საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეროვნულ ბიბლიოთეკაში დამწერლობის მუზეუმი გაიხსნება
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ეროვნულ ბიბლიოთეკასთან პარტნიორობით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, პირველად საქართველოში, ქართული დამწერლობის მუზეუმი გაიხსნება.
ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ და საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა ლომთაძემ მოაწერეს.
"ქართული დამწერლობა მსოფლიოში არსებულ 14 დამწერლობას შორის ერთ-ერთია. ქართულ ენაზე ხელნაწერების და შემდეგ უკვე ბეჭდური გამოცემების შექმნის ისტორია საუკუნეებს ითვლის. ეროვნული ბიბლიოთეკის დამწერლობის მუზეუმში ეს ისტორია ციფრულად იქნება მოყოლილი. საქართველოს ბანკი კი დამწერლობის მუზეუმის ტექნიკურად აღჭურვას უზრუნველყოფს. ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში დამწერლობის მუზეუმისთვის გამოყოფილ სპეციალურ სივრცეში, რომლის რესტავრაცია ამჟამადაც მიმდინარეობს, განთავსდება ციფრული ინსტალაციები, რომლებიც ქართული დამწერლობის ისტორიას ასახავენ. წარმოდგენილი იქნება ასომთავრული, ნუსხახუცური და მხედრული დამწერლობის ნიმუშები, ასევე ქართული შრიფტების განვითარების ეტაპები. მუზეუმის სივრცეში ასევე განთავსდება ციფრული ინსტალაციები, რომლებიც მსოფლიო დამწერლობის ისტორიას გაგვაცნობენ", — განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ.
"მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ამ ამბიციურ, მნიშვნელოვან და ძალიან საინტერესო პროექტის განხორციელებას შევუწყოთ ხელი. გვჯერა რომ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად შექმნილ ამ სივრცეს ბევრი დამთვალიერებელი ეყოლება და ის როგორც ქართველი, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და შთამბეჭდავი ადგილი გახდება. საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხიმგებლობის მქონე კომპანია აგრძელებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას", — განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა ლომთაძემ.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები