ამ სცენების გადაღების პროცესზე მათი ნებართვის გარეშე საჯაროდ არ უნდა ისაუბრონ. ამ დეტალების გასაჯაროება თანხმობის გარეშე დაუშვებელია", — აცხადებს გილდია.
Miller’s Girl-ის ინტიმური სცენების კოორდინატორმა ინტერვიუში გადაღების პროცესზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიშიშვლის დონე და ინტიმური სცენებში დისტანცია მსახიობებთან წინასწარ იყო შეთანხმებული. გარდა ამისა, პრემიერამდე ფილმის ინტიმურ სცენებს საცდელ აუდიტორიას აჩვენებდნენ, რათა მაყურებელთა აზრიც წინასწარ სცოდნოდათ.
"ინტიმური სცენების დაგეგმვასა და გადაღებაში ბევრი ადამიანი იყო ჩართული, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ჯენა ორტეგა თავს კომფორტულად გრძნობდა. გადაღებების პროცესში მსახიობებს აზრს ხშირად ვეკითხებოდით და მათი მოთხოვნების შესაბამისად ვმოქმედებდით", — ამბობს კრისტინა არჯორა.
არჯორას კომპანია Lionsgate-თან, რომელიც ფილმზე მუშაობდა, ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, რომლის მიხედვითაც, მუშაობის პროცესზე საჯაროდ საუბარი ეკრძალებოდა.
კინომსახიობთა გილდია დიდი ხანია მსჯელობს ინტიმური სცენების კოორდინატორის როლზე. მათ 2022 წელს შემოიღეს პროგრამა, რომლის გავლის შემდეგად ადამიანები ინტიმური სცენების აკრედიტირებული კოორდინატორები ხდებიან, თუმცა აკრედიტაციის გადაწყვეტილებას გილდია სხვა ორგანიზაციებთან შეთანხმებით იღებს. ამჟამად კინომსახიობთა გილდიაში 77 აკრედიტირებული კოორდინატორია დარეგისტირირებული.
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
კომენტარები