ახალი კლიპის გამო Lil Nas X-ს ქრისტიანობის დაცინვაში ადანაშაულებენ (ვიდეო)
ფოტო: Lil Nas X / YouTube
სკანდალური იმიჯით ცნობილმა ამერიკელმა რეპერმა Lil Nas X-მა 2024 წელი ახალი მუსიკის გამოშვებით დაიწყო. J Christ — ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც 24 წლის მუსიკოსმა ფანებს ვიდეოკლიპთან ერთად წარუდგინა 12 იანვარს. რეპერი, რომლის ნამდვილი სახელი მონტერო ლამარ ჰილია, თავადვე გახლავთ კლიპის რეჟისორი.
კლიპი კი რელიგიური მოტივებითაა გაჯერებული. ვიდეოს დასაწყისში ვხედავთ, როგორ ჩამწკრივებულან "სამოთხის" რიგში ცნობილი ადამიანების ორეულები. მათ შორის არიან მერაია ქერი, ბარაკ ობამა, ტეილორ სვიფტი, კანიე ვესტი, ოპრა უინფრი და სხვები.
შემდეგ "ჯოჯოხეთში" ვინაცვლებთ, სადაც ეშმაკი ადამიანებს ქვაბში ხარშავს. ვხედავთ დემონისა და რეპერის დაპირისპირებას კალათბურთის მოედანზეც. ამის მერე კლიპში ჯერ სახარებისეული ჯვარცმის ეპიზოდი ცოცხლდება (რომელშიც Lil Nas X, სავარაუდოდ, იესო ქრისტეს განასახიერებს), ბოლოს კი ყველაფერი აპოკალიფსური სცენით მთავრდება. ვიდეოს დასასრულს ჩნდება წარწერა, მონაკვეთი ბიბლიიდან: "ამრიგად, ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა. ძველმა განვლო და, აჰა, ყოველივე არის ახალი".
J Christ-ის გამოსვლა რეპერმა 8 იანვარს დააანონსა და ინსტაგრამზე ვიდეოკლიპიდან ჯვარცმის კადრი გამოაქვეყნა.
"ჩემი ახალი სინგლი ეძღვნება კაცს, რომელსაც ყველა დროის საუკეთესო დაბრუნების სცენა ჰქონდა", — დაწერა Lil Nas X-მა.
მუსიკოსის სიახლეს ჯერ კიდევ ამ პოსტის კომენტარებში მოჰყვა არაერთგვაროვანი გამოხმაურება და იგი კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს რელიგიური სიმბოლოების ყურადღების მისაქცევად გამოყენებაში.
"ვფიქრობ, ის ქრისტიანობასა და ქრისტეს დასცინის", — განაცხადა რეპერმა ბრაისონ გრეიმ, — "ამისთვის იყენებს ქრისტიანულ სიმბოლოებსაც".
Lil Nas X-ს სოციალურ ქსელში მოუწია განემარტა, რომ იგი "იესოს არ დასცინის". მოგვიანებით მან ინსტაგრამზეც იხუმრა, რომ უნივერსიტეტში "ქრისტიანული ლიდერობისა და ბიბლიის კვლევების" პროგრამაზე ჩაირიცხა.
"ვიცი, რომ ზოგს ახლა გეზიზღებით, მაგრამ მინდოდა, მეთქვა, რომ შემოდგომიდან კოლეჯში ბიბლიის კვლევების სწავლას ვიწყებ", — დაწერა მუსიკოსმა, — "ყველაფერი ხუმრობა როდია! ისევ სტუდენტი ვარ!".
გრემის ორგზის გამარჯვებული Lil Nas X თანამედროვე ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვარსკვლავია. ჟურნალმა Time-მა იგი 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორისაც დაასახელა.
ასევე იხილეთ:
-
ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო
გადახედვა
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
კომენტარები