მართეთ ბიზნესი მარტივად — რა შესაძლებლობებს გთავაზობთ ბიზნეს მენეჯერი
ფოტო: საქართველოს ბანკი
ცხოვრება სულ უფრო ჩქარდება და ხშირად გვაქვს განცდა, რომ ერთ თვალის დახამხამებაში რეალობა იცვლება, ახალ-ახალი გამოწვევები, განვითარების ახალი ნიშნები ჩნდება. ეს ტემპი ადამიანის ცხოვრების წესს, მოთხოვნებსა და სურვილებსაც ცვლის.
ამიტომ, სხვადასხვა სექტორისთვის მუდმივი გამოწვევაა დაეწიოს დროს, ცვალებად გარემოს და მეტიც, ერთი ნაბიჯით წინ იყოს. თანამედროვე სამყარო, მათ შორის, ბიზნეს სექტორზეც დიდ გავლენას ახდენს. ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია განვითარდე, მოერგო მომხმარებლის სურვილებსა და მისწრაფებებს, მოიზიდო ახალი აუდიტორია და მუდმივად ხელი გეჭიროს პულსზე.
ბიზნეს სექტორში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, საქართველოს ბანკმა გადაწყვიტა, რომ ბიზნესებისთვის დამატებით შეეწყო ხელი და ახალი პლატფორმა — ბიზნეს მენეჯერი შექმნა. პლატფორმა აერთიანებს რიგ ხელსაწყოებს, რომლებიც ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობას მნიშვნელოვნად ზრდის, მათ განვითარებაში, მომხმარებლის სურვილების გაგებაში და ბაზრის ტენდენციებისთვის ნაბიჯ-ნაბიჯ მიყოლაში ეხმარება.
რა უნდა იცოდე ბიზნეს მენეჯერზე
ბიზნეს მენეჯერი არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც შეუცვლელ დამხმარე ხელსაწყოდ იქცევა ნებისმიერ სექტორში ჩართული ადამიანისა თუ კომპანიისთვის, რომელიც მომხმარებელს გარკვეულ სერვისებს სთავაზობს. პლატფორმის საშუალებით გონივრული სამომხმარებლო შეთავაზებების დაგეგმვა, გადახდების მართვა, ანალიტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება არის შესაძლებელი. მოკლედ, იმ დეტალების მარტივად ორგანიზება შეგიძლიათ, რომელიც საბოლოოდ ბიზნესის წარმატების გასაღებია.
მულტიფუნქციური პლატფორმა სამ მთავარ მიმართულებას აერთიანებს:
- გადახდების მენეჯერს;
- API მენეჯერს;
- Ads მენეჯერს.
თუმცა, აღნიშნული მიმართულებებიც არაერთ მნიშვნელოვან, ასე ვთქვათ, ქვე-შესაძლებლობას მოიცავს, რომლებიც ბიზნესის მართვის პროცესს გაგიმარტივებთ, მათ შორის, პლატფორმის დახმარებით შეგიძლიათ:
- მოითხოვოთ გადახდები;
- იპოვოთ ტრანზაქციების ისტორია და ანალიტიკა;
- მართოთ ფინანსური პროცესები;
- ჩააშენოთ საკუთარ ციფრულ პროდუქტებში საქართველოს ბანკის API სერვისები;
- შექმნათ და მართოთ შეთავაზებები თქვენი და საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის და სხვა.
მოდი, უფრო დეტალურად მოვყვეთ ბიზნეს მენეჯერის მთავარ მიმართულებებზე და და გავიგოთ, რა შესაძლებლობებს სთავაზობენ ისინი პლატფორმის მომხმარებლებს.
გადახდების მენეჯერი
გადახდების მენეჯერი ფინანსური ტრანზაქციების მართვის ახლებური, მოქნილი და მაქსიმალურად გამარტივებული შესაძლებლობით ბიზნესებს ციფრული სამყაროს მოთხოვნებისთვის პასუხის გაცემასა და პროცესების ავტომატიზაციას უმარტივებს.
ფოტო: საქართველოს ბანკი
თუ აქამდე ბიზნესს, რომელსაც ონლაინ ვაჭრობის მიმართულებაც ჰქონდა, გადახდის მეთოდების ინტეგრირებაზე მეტი ძალისხმევა ეხარჯებოდა, ბიზნეს მენეჯერში ეს ყველაფერი გამარტივებულია: უბრალოდ ავსებთ განაცხადის ფორმას და რამდენიმე დაწკაპუნებით შეგიძლიათ, რომ საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდი, ონლაინ განვადების ფუნქციონალი თუ ნაწილ-ნაწილ გადახდის შესაძლებლობა ვებგვერდზე დაამატოთ (ფილიალში მისვლის გარეშე, სრულად ონლაინ).
ამასთან, პლატფორმა გაძლევთ შესაძლებლობას, რომ შეუკვეთოთ საქართველოს ბანკის ტერმინალი და ფიზიკურ სივრცეში შექმნათ საბანკო ბარათით გადახდის შესაძლებლობა.
