კომპანია Roommate სტუდენტების საცხოვრებლებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ცდილობს
ფოტო: თიბისი
კომპანია Roommate Impact Hub პრე-აქსელერატორის ფინალისტი სტარტაპია, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ბინის მაძიებელ ადამიანებს და ეხმარება მათ ოთახის მეზობლების პოვნაში. მეორე მხრივ კი, ბინის მეპატრონეებს ბინის გაქირავების პროცესს უმარტივებს.
სტარტაპი ერთი წლის წინ შეიქმნა. ის სტუდენტებზე იყო ორიენტირებული და მიზნად ისახავდა, დახმარებოდა მათ, ეპოვათ ერთმანეთი და გამხდარიყვნენ ოთახის მეზობლები ბინის ქირის გაყოფის მიზნით.
სტუდენტებისთვის ბინების ძებნის პროცესში გაირკვა, რომ ბინების მეპატრონეები არ ენდობოდნენ სტუდენტებს და არ სურდათ მათთვის ბინების მიქირავება ორი მიზეზის გამო - ერთი მხრივ სტუდენტებს არასანდო გადამხდელებად მიიჩნევდნენ, მეორე მხრივ კი, ჰქონდათ შიში, რომ სტუდენტები ბინას დააზიანებდნენ. ეს ცხადია, უფრო ართულებდა სტუდენტებისთვის ბინების პოვნის პროცესს.
ამ პრობლემის მოგვარება Roommate-მა ბინების მეპატრონეებთან აქტიური მოლაპარაკებებით გადაწყვიტა:
"ბინის მეპატრონეების პრობლემის სიღრმისეულად შესწავლის შემდეგ კითხვა ასე დავსვით — რა ღირებულებები უნდა შევუქმნათ ბინის მეპატრონეებს, რომ ბინები სტუდენტებზე თავისუფლად გააქირაონ? მათთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, შეთანხმებას მივაღწიეთ: ისინი ბინას უშუალოდ ჩვენ გვაბარებენ, ჩვენ ვაქირავებთ მას რამდენიმე სტუდენტზე, რომელთაგანაც ერთს აქვს ე.წ. ლიდერის როლი. ლიდერი ზრუნავს ბინაზე და ყოველთვიურად გვაწვდის ფოტოებს და განახლებულ ინფორმაციას ბინის შესახებ. ეს ინფორმაცია ჩვენი პლატფორმის საშუალებით მიეწოდებათ ბინის მეპატრონეებს", — ამბობს Roommate-ის დამფუძნებელი, მარიკა ხანთაძე.
ამ პრობლემის მოგვარებით Roommate-მა პირველად საქართველოში, საფუძველი ჩაუყარა გამართულ, მომხმარებელზე ორიენტირებულ, სანდო სისტემას, რომელიც ერთი მხრივ, საშუალებას აძლევს სტუდენტებს, ჯგუფურად იქირაონ ბინები და გაიყონ ბინის ქირის ხარჯები, რაც აქამდე მათ ძირითად პრობლემას წარმოედგენდა, მეორე მხრივ კი იცავს ბინების მეპატრონეების უფლებებსაც.
"ბინის მეპატრონეების მოთხოვნების დაკმაყოფილებამ დაგვანახა, რომ მათთვის კომფორტის შექმნით, რეალურად, სტუდენტების პრობლემებსაც უფრო ეფექტურად, ხარისხიანად და გრძელვადიანი პერსპექტივით ვაგვარებდით. პლატფორმაზე მოთხოვნა ყოველთვიურად იზრდება, რასაც ჩვენი მომსახურების ხარისხიც უზრუნველყოფს. ჩვენი მარკეტინგიც სწორედ ჩვენი კონცეფციაა — ხარისხიანი, მომხმარებლის ინტერესებზე და საჭიროებებზე ორიენტირებული მომსახურება, რომელსაც ზურგს ხელშეკრულებები უმაგრებს. ხელშეკრულებებში დეტალურადაა გაწერილი როგორც მეპატრნეების, ასევე სტუდენტების ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, რაც საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავირიდოთ პოტენციური გაუგებრობები. დღის წესრიგში დავაყენეთ, ასევე, ბინების დაზღვევის საკითხიც."
პლატფორმა ერთი წელია მუშაობს და მომხმარებელთან მუდმივი კომუნიკაციისა და უკუკავშირის საფუძველზე, ყოველთვიურად იხვეწება. როგორც დამფუძნებლები ამბობენ, სტარტაპის პროდუქტის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის Impact Hub პრე-აქსელერატორის პროექტსაც, რომელშიც Roommate ოქტომბრიდან მონაწილეობს.
"ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ პროექტმა მოგვცა, არის კონტაქტბის დიდი ბაზა: გავიცანით წარმატებული სტარტაპერები, რომელთა გამოცდილების გაზიარებაც ჩვენნაირი სტარტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მენტორებთან მუშაობამ ბევრი რამ სხვანაირად დაგვანახა. მათთან ურთიერთობის შემდეგ შევცვალეთ საერთაშორისო ბაზარზე გასვლის გეგმა და სტრატეგიაც. ამ მიმართულებით მივიღეთ კონკრეტული, რეალურ გამოცდილებაზე დამყარებული რჩევები, რომლებსაც აუცილებლად გამოვიყენებთ. პროექტის ფარგლებში ვისწავლეთ, ასევე, ინვესტორებთან ურთიერთობის ტექნიკებიც. იანვარში კი, სხვა ფინალისტებთან ერთად, მივემგზავრებით ტალინში, სადაც უკვე საერთაშორისო ინვესტორებს შევხვდებით. ასეთი მაგარი გამოცდილება Impact Hub-ის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა."
სტარტაპ პრე-აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა და პროგრამა ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. პროექტს დაარსების დღიდან მხარს უჭერს თიბისის პროგრამა სტარტაპერი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში ჩაერთო სამი ნაკადი, ჯამში 60 სტარტაპი და მთლიანობაში
გუნდებმა 1 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციის/გრანტის მოიპოვება მოახერხეს.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები