My AI — სტარტაპი, რომელიც დაგეხმარებათ, გაზარდოთ მომხმარებელთა ლოიალობა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და 500 Global-ის თანამშრომლობით, რეგიონში სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა 500 Georgia-ს სახელით უკვე მეხუთედ იმართება.
სტარტაპების სწრაფი ზრდის, ფონდების მოზიდვის სტრატეგიის და ბაზარზე მასშტაბირების ხელშეწყობის მიზნით, წელს პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად 5 ქვეყნის 10 სტარტაპი შეირჩა. რომელთაგან ერთ-ერთი ავსტრიული My AI არის.
My AI შესაძლებლობას აძლევს ბრენდებს, ინოვაციური ფინანსური ინფრასტრუქტურის მეშვეობით, გაზარდონ მომხმარებელთა ლოიალობა. პლატფორმის გამოყენებით, ნებისმიერი ზომის ბრენდს შეუძლია შექმნას ლოიალობის პროგრამის ჯილდოები (ქულები). რომლებიც ერთ სისტემაში გაერთიანდება და მათი გამოყენება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ლოიალობის პროგრამაში იქნება შესაძლებელი.
სისტემას თავისუფალი ჯილდოები (Frictionless Open Rewards™) ჰქვია და ბრენდს ეხმარება, შეინარჩუნოს უფრო მეტი მომხმარებელი, გაზარდოს გაყიდვების სიხშირე და ტრანზაქციის ფასი. ეს ყველაფერი კი მხოლოდ ერთი, მარტივი API-ის ინტეგრირებითაა შესაძლებელი.
ერთ ბრენდში მიღებული ჯილდოების მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გამოყენება და უმალვე გადაცვლა თითქმის დაუჯერებლად ჟღერს. ასე რომ, სტარტაპის იდეაში უკეთ გარკვევის მიზნით, კომპანიის დამფუძნებელს, რობერტ ვესლის გავესაუბრეთ:
როგორ შეიქმნა სტარტაპი?
ჩვენ გადავწყვიტეთ, გვეპოვა ლოიალობის პროგრამის სივრცეში ყველაზე დიდი და მოუხელთებელი პრობლემის გადაჭრის გზა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ინდივიდებს, მაშინვე გამოიყენონ ჯილდოები (ქულები), მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ამის მიღწევა კი ლოიალობის სისტემების გაერთიანებით შევძელით: ასე, მაგალითად, მომხმარებელს შეუძლია იყიდოს შარფი თბილისში, გაფრინდეს ნიუ-იორკში და დაგროვებული ჯილდოები გამოიყენოს მანჰეტენზე არსებულ ნებისმიერ მაღაზიაში სასურველი ნივთის შესაძენად.
რატომ უნდა ჩაუშვან კომპანიებმა თავიანთი ლოიალობის პროგრამები My AI-ს დახმარებით?
ჩემი აზრით, ჩვენი მთავარი ღირსება არის ის, რომ “ურთიერთოპერირების” პრობლემა უნიკალური plug-and-play ტექნოლოგიის სისტემით გადავწყვიტეთ. ეს სისტემა Me Protocol-ის ინფრასტრუქტურისა და Me Marketplace-ის ირგვლივ შეიქმნა. რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ერთი API-თ, მსოფლიოს ნებისმიერ ბრენდს, ნებისმიერ წერტილში შეუძლია მისცეს მომხმარებელს დაგროვილი ქულების ყველა სხვა დაკავშირებულ ბრენდში გამოყენების შესაძლებლობა. Me Marketplace-ის მეშვეობით, ბრენდები სწრაფად და მოსახერხებლად აკავშირებენ მომხმარებელს მსოფლიოს იმ პროდუქტებთან, რომელთა მიღებაც დაგროვილი ჯილდოებით შეუძლიათ. პროცესი მარტივია, და თან მიმზიდველი — რაც ბრენდებს მოსწონთ.
რა გზა გამოიარეთ 500 Georgia-მდე და რამ გადაგაწყვეტინათ აპლიკაციის ფორმის შევსება?
გამართული, ადვილად გამოსაყენებელი და თანაც გლობალური ინფრასტრუქტურის შექმნა პატარა საქმე არ გახლავთ. ამიტომ, გასული წელი მთლიანად ურთიერთოპერირების ყველაზე რთული პრობლემების მოგვარებას დავუთმეთ, მათ შორის deep tech განვითარებასა და მომხმარებელთა გამოცდილების გადააზრებას. გვჯერა, რომ დიდი წარმატების საწინდარი დიდი თანამშრომლობებია — ამიტომ, შთაგვაგონა იმის წარმოდგენამაც კი, თუ რისი გაკეთება შეეძლო საქართველოს ბანკისა და 500 Global-ის კომბინაციას ჩვენი სტრატეგიისთვის. პირველ რიგში, ეს დაგვეხმარებოდა ადგილობრივი და რეგიონული ბრენდების ჯილდოების სისტემაში ჩასართავად.
რას გეგმავს My AI უახლოეს მომავალში?
გვიხარია, რომ პროგრამის ფარგლებში Me Marketplace-ს ჩავუშვებთ, რომელიც იმ პირველ ქართულ ბრენდებს აღმოაჩენს, რომლებიც გლობალურ ჯილდოებს გამოიყენებენ. გარდა ამისა, მოუთმენლად ველით საქართველოს ბანკთან თანამშრომლობას, რადგან ვფიქრობთ, რომ უახლეს ჯილდო-სისტემასთან წვდომით ბანკის მომხმარებლების გამოცდილებებსაც გავაუმჯობესებთ. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში დაგროვილი გამოცდილება ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მსგავსი ინიციატივების წამოწყებაში გამოგვადგება, რითაც კიდევ უფრო მეტს შევძენთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს.
-
ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო
გადახედვა
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
კომენტარები