ფოტო: საქართველოს ბანკი
გადახდების მენეჯერი მხოლოდ გადახდის მეთოდების მოთხოვნის პროცესს კი არ ამარტივებს, გთავაზობთ კიდევ უფრო "ჩაშლილად" ადევნოთ თვალი გადახდის პროცესს და მათ შორის, მომხმარებლის ქცევას დააკვირდეთ ან შეასრულოთ სხვადასხვა ოპერაცია — გადახდების მენეჯერის დახმარებით შეგიძლიათ:
- დააკვირდეთ გადახდების ისტორიას — დეტალურად ნახოთ, როდის, რა მეთოდით და რა ტიპის ბარათით შეასრულეს გადახდა თქვენმა მომხმარებლებმა;
- შეამოწმოთ, როგორია გადახდის სტატუსი — დადასტურდა, დაბრუნდა თუ გაუქმდა;
- მარტივად მართოთ გადახდები — მაგალითად, გააუქმოთ განვადება, მომხმარებელს თანხა დაუბრუნოთ და სხვა;
- თვალი ადევნოთ რეპორტებს — მათ შორის დააგენერიროთ ახალი, თქვენთვის საინტერესო რეპორტები, რაც საკუთარი საქმიანობის შესახებ სრული სურათის დანახვაში გეხმარებათ;
- დააგენერიროთ ანალიტიკა — დააკვირდეთ, რა არხებითა და მეთოდებით იხდიან მომხმარებლები, რა თანხას ხარჯავენ გარკვეულ პერიოდში და როგორია საშუალო გადახდების მაჩვენებელი, რაც სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებასა და სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას გაგიმარტივებთ.
API მენეჯერი
ბიზნესებმა, რომლებიც ონლაინ მიმართულებასაც ავითარებენ თუ მომხმარებლებმა, რომლებიც ამჯობინებენ, რომ სასურველი სერვისი თუ პროდუქტი სახლიდან გაუსვლელად მიიღონ, კარგად იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმაციის უსაფრთხოდ მიმოცვლა.
API სერვისები სწორედ ასეთ უსაფრთხოების დაცვის ხელსაწყოებს მოიცავს. ამ დროისთვის, საქართველოს ბანკის API სერვისებით 1000-ზე მეტი კომპანია სარგებლობს და ბიზნეს მენეჯერის დახმარებით თქვენც მარტივად შეძლებთ, მათ რიგებს შეუერთდეთ.
API მენეჯერი რამდენიმე სასარგებლო ფუნქციონალს აერთიანებს, ესენია:
- ბიზნეს ინტერნეტბანკი;
- ღია ბანკინგი;
- BOG ID.
ღია ბანკინგის დახმარებით მომხმარებელს ფინანსების ერთი სივრციდან მართვის შესაძლებლობას შესთავაზებთ იმ შემთხვევაშიც კი, როცა რამდენიმე ბანკში აქვთ ანგარიში გახსნილი. ხოლო BOG ID-ის საშუალებით შეძლებენ თქვენს ბიზნეს პლატფორმაზე ვერიფიკაცია და ავტორიზაცია მობილბანკით ან ინტერნეტბანკით გაიარონ.
საქართველოს ბანკის API სერვისების დახმარებით მომხმარებლები შეძლებენ, თავად დააინტეგრირონ და მარტივად გამოიყენონ შემდეგი ფუნქციონალები და ხელსაწყოები:
- ინდივიდუალური და პაკეტური დოკუმენტების შექმნა;
- ამონაწერების მართვა;
- ნაშთების შემოწმება;
- ვალუტის კურსის კონტროლი და სხვა.
Ads მენეჯერი
ბიზნესის წარმატება ახალი მომხმარებლის მოზიდვისა და ერთგული აუდიტორიისთვის კომფორტული, მისაღები სერვისებისა და პროდუქტების განვითარების გარეშე წარმოუდგენელია. ეს ქმნის ბიზნესის სახეს, რომელიც მომხმარებელზეა ორიენტირებული და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მათ სურვილებს.
ამიტომ, ბიზნეს მენეჯერის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური პროდუქტი — Ads მენეჯერი თქვენი სამუშაო პროცესის განუყოფელ ნაწილად უნდა აქციოთ. ეს პროდუქტი, რიგი შესაძლებლობების გამო, შეუცვლელია — Ads მენეჯერი საშუალებას გაძლევთ:
- მარტივად ამოიცნოთ თქვენი მომხმარებლები და მათი მისწრაფებები;
- შექმნათ მათ ინტერესებზე მორგებული შეთავაზებები;
- გაზარდოთ ბრენდის ცნობადობა და მომხმარებლების რაოდენობა.
პროცესი მარტივია: გადახდების ანალიტიკის მიხედვით მუშავდება მონაცემები, რომლებიც გეხმარებათ მიხვდეთ, რა უნდა შესთავაზოთ თქვენს თუ საქართველოს ბანკის მილიონზე მეტ ციფრულ მომხმარებელს და თვალი ადევნოთ, ბოლო 2 თვის განმავლობაში რამდენი მომხმარებელი შეიძინეთ, დაკარგეთ და როგორია მათი აქტიურობის დინამიკა.
ფოტო: საქართველოს ბანკი
გარდა ამისა, Ads მენეჯერის დახმარებით საშუალება გაქვთ:
- იპოვოთ თქვენი ბიზნესის მომხმარებლების აქტივობა;
- გაზომოთ დემოგრაფიული მონაცემები;
- თვალი მიადევნოთ მათი ქცევასა და სეგმენტაციას სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით;
- აირჩიოთ სამიზნე აუდიტორია, შეთავაზების მიზანი, ტიპი, პირობები, სულაც — შეზღუდვები და მთლიანი პროცესი ციფრულად მართოთ;
- დააკვირდეთ Ads მენეჯერით გაშვებული შეთავაზებების პროგრესს და საბოლოო შედეგები რეპორტის სახით ნახოთ.
თუ შენი ბიზნესის განვითარებისა და ოპერაციების მარტივად მართვისთვის ახალ შესაძლებლობებს ეძებ, გამოცადე საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი და გააძლიერე შენი კომპანია.
-
ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო
გადახედვა
-
საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
კომენტარები