გინდ დაიჯერეთ, გინდ არა — ამ სიმღერების გამოსვლიდან უკვე 20 წელი გადის
ფოტო: YouTube
რამდენად ძნელი დასაჯერებელიც უნდა იყოს, 2004 წლის შემდეგ მთელი 20 წელი, საუკუნის მეხუთედი გავიდა. ამ ფაქტს კიდევ უფრო ამძაფრებს და დაუჯერებელს ხდის იმის გახსენება, თუ რას ვუსმენდით მაშინ. ჰოდა, თუკი ძველი ტელეფონი, CD-ფლეიერი ან კასეტა აღარ მოგეძებნებათ, ამ სტატიით მოგაგონებთ 2004 წლის მუსიკალურ მემკვიდრეობას.
1. ნატო გელაშვილის დეკემბერი
ქართველი კომპოზიტორისა და შემსრულებლის, ნატო გელაშვილის, 2004 წელს გამოსული ალბომიდან ერთი კაცი მიყვარდა ყველაზე ცნობილი სწორედ დეკემბერი გახდა. ეს სიმღერა კი პოპულარობას არ კარგავს — დარწმუნებული ვარ, ბევრი დღესაც მისი მოსმენით ხვდება ზამთრის პირველი თვის დადგომას.
2. სიას Breathe Me
მართალია, 20 წლის წინ სიას სახელი მაინცდამაინც ბევრმა არ იცოდა, მაგრამ ავსტრალიელმა მომღერალმა და კომპოზიტორმა 2004-ში უკვე მესამე სტუდიური ალბომი, Colour the Small One, გამოუშვა და Breathe Me-ც სწორედ ამ ჩანაწერის ნაწილია. სიმღერა ისეთ საკითხებს შეეხება, როგორიც ქრონიკული დეპრესია და ადიქციაა — პრობლემები, რომელთან გამკლავებაც თავად მუსიკოსს მოუწია.
3. ლექს-სენის და თიკოს გესმოდეს
2000-იანი წლების ქართული მუსიკა ლექს-სენის გარეშე წარმოუდგენელია. კიდევ უფრო ძნელია, ქართულ ჰიპ-ჰოპზე მოჰყვე და გესმოდეს არ ახსენო. ლექს-სენისა და თიკო სადუნიშვილის დუეტი 2004-ის ნამდვილი ჰიტი იყო, რომლის მოსმენაც დღემდე ნოსტალგიას აღვიძებს ჩვენში...
4. Green Day-ის Wake Me Up When September Ends
ნოსტალგიას კიდევ ერთი, უცხოური ჰიტი უხდება ძალიან — Wake Me Up When September Ends. ეს ერთ-ერთი სინგლია ამერიკული როკჯგუფის, Green Day-ის, მეშვიდე სტუდიური ალბომიდან American Idiot. მის მოსმენას ერთდროულად მოაქვს 2000-იანების დასაწყისისა და ზაფხულის მიწურულის განწყობა.
5. Eminem-ის Just Lose It
თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ 2000-იანებში მსოფლიო ჰიპ-ჰოპით იყო შეპყრობილი. ეგ ამბავი, რა თქმა უნდა, 1990-იან წლებში დაიწყო, მაგრამ ახალმა საუკუნემ ჟანრში ახალი ტენდენციებიც დაამკვიდრა. ტრენდსეტერად კი, რა გასაკვირია, რომ ემინემი მოგვევლინა.
6. Akon-ის Lonely
აი, ხომ გითხარით, ჰიპ-ჰოპით ვიყავით შეპყრობილი-მეთქი. 2000-იანებში გამოჩნდა ეიკონიც, რომელმაც 2004 წელს სადებიუტო ალბომი Trouble გამოუშვა. ალბომიდან ერთ-ერთი სიმღერა, Lonely, მსოფლიო ჰიტი გახდა და უამრავი ქვეყნის ჩარტების სათავეში აღმოჩნდა, ახალბედა არტისტს კი საყოველთაო ცნობადობაც მოუტანა.
7. გვენ სტეფანის Rich Girl
2000-იანებში დაიწყო გვენ სტეფანის ვარსკვლავური სოლო კარიერაც და მის პირველ ნაბიჯად სადებიუტო ალბომი Love. Angel. Music. Baby. იქცა. მანამდე როკჯგუფ No Doubt-ის წევრობით ცნობილმა სტეფანიმ 2004-ში პირველ ალბომს სინგლი Rich Girl-იც მოაყოლა, რომელსაც განსაკუთრებული კომერციული წარმატება ხვდა წილად.
8. Keane-ის Somewhere Only We Know
ახალი ათასწლეულის დასაწყისში მელანქოლიისთვის სულაც არ გვეცალა, მაგრამ თუკი ასეთ განწყობაზე ყოფნას მოვისურვებდით, Keane-ის Somewhere Only We Know ყოველთვის გვეგულებოდა CD-ფლეიერში. ამ სიმღერით და ალბომით Hopes and Fears ინგლისურმა ჯგუფმაც პირველი ნაბიჯები გადადგა მუსიკის ინდუსტრიაში.
9. Usher-ის Yeah!
რაც უნდა იყოს, საკუთარი კასეტები და CD-ფლეიერებიც არ გვაცდიდნენ მელანქოლიურ განწყობაზე დიდხანს ყოფნას და ასე არსაიდან გამოჩნდებოდა, მაგალითად, აშერი. ძალიან ძნელი კია, აშერის სიმღერებს სხეული არ ააყოლო. მით უმეტეს, თუ ეს სიმღერა ზუსტად 20 წლის წინ გამოშვებული და მონატრებული Yeah! არის.
10. არაშის Boro Boro
სანამ არაში ყველას Temptation-ზე აგვაცეკვებდა, 2004-ში სადებიუტო სინგლი Boro Boro გამოუშვა. სიმღერაზე გადაღებული ვიდეოკლიპი წლების განმავლობაში ტრიალებდა ქართული ტელეარხების ეთერში, ამიტომ, სულ არაა გასაკვირი, რომ ეს მელოდია კარგა ხანი აკვიატებული გვქონდა.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო
გადახედვა
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
კომენტარები