თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაში გამარჯვებული კომპანია სიდერის წარმატებები
ფოტო: თიბი
ლურჯი მოცვის, თხილისა და ჩაის მწარმოებელი კომპანია სიდერი 2022 წლის ბიზნეს დაჯილდოების სპეციალური ჯილდოს — მწვანე ინიციატივის გამარჯვებულია. თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაში გამარჯვებამ კომპანიას საშუალება მისცა, გერმანიაში, ქალაქ ბერლინში გამართულ გამოფენა FRUIT LOGISTICA 2023-ში მიეღო მონაწილეობა, მოცვის მწარმოებელთა ასოციაციაში გაერთიანებულიყო და GLOBAL G.A.P -ის სერთიფიკატი მოეპოვებინა. კომპანიის წარმატებაზე მისი დირექტორი, რუსუდან ხარგელია გვიამბობს:
"ლურჯი მოცვის, თხილისა და ჩაის წარმოებაზე ფიქრი 2018 წელს დავიწყეთ, როცა ოზურგეთში, დაბა ლაითურში 33 ჰა მიწა შევიძინეთ. ამ ტერიტორიაზე ისტორიულად ჩაის კულტურა იყო გაშენებული, თუმცა 80-იანი წლებიდან მოყოლებული, მოუვლელობის გამო, პლანტაციები მთლიანად გავერანდა.
ჩვენ შევისწავლეთ ტერიტორია, ლანდშაფტი, გავაკეთეთ ნიადაგის ანალიზი, რელიეფის და ანალიზის შედეგების გათვალისწინებით დაიგეგმა ტერიტორიის განაშენიანება. გადავწყვიტეთ, გაგვეშენებინა ლურჯი მოცვისა და თხილის ბაღები, ნაწილზე კი აღგვედგინა ქართული ჩაის კულტურა. თხილი და ჩაი შედარებით მცირე რაოდენობით მოგვყავს, ჩვენი ძირითადი პროდუქტი ლურჯი მოცვია. ამ საქმიანობაში ძალიან დაგვეხმარა დანერგე მომავალი და შეღავათიანი აგრო სესხი.
16 ჰა-ზე გაშენებულმა მოცვმა მომდევნო წელს 10 ტონამდე მოსავალი მოგვცა, რაც უკვე იყო იმის ნიშანი, რომ ჩვენს მიერ დაწყებულმა საქმემ და ამ საქმეში ჩადებულმა შრომამ გაამართლა. მეორე წელს სამჯერ მეტი, მესამე წელს კი უკვე 60 ტონა მოცვის მოსავალი ავიღეთ.
მეურნეობის ტერიტორიაზე გვაქვს განთავსებული მოცვის შესანახად საჭირო მაცივარიც, მზის პანელები და ფუტკრის 70 ოჯახი, რომლებიც დამტვერვისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად შევიძინეთ და ამავდროულად, ჩვენს წარმოებას კიდევ ერთი პროდუქტი, თაფლი დავუმატეთ.
ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა 2022 წელს პირველად მივიღეთ და მოულოდნელად სპეციალური ჯილდოც დავიმსახურეთ ნომინაციაში „მწვანე ინიციატივებისთვის".
გარდა იმისა, რომ ეს გამარჯვება ჩვენი გუნდისთვის დიდი სტიმული და მოტივაცია იყო, ამ ჯილდომ კომპანიას სამომავლო წარმატებებისკენაც გაუხსნა გზა.
2023 წელს ბერლინში გაიმართა სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენა FRUIT LOGISTICA 2023. აღებული ჯილდოს დახმარებით გავემგზავრეთ ამ გამოფენაზე, სადაც მივიღეთ ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, გავიცანით ბევრი საინტერესო ადამიანი და კომპანია. იქვე გადაწყდა საქართველოში მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის დაარსება, რომელშიც 20 ფერმერთა შორის ერთ-ერთი სიდერია.
2023 წლის გაზაფხულზე USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელშეწყობით მოხდა კენკროვნების იმპორტიორი კომპანიის Wonderland Farmers-ის წარმომადგენლის აჰმეტ აკტასის ვიზიტი საქართველოში, რის შემდგომაც ასოციაციის წევრებმა ექსპორტზე გავიტანეთ 36 ტონა მოცვი გერმანიაში, აქედან 10 ტონას სიდერის მოცვი შეადგენდა. ასოციაციის წევრების მიერ გაგზავნილმა საცდელმა პარტიამ ძალიან კარგი შეფასება დაიმსახურა და წელს მადრიდში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ასოციაციასა და Wonderland Farmers-ს შორის, რომლის მიხედვითაც მომდენო წელს ჩვენი ასოციაციის წევრი ფერმერებისგან 800 ტონამდე მოცვის ექსპორტი განხორციელდება გერმანიაში.
გარდა ამისა, ბიზნესდაჯილდოებაში აღებული ჯილდოს დახმარებით გავიარეთ აკრედიტაცია, სულ მალე მივიღებთ GLOBAL G.A.P-ის და GRASP-ის საერთაშორისო სერთიფიკატსაც, რაც ჩვენი კომპანიისთვის კიდევ ერთი დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია.“
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები