არქი უნივერსი — ახალი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი საბურთალოზე
ფოტო: არქი
14 ნოემბერს ლიდერმა დეველოპერულმა კომპანია არქიმ საზოგადოებას ახალი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი არქი უნივერსი წარუდგინა, რომელიც თანამედროვე ადამიანის სურვილებს უპასუხებს და ყველაზე მოთხოვნად უბან საბურთალოზე, უნივერსიტეტის ქუჩაზე გამორჩეულ გარემოს შექმნის. პროექტის წარდგენის ღონისძიებას არქის პარტნიორები, სამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სიტყვით გამოვიდნენ არქის დამფუძნებელი ილია წულაია, გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე გოგა თხელიძე. ღონისძიება კაფსულის ჩაგდების სიმბოლური ცერემონიალით დასრულდა.
"არქი არის კომპანია, რომელიც მუდამ განვითარებაზეა ორიენტირებული და ყველაფერს აკეთებს მაცხოვრებლებისთვის კომფორტის შესაქმნელად. რადგან თანამედროვე ადამიანისთვის დრო ძალიან ღირებულია გადავწყვიტეთ, შეგვექმნა პრემიუმ კლასის კომპლექსი, რომელიც ჩვენს მაცხოვრებლებს მაქსიმალურად დაუზოგავს დროს. პროექტის ინვესტიცია 120 მილიონ ლარს შეადგენს, რაც იმის კიდევ ერთი მანიშნებელია, რომ არქი უნივერსი ყველაფრით უზრუნველყოფილი და თანამედროვე კომპლექსი იქნება. ჩვენი კომერციული პარტნიორები წამყვანი ბრენდები იქნებიან, ეს კი არქელებს შესაძლებლობას მისცემს პროექტის დატოვების გარეშე ყოველდღიურად საჭირო მომსახურებებით ისარგებლონ." — არქის დამფუძნებელი ილია წულაია.
26-სართულიანი არქი უნივერსი 257 ბინას აერთიანებს და ისეა დაპროექტებული, რომ მაცხოვრებლებს ყოველდღიურობა გაუმარტივოს. კომპლექსის ორ საცხოვრებელ ბლოკს კომერციული ფართი აკავშირებს, სადაც ერთ სივრცეში ყველაფერია განთავსებული, რაც არქელებს კომფორტული ცხოვრებისთვის დასჭირდებათ: ევროპული სტანდარტების ფიტნეს დარბაზი და ღია აუზი, ლობი და კონსიერჟის მომსახურება, საოფისე ფართები, კაფეები, სუპერმარკეტი, აფთიაქი და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტი.
"ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს დედაქალაქში მსგავსი პროექტების არსებობა და მოხარულები ვართ, რომ კერძო სექტორიც ერთვება უნივერსიტეტის ქუჩის განვითარებაში. ზოგადად, უძრავი ქონების სექტორი ჩვენი დედაქალაქის ეკონომიკის 20%-ია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი კომპანიები, როგორიც არქია ამ დარგს ანვითარებენ და სულ უფრო საინტერესო პროექტებს გვთავაზობენ." — თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია.
საცხოვრებელი კომპლექსი შენდება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უბან საბურთალოზე, უნივერსიტეტის ქუჩაზე, გამწვანებულ გარემოში. ბინებიდან პანორამული ხედები იშლება და პროექტის წინ შენდება ბაგებთან დამაკავშირებელი სამანქანო ხიდი, რაც არქი უნივერსის მაცხოვრებლებს შესაძლებლობას მისცემს საბურთალოდან შემოვლითი გზის გარეშე, პირდაპირ ბაგებში და წყნეთში გადაადგილდნენ.
"არქის დიდი ოჯახის წევრებზე ზრუნვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ვაშენებთ გამორჩეულ კომპლექსს, სადაც არქელები არა მხოლოდ იცხოვრებენ, არამედ შეეძლებათ განიტვირთონ, ჯანსაღად იცხოვრონ, ერთად დრო სასიამოვნოდ გაატარონ და ერთმანეთი უკეთ გაიცნონ. ჩვენთვის ძალიან ფასეულია არქელების ურთიერთობები და თითოეულ პროექტს ისე ვქმნით, რომ ჩვენმა არქელებმა თავი დიდი ოჯახის წევრებად იგრძნონ და ღირებული ურთიერთობები ჩამოუყალიბდეთ." — არქის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.
გარდა იმისა, რომ არქი უნივერსი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია და სრულად არის მორგებული ადამიანის საჭიროებებზე, გამოირჩევა თანამედროვე და დახვეწილი არქიტექტურით. ევროპული სტანდარტის, ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური მასალებისგან აშენებული პრემიუმ კლასის კომპლექსი უნივერსიტეტის ქუჩაზე ურბანულ განვითარებას შეუწყობს ხელს. არქი უნივერსის მშენებლობაში გამოიყენება გერმანული, ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკი იტონგი, რომელიც ჩვეულებრივ ბლოკთან შედარებით 6-ჯერ ნაკლებად თბოგამტარია. კომპლექსის ენერგოეფექტურობას ასევე ხელს უწყობს ალუმინის კარ-ფანჯრებში ჩასმული დაბალემისიური მინებიც.
არქი უნივერსის ექსტერიერს დახვეწილს ხდის მინის მოაჯირები და უმაღლესი ხარისხის საფასადე მასალა ტერაკოტა, რომლის წარმოებაც გერმანიისა და პორტუგალიის ქარხნებში ხდება. ტერაკოტა ინარჩუნებს იერსახეს დიდი ხნის მანძილზე, ხანძარგამძლეა და გათვლილია უძლიერესი ქარის დატვირთვაზე, რაც ხდის მას საუკეთესო მასალად მაღალსართულიანი შენობების მოსაპირკეთებლად.
„არქისთან მრავალწლიანი პარტნიორობა გვაკავშირებს და დღევანდელი პროექტი არის ამ პარტნიორობის გაგრძელების კარგი მაგალითი. როგორც არქის წარმომადგენლებმა ისაუბრეს პროექტი გამორჩეულია, როგორც დიზაინით და მდებარეობით, ისე მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით. გვიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა არქის მხარი დავუჭიროთ ამ მრავალფეროვანი პროექტის განხორციელებაში." — თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე გოგა თხელიძე
არქი უნივერსი იქნება ახალი გამორჩეული საცხოვრებელი კომპლექსი საბურთალოზე, რომელიც თავისი მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით, უმაღლესი ხარისხის მასალებითა და უნიკალური ექსტერიერით კომფორტულ და ესთეტიკურ გარემოს შექმნის.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები