ხარ მედიის წარმომადგენელი და გაინტერესებს გარემოსდაცვითი საკითხები? შემოუერთდი კვლევითი პროექტების კონკურსს
ფოტო: CENn
ხარ მედიის წარმომადგენელი და გაინტერესებს გარემოსდაცვითი საკითხების კვლევა? მაშინ, შემოუერთდი კვლევითი პროექტების კონკურსს. USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, CENN მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც პლასტმასით გარემოს დაბინძურების საკითხით არიან დაინტერესებული, კვლევითი პროექტების კონკურსს მართავს.
კონკურსი ქართულ მედიაში მომუშავე ჟურნალისტებს, პროდიუსერებს, მედიის სპეციალისტებსა და მედიამკვლევრებს იწვევს პლასტმასით გარემოს დაბინძურების გარშემო მედიაპროდუქტების მოსამზადებლად.
კონკურსის მიზანია, მედიაში დასაქმებულ ადამიანებს, გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ პროფესიული ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარონ. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა პლასტმასის ნარჩენების მდგრადი მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის შესახებ ანალიტიკური ჟურნალისტური ნაშრომები უნდა მოამზადონ და აქტიურ მედიაპლატფორმებზე გამოაქვეყნონ.
პროექტის ფარგლებში მონაწილეებს შეუძლიათ მასალა სხვადასხვა ფორმატით წარადგინონ, მაგალითად: სტატია, ვიდეომასალა, სატელევიზიო რეპორტაჟი, რადიო რეპორტაჟი, პოდკასტი, მულტიმედია კონტენტი.
კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგება:
21 ნოემბერს ერთდღიანი სავალდებულო თემატური ტრენინგი და პრაქტიკული სასწავლო ვიზიტი გაიმართება თბილისში. ტრენინგზე მონაწილეები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ ცირკულარულ ეკონომიკაზე და ნარჩენების მართვის პრაქტიკაზე საქართველოში.
ტრენინგისა და სასწავლო ვიზიტის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებმა შერჩეული თემისა და დაგეგმილი კვლევის კონცეფცია უნდა წარმოადგინონ.
კონცეფციებს დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს და ოთხ გამარჯვებულ ავტორს შეარჩევს. გამარჯვებულ ავტორებთან კვლევის ჩატარებაზე ხელშეკრულება გაფორმდება.
გამარჯვებულებთან თითო კვლევის ჩასატარებლად დაიდება ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც 1 450 ლარი გამოიყოფა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მედიაპროფესიონალებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, რის გამოც ჟურნალისტების გამოცდილებაზე, მოტივაციასა და შემოთავაზებული პლატფორმის რელევანტურობაზე დაყრდნობით შეირჩევიან. კონკურსის ყველა ხარჯს პროექტი დაფარავს.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 2023 წლის 15 ნოემბრის 18:00 საათამდე ამ ბმულზე.
სტატია მომზადებულია პროექტის "საზოგადოების გაძლიერება ცირკულარული გადაწყვეტების დანერგვისათვის საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები