"იქ, სადაც სახლია" — აფხაზეთიდან დევნილებზე გადაღებული ფილმის პრემიერა აშშ-ში შედგა
ფოტო: Antares Films
იანვრის თვეში, აშშ-ში, იუტის შტატის ქალაქმა პარკ-სიტიმ სლემდენსის ყოველწლიურ კინოფესტივალს უმასპინძლა. წლევანდელ ღონისძიებაზე ქართული დოკუმენტური ფილმის, იქ, სადაც სახლია, პრემიერა შედგა. რეჟისორ გიორგი ქველიძის სადებიუტო სრულმეტრაჟიანმა ნამუშევარმა, რომელიც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებზე გვიყვება, ფესტივალზე დამსწრე კინოკრიტიკოსებისგან მოწონება დაიმსახურა.
ერთსაათიან დოკუმენტურ ფილმს ორი მთავარი გმირი ჰყავს: აფხაზეთიდან დევნილი და წყალტუბოს ყოფილ სანატორიუმში მცხოვრები 80 წლის იამზე და წყალტუბოში დაბადებული 12 წლის ნიკუშა "ჰაიკო" ბერულავა. იამზეს ერთი შვილი აფხაზეთის ომში დაეღუპა, მეორე შვილი კი საბერძნეთში ცხოვრობს. ოჯახის სარჩენად ემიგრაციაშია წასული ნიკუშას დედაც, რომელიც 13 წლის ასაკში იქცა დევნილად, დღეს კი თურქეთიდან ყოველდღე ურეკავს შვილს და იმედი აქვს, რომ მას მალე ნახავს. იამზე და ნიკუშა, წყალტუბოში მყოფი ყველა დევნილის მსგავსად, უკეთესი საცხოვრებელი პირობების მოლოდინში არიან.
"ამ ფილმის იდეა მაშინ გამიჩნდა, როცა დავინახე, საბჭოთა პერიოდის სანატორიუმებით გარშემორტყმულ ეზოში, მინის ნამსხვრევებით დაფარულ მოედანზე, როგორ თამაშობდნენ ბურთს ბავშვები", — აღნიშნავს ქველიძე.
"ომი წარუშლელ კვალს ტოვებს ადამიანებზე და ეს ექო ათობით წლის შემდეგაც ისმინება მათ ხმებში, შესამჩნევია მათ თვალებში. ფილმში ნაჩვენებია ორი თაობა: იამზე, რომელსაც პირდაპირ შეეხო ომი, მას შეუძლია ყველაფერი გვიამბოს კონფლიქტსა და მის შედეგებზე. მაშინ, როდესაც ნიკუშამ ბევრი არაფერი იცის სოხუმზე, იქ ნამყოფიც კი არაა, მაგრამ ეს ომი მისი ნაწილია. სწორედ ესაა ომის სისასტიკე, ხშირად ის რამდენიმე თაობის ცხოვრებას განსაზღვრავს".
როგორც ფილმის აღწერიდან ვიგებთ, ნამუშევარში ასევე ნაჩვენებია "სანატორიუმების ღრმა ტრანსფორმაცია: როგორ გადაიქცა ჯანმრთელობისა და ფუფუნების ადგილი გადარჩენის სიმბოლოდ".
"ფილმის განმავლობაში მაყურებელი ნახავს საათს კედლებზე — იმის შესახსენებლად, რომ ისრების მოძრაობის მიუხედავად, ჯერ არაფერი შეცვლილა", — ამატებს რეჟისორი.
"ქველიძის ნამუშევარი ახერხებს, ერთდროულად იყოს გულწრფელი, უცნაურად მშვენიერი და ცოტათი მელანქოლიურიც", — ასე აფასებს ფილმს კინოკრიტიკოსი პიტერ ვონგი.
აღსანიშნავია, რომ იქ, სადაც სახლია ნაჩვენები იქნება კიდევ ერთ პრესტიჟულ ამერიკულ კინოღონისძიებაზე, ბიგ სქაის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე.
გიორგი ქველიძე საქართველოდან ნიუ-იორკში საცხოვრებლად და კინოკარიერის დასაწყებად 2015 წელს გადავიდა. ფილმამდე იქ, სადაც სახლია, მას გადაღებული აქვს ოთხნაწილიანი დოკუმენტური ნამუშევარი მე და ევროპა.
ასევე იხილეთ:
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
კომენტარები