სომხეთი უკმაყოფილოა თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის "ზანგეზურის დერეფნის" შესახებ მოლაპარაკებების განახლებით
ფოტო: Azertaj
მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა და თურქეთმა განაახლეს დისკუსია "ზანგეზურის დერეფნის“ შესახებ, სომხეთის ოფიციალურმა პირებმა ამ წინადადებაზე საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირეს.
დერეფანმა აზერბაიჯანი მის ექსკლავთან, ნახიჩევანთან, სომხეთის ტერიტორიის გავლით უნდა დააკავშიროს. აზერბაიჯანი მოითხოვს, რომ დერეფანში გამავალი ტრანსპორტი გათავისუფლდეს ყოველგვარი საბაჟო შემოწმებისგან. ეს საკითხი, სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებებისას, ხშირად ხდებოდა უთანხმოების საგანი.
2023 წლის დასასრულისთვის დერეფანზე საუბარი შეჩერდა, რადგან მიაღწიეს შეთანხმებას ალტერნატიული გზის შესახებ ნახიჩევანისკენ, ირანის გავლით. თუმცა იანვრის დასაწყისიდან, აზერბაიჯანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დისკუსია ზანგეზურის დერეფნის შესახებ კვლავ განაახლეს.
2 იანვარს, ელჩინ ამირბაიოვმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის წარმომადგენელმა სპეციალური დავალებების საკითხებში, განუცხადა ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ სატრანსპორტო კავშირების აღდგენა "მშვიდობის პროცესის განუყოფელი ნაწილია".
"ჩვენ დავიწყეთ სომხურ მხარესთან საუბარი ე.წ "ზანგეზურის დერეფნის“ აღდგენის თაობაზე, რათა ნახიჩევანში, ან — აზერბაიჯანის ძირითად ნაწილში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ჰქონდეთ ამ ტერიტორიის შეუფერხებლად გავლის საშუალება“, — განაცხადა მან.
ამირბაიოვმა, ასევე, თქვა, რომ 42-კილომეტრიანი სარკინიგზო მაგისტრალის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ძალები, 2020 წლის 9 ნოემბერს გაფორმებული სამმხრივი ხელშეკრულების თანახმად.
ორი დღის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მრჩეველმა ჰიკმათ ჰაჯიევმა Berliner Zeitung-ს განუცხადა, რომ აზერბაიჯანი ელოდება, რომ ტვირთი, რომელიც ნახიჩევანსა და აზერბაიჯანის დანარჩენ ტერიტორიას შორის იქნება გადაზიდული, საბაჟო და სასაზღვრო კონტროლისგან უნდა გათავისუფლდეს. მისივე თქმით, თუ საქონელი გავა მესამე ქვეყანაში, ამ შემთხვევაში, საბაჟო და სასაზღვრო კონტროლს სომხეთი უზრუნველყოფს.
7 იანვარს, თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ ზანგეზურის დერეფნის გახსნას 2029 წლისთვის ელოდებიან. მან დასძინა, რომ თურქეთი ამ დერეფნის იდეას "შეუცვლელად“ მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე მხარი დაუჭირა დერეფნის ირანის გავლით გატარების წინადადებებს.
სომხური მხარე ამ წინადადებას მუდმივად ეწინააღმდეგებოდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა 2023 წლის 23 სექტემბერს განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ცდილობდა "ძალით შეექმნა“ ექსტრატერიტორიული დერეფანი სომხეთისთვის, რომელიც გაივლიდა სომხეთის ტერიტორიაზე, მაგრამ სომხეთის კონტროლის მიღმა იქნებოდა.
"ეს ჩვენთვის მიუღებელია და მიუღებელი უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც", — განაცხადა მირზოიანმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას.
სომხეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სარგის ხანდანიანმა 8 იანვარს განუცხადა რადიო თავისუფლებას, რომ ერევანი მზად იყო განეხილა გამარტივებული საბაჟო და სასაზღვრო რეჟიმები და რეგიონული ტრანსპორტის განბლოკვის საკითხი, თუმცა სომხეთი ტვირთის "შეუფერხებლად გადაკვეთის" წინადადებას არ მიიღებდა.
”ეს კვლავ ითვალისწინებს ექსტრატერიტორიულობას, რაც ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევაა”, - თქვა ხანდანიანმა.
გასულ კვირას, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განუცხადა News.am-ს, რომ ქვეყნებს შორის ტრანსპორტის განბლოკვის შესახებ დისკუსიები შეიძლება გაიმართოს მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა საჯაროდ დაადასტურებს, რომ დისკუსიის საფუძველი იქნება სუვერენიტეტის, იურისდიქციის შენარჩუნების, ურთიერთგაგებისა და თანასწორობის პრინციპები.
"ჩვენ მოვისმინეთ აზერბაიჯანის თანხმობა ამ პრინციპებზე; ჩვენ ველით, რომ ისინიც ამას საჯაროდაც განაცხადებენ და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას შემდგომი ნაბიჯების დაზუსტებაზე", - განაცხადა გრიგორიანმა.
შეცვლილი მიდგომები
მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდე, აზერბაიჯანი სულ უფრო მეტად ცდილობს დერეფნის შექმნას ნახიჩევანის ექსკლავის ქვეყნის დანარჩენ ნაწილთან დასაკავშირებლად.
