მერია მეორედ გაუხანგრძლივებს კონტრაქტს "ოცნების" შემომწირველ კომპანიას, ავლაბრის მეტროს რეაბილიტაციის მიზნით
მოკლედ: 2024 წლის მარტში, თბილისის სატრანსპორტო კომპანია უკვე მეორედ გაუხანგრძლივებს ხელშეკრულებას მეტრო ავლაბრის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ კომპანიას, შპს ბადა ქონთრაქშენს.
- ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ეს კომპანია პარტია ქართული ოცნების შემომწირველია.
- საჯარო რეესტრისა და პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის მონაცემებითაც დასტურდება, რომ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ბაჩანა ადამიაა, რომელმაც 2014 წელს მმართველ პარტიას 60 000 ლარი შესწირა.
აღსანიშნავია, რომ ბაჩანა ადამიას ბადა გრუპს სახელმწიფოსგან 19 გამარტივებული შესყიდვა აქვს გაფორმებული. ხელშეკრულებების საერთო ღირებულება არის ¢ 4,208,014.26
- ასევე, ბადა გრუპს სახელმწიფოს 9 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, აქედან 3 ტენდერი მოიგო, 3 წააგო, ხოლო — 3 ტენდერი არ შედგა.
დეტალები: On.ge ეცადა გაერკვია, თუ რა ვადით გახანგრძლივდება კონტრაქტი ამ კომპანიასთან და რა პირობებით, თუმცა, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თქმით, ეს ჯერ უცნობია.
- "ვერ გეტყვით, კონკრეტულად, რა ვადით გახანგრძლივდება კომპანიასთან ხელშეკრულება. მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ავლაბრის და ვარკეთილის მეტროსადგურების რეაბილიტაციის დასრულება 2024 წლის ზაფხულის ბოლოს იგეგმება", — გვითხრეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
სტრიქონებს შორის: 2022 წლის 19 ივლისს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მეტროსადგურ ავლაბრის ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციისა და კაპიტალური სარემონტო სამუშაოებისთვის, პირდაპირი წესით გააფორმა ხელშეკრულება ბადა ქონსთრაქშენთან.
- თავდაპირველად, ხელშეკრულება ძალაში იყო 2023 წლის 15 ივლისამდე.
- საგულისხმოა, რომ მერიამ 2023 წლის 14 ივლისს კომპანიასთან დამატებით გააგრძელა ხელშეკრულების ვადა კიდევ 8 თვით — 2024 წლის 15 მარტამდე.
რატომ გაუხანგრძლივეს კომპანიას კონტრაქტის ვადა: მერის ინფორმაციით, მეტრო ავლაბრის რეაბილიტაციის თავდაპირველ პროექტში ცვლილებები შევიდა, რადგან "ვესტიბიულის დემონტაჟი განხორციელდა, რომელიც ძალიან მძიმე, ავარიულ მდგომარეობაში იყო".
- თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თქმით, კომპანიასთან ხელშეკრულების ვადის გახანგრძლივება სწორედ ამ მიზეზით მოხდა და ვადაგადაცილებას ადგილი არ ჰქონია.
ბოლო ხაზი: On.ge-მ ასევე გაარკვია, რომ ვარკეთილის და ავლაბრის მეტროსადგურები, რეაბილიტაციის პროცესის დროს, არ დაიკეტება.
გაიგე მეტი: როგორ გამოიყურება მეტროსადგურები, რომელთა რეაბილიტაციის დასრულებას კალაძე ზაფხულის ბოლომდე გვპირდება
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია

კომენტარები