8 საჩუქარი, რომელიც შენს Gen Z შვილს მართლა მოეწონება
ფოტო: On.ge
შენგან განსხვავებული თაობის ადამიანისთვის საჩუქრის არჩევა არც ისე მარტივი საქმეა, განსაკუთრებით, თუ საქმე თინეიჯერს ეხება. ამაზე თავის მტვრევა ხშირად მშობლებს უწევთ. თუ იდეები ამოგეწურა და არ იცი, რით გაახარებ შვილს, ეს სტატია სწორედ შენს დასახმარებლად შევქმენით. აქ 8 სხვადასხვა საჩუქარი გავაერთიანეთ, რომლითაც შენი თინეიჯერის გულს მარტივად მოიგებ.
1. პოლაროიდი
ფოტო: On.ge
ამბობენ, რომ წარსულში პოპულარული ნივთები აქტუალობას იბრუნებს და გაგვიჭირდება, ამას არ დავეთანხმოთ. მიუხედავად იმისა, რომ მოზარდებს საზოგადოება გაჯეტებით იცნობს, დაბეჭდილ ფოტოებს მათთვისაც განსაკუთრებული ხიბლი აქვს. პოლაროიდი შენს ადრესატს უკმაყოფილოს ნამდვილად არ დატოვებს.
ფასი: 299 ₾ / დეტალურად ნახვა
2. ფირსაკრავი
ფოტო: On.ge
ბოლო დროს თინეიჯერების ოთახის კედლებზე ვინილებს ხშირად იპოვი, ზოგს ძველი ვინილების შეგროვება ან მათი მოხატვა უყვარს, ზოგის ოცნება კი საყვარელი მომღერლების ალბომების ფირსაკრავზე მოსმენაა. იმ დღეს დაველოდებით, როცა შენი შვილი ამ საჩუქრით სატრაბახოდ მეგობრებს სახლში მოიპატიჟებს.
ფასი: 299 ₾ / დეტალურად ნახვა
3. გორგოლაჭები
ფოტო: On.ge
თუ შენი თინეიჯერი ველოსიპედის, სკუტერის, ანდაც სკეიტბორდის მოყვარულია, გორგოლაჭები მის ყოველდღიურობას კიდევ უფრო სახალისოს გახდის. ამ გზით მას კიდევ ერთი ჰობის შეძენაში დაეხმარები და მეგობრებთან ერთად გართობის ახალ გზასაც აპოვნინებ.
ფასი: 210 ₾ / დეტალურად ნახვა
4. ფოტოპრინტერი
ფოტო: On.ge
პოლაროიდის არ იყოს, ფოტოპრინტერი კადრების განსაკუთრებულად ქცევის კიდევ ერთი საშუალებაა. თანაც, იმდენად კომპაქტურია, რომ შენს ადრესატს მისი ყველგან თან ტარება შეეძლება. ამ საჩუქრით ის სასურველ ფოტოებს თვალის დახამხამებაში დაბეჭდავს და შეუძლია, სამახსოვროდ მეგობრებსაც აჩუქოს.
ფასი: 319 ₾ / დეტალურად ნახვა
5. კარაოკე დინამიკი მიკროფონთან ერთად
ფოტო: On.ge
თუ შენს შვილთან დაახლოება და მასთან ერთად დროის სახალისოდ გატარება გინდა, კარაოკე საღამოების მოწყობაზე უკეთესს ვერაფერს იზამ. ამაში კარაოკე დინამიკი დაგეხმარება, რომელსაც თან მიკროფონიც მოყვება. ეს საჩუქარი დღეებსაც გაგიხალისებთ და ერთმანეთთან სასიამოვნო მოგონებების შექმნაშიც შეგიწყობთ ხელს.
ფასი: 109 ₾ / დეტალურად ნახვა
6. ნეონის განათება
ფოტო: On.ge
Gen Z-ისთვის თვითგამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ, ისინი ცდილობენ, ყველაფერში გამოიკვეთოს მათი ხასიათი — აქსესუარებში, სტილში, თმის ფერში და სახლის დეკორაციებშიც კი. ნეონის განათება მათ ოთახს სიმყუდროვესა და უნიკალურობას შესძენს.
ფასი: 45 ₾ / დეტალურად ნახვა
7. სახატავი პლანშეტი
ფოტო: On.ge
თინეიჯერების დიდი ნაწილი კრეატიული აზროვნებით გამოირჩევა. ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანები საკუთარ თავსა და მისწრაფებებს პოულობენ. თუ ამჩნევ, რომ შენს შვილს ხატვა ეხერხება ან აინტერესებს, დროა, მას ამ საქმეში ხელი შეუწყო და სახატავი პლანშეტი აჩუქო.
ფასი: 369 ₾ / დეტალურად ნახვა
8. ყურსასმენი
ფოტო: On.ge
მარტივად შეამჩნევ, რომ ქუჩაში მოზარდების დიდი ნაწილი ყურსასმენით დადის და მგზავრობისას დრო საყვარელი სიმღერების მოსმენაში გაჰყავს. თუ შენი Gen Z შვილიც ასე იქცევა, მისთვის საახალწლოდ ახალი ყურსასმენის არჩევა საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
ფასი: 59 ₾ / დეტალურად ნახვა
თუ ამ სტატიაში მითითებული ბმულებიდან რომელიმე ნივთს იყიდით, ჩვენ, შესაძლოა, პარტნიორი მაღაზიისგან მცირე საკომისიო მივიღოთ. მსგავსი პარტნიორობა არ გულისხმობს ჩვენს სარედაქციო საქმიანობაში ჩარევას და გვეხმარება, დავაფინანსოთ დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა.
-
ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო
გადახედვა
-
შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
-
საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
კომენტარები