თუმცა, 2023 წლის ოქტომბერში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა ჰიკმათ ჰაჯიევმა "როიტერსს" განუცხადა, რომ სომხეთის გავლით მარშრუტის მშენებლობამ აზერბაიჯანისთვის „მიზიდულობა დაკარგა“ მას შემდეგ, რაც ორი ქვეყანა მის გახსნაზე ვერ შეთანხმდა.
ირანში ალტერნატიული მარშრუტის მშენებლობა იმავე თვეში დაიწყო. ორშაბათს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნასერ ქანაანმა განაცხადა, რომ რეგიონული სატრანსპორტო თანამშრომლობის განვითარება არ შეიძლება იყოს "გეოპოლიტიკური ცვლილებებისა და ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული სუვერენიტეტის დარღვევის საფუძველი“.
2024 წლის დასაწყისიდან, სომხეთის ტერიტორიაზე დერეფნის გახსნის იდეა კვლავ გაისმა აზერბაიჯანის ოფიციალური პირების განცხადებებში.
აზერბაიჯანელმა პოლიტიკურმა კომენტატორმა ზარდუშტ ალიზადემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ აზერბაიჯანს სურდა საქონელი ნახიჩევანში სასაზღვრო და საბაჟო შემოწმების გარეშე გადაეტანა, თუმცა ის არ ცდილობდა დერეფნის გაკონტროლებას.
"საერთაშორისო პრაქტიკაში არის ასეთი მაგალითი: დერეფანი, რომელიც აკავშირებს კალინინგრადის რეგიონს რუსეთთან. მატარებლები რუსეთიდან, ამ დერეფნის საშუალებით, ლიეტუვის ტერიტორიიდან კალინინგრადის მიმართულებით გადიან დაბრკოლების გარეშე და მათ არ ამოწმებენ მებაჟეები ან მესაზღვრეები. ეს რეჟიმი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სომხეთის გავლით 42 კილომეტრიან გასასვლელზე", — განაცხადა ალიზადემ.
მიუხედავად იმედისა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებას 2023 წლის ბოლოს მოეწერებოდა ხელი, ეს ვერ განხორციელდა.
8 იანვარს, სომენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა, გასულ კვირას, სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის უახლეს წინადადებებს უპასუხა და დასძინა, რომ ორი ქვეყნის დემარკაციის კომისიები იანვრის ბოლოს შეხვდებოდნენ.
”არის საკითხები, რომლებზეც ჩვენ მივედით შეთანხმებამდე, სიტყვიერი მოლაპარაკებების დროს, მაგრამ ჩვენ დავინახეთ გარკვეული პრობლემები სამშვიდობო შეთანხმების ტექსტში”, - თქვა გრიგორიანმა. მან ასევე დაადასტურა, რომ სამშვიდობო შეთანხმებაში დერეფნის შესახებ საუბარი არ შეიძლება იყოს.
მოლაპარაკებებში მედიაცია ასევე რჩება საკამათო საკითხად. აზერბაიჯანი ორმხრივ მოლაპარაკებებს უჭერს მხარს იმ ფონზე, რომ აშშ-მა შუამავლობაზე უარი თქვა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ დეკემბერში განაცხადა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის "უკიდურესად სახიფათოა“ სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა 2020, 2021 და 2022 წლებში რუსეთის შუამავლობით დადებული სამმხრივი შეთანხმებების გათვალისწინების გარეშე.
"რუსეთისგან განსხვავებით, შეერთებული შტატები და ევროკავშირი არ ცდილობენ მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას სომხეთსა და სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოებში“, - განაცხადა ზახაროვამ და მოუწოდა ქვეყნებს, დაუბრუნდნენ რუსეთის შუამავლობით მოლაპარაკებებს.
Berliner Zeitung-თან საუბრისას ჰიკმათ ჰაჯიევმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებების "ყველა ფორმატს“ აქვს თავისი უპირატესობა და აზერბაიჯანი "ყველა შუამავლის“ მადლიერია, ქვეყნის მიზანი იყო, მოლაპარაკებები შედეგზე ორიენტირებული ყოფილიყო.
მან, ასევე, თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი "პატიოსანი შუამავლობის წინააღმდეგი არ იყო", ის პირდაპირ დისკუსიებს ამჯობინებს.
"შესაბამისად, ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი მომზადდება პირდაპირ და ორმხრივად", — განაცხადა ჰაჯიევმა.
აზერბაიჯანმა, ასევე, არაერთხელ შესთავაზა საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის გამოყოფა სამშვიდობო ხელშეკრულებისგან, რაც, სომეხი ოფიციალური პირების განცხადებით, შესაძლოა, მისაღები იყოს.
ოთხშაბათს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ სამშვიდობო ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს დემარკაციის პროცესის "მკაფიო საფუძვლებს“, მაშინაც კი, თუ თავად დემარკაციას გაცილებით მეტი დრო დასჭირდება.
"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ორი საკითხი - ტერიტორიული მთლიანობა და საზღვრების ხელშეუხებლობა და ასევე საზღვრების შემდგომი დელიმიტაცია არის საკითხები, სადაც სომხეთის რესპუბლიკა ვერ დაუშვებს რაიმე გაურკვევლობას“, — განაცხადა მირზოიანმა. ”ნებისმიერი გაურკვევლობა არის საფუძველი და ნოყიერი ნიადაგი შემდგომი აგრესიებისა და ესკალაციებისთვის.”
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები