პრეზიდენტი, მიუნხენის კონფერენციის შემდეგ, ბერლინში "კინო მშვიდობისთვის" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
მოკლედ: საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგ, ბერლინში გაემგზავრა, სადაც 20 თებერვალს მონაწილეობა მიიღო კინო მშვიდობისთვის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.
- ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
დეტალები: ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებაზე, უკრაინის თავისუფლებაში შეტანილი წვლილისათვის, მშვიდობიანი მოსახლეობისა და ბავშვთა დაცვაში ჰუმანიტარული წვლილის შეტანისთვის, კინო მშვიდობისთვის ჯილდო გადაეცათ რომის პაპს, გაერო-ს ყოფილ გენერალურ მდივანს — ბან კი მუნსა და ამერიკის ყოფილ სახელმწიფო მდივანს — ჰილარი კლინტონს.
- საქართველოს პრეზიდენტმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
რაზე ისაუბრა სალომე ზურაბიშვილმა:
- საქართველოს და რუსეთის ურთიერთობაზე: პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მშვიდობა, დემოკრატია და თავისუფლება დღესაც "სასწორზე დევს და გამოწვევის წინაშეა", მისი თქმით, ეს გამოწვევები საქართველოზე კარგად ცოტა ქვეყანამ თუ იცის. "ზუსტად 103 წლის წინ, 1921 წლის 19 თებერვალს, ახალგაზრდა გოგონა მარო მაყაშვილი საქართველოში შემოჭრილი რუსეთის მე-11 არმიისათვის წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპა — რუსეთსა და დამოუკიდებელ საქართველოს შორის ხელშეკრულების ხელმოწერიდან, სულ რაღაც, ცხრა თვის შემდეგ".
- პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო წინ უსწრებდა დროს, იყო სუვერენული სახელმწიფო და ქალების მიერ ხმის მიცემისა და ქალის არჩევის უფლებები სათანადოდ იყო აღიარებული.
- გარდა ამისა, პრეზიდენტმა გაიხსენა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის 70 წელი, რომელიც "ანადგურებდა ინტელექტუალურ და კულტურულ ელიტას, ცდილობდა, მოესპო თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა, მაგრამ ამაოდ".
- მისივე თქმით, "რუსეთის მხრიდან მეორე აგრესია" საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოს ნაწილების დე ფაქტო ოკუპაციისას განხორციელდა, რასაც, მისი შეფასებით, "გაყინული კონფლიქტების არასწორი ინტერპრეტაცია ჰქონდა".
- "2008 წელს მესამე შემოჭრამ რუსეთს ოკუპაციის კონსოლიდირებისა და ოკუპირებული ტერიტორიების რუსიფიკაციისკენ გაუხსნა გზა". — თქვა პრეზიდენტმა. მან აღნიშნა, რომ მსგავსი ისტორიები აქვს უკრაინას, მოლდოვას, რუსეთის თითქმის ყველა მეზობელ ქვეყანას და უკვე გამქრალ პატარა კავკასიურ სახელმწიფოებსა და ენებს.
- "მათ საკუთარ ხორცსა და სისხლზე გამოცადეს, რას ნიშნავს იყო იმ ქვეყნის მეზობელი, რომელმაც არ იცის თავისი საზღვრები, რომელიც არ ცნობს და პატივს არ სცემს სხვის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, არ ცნობს ყველაფერზე მაღლა მდგომ ღირებულებებს — ადამიანის სიცოცხლესა და ღირსებას".
- დემოკრატია: პრეზიდენტის თქმით, მართალია, დემოკრატია მოითხოვს დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, მიუკერძოებელ სასამართლოს, ძალაუფლების ბალანსს, უმცირესობების პატივისცემას, მაგრამ, მისი შეფასებით, ეს ყველაფერი მხოლოდ მთავარი მიზნის მისაღწევი საშუალებებია, მთავარი მიზანი კი — ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და თავისუფლებაა.
- "დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველანი ერთად დავდგებით თუ და როდესაც კაცობრიობის წაშლის საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით. სწორედ ეს გააკეთა მარო მაყაშვილმა იმ დღეს", — თქვა პრეზიდენტმა.
- კინო მშვიდობისთვის: ზურაბიშვილის თქმით, ეს ფორუმი და კინო მშვიდობისთვის საერთო ღირებულებას, ადამიანის სიცოცხლეს და ღირსებას ემსახურება. "ამას ემსახურება და ეს მისია აქვს რომის პაპს ფრანცისკეს, რასაც საქართველოს პატრიარქსა და მსოფლიოს ყველა რელიგიურ ლიდერთან ერთად იზიარებს".
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია


კომენტარები