სპეციალური შეთავაზებები Bridgestone საბურავებზე — იაპონური ბრენდი და თეგეტა თანამშრომლობის 25 წლის იუბილეს აღნიშნავენ
ფოტო: თეგეტა
თეგეტა ბრიჯსტოუნთან 25-წლიანი თანამშრომლობის აღსანიშნავად, იაპონური ბრენდის ერთგულ მომხმარებელს განსაკუთრებულ აქციებს სთავაზობს. თეგეტა მოტორსის ფილიალებში ბრიჯსტოუნის საბურავების სრულ ასორტიმენტზე 25%-იანი ქეშბექი მოქმედებს, ხოლო ონლაინმაღაზიაში ამავე ბრენდის საბურავებს 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენთ.
გარდა ამისა, მსუბუქი ავტომობილის მძღოლებს Bridgestone-ის ზაფხულის საბურავების ორი მოდელის შეძენა სპეციალურ ფასად შეეძლებათ - Bridgestone Dueler HT D840, ზომით 265/65R17 — 480 ლარი; ხოლო Bridgestone Turanza T005, ზომით 195/65R15 — 159 ლარი. სპეცშეთავაზებები ივლისის ბოლომდე გაგრძელდება.
"საბურავების მწარმოებელ იაპონურ ბრენდთან 25-წლიანი თანამშრომლობის აღნიშვნა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით გვინდა, რომ ბრიჯსტოუნის მომხმარებლები წავახალისოთ და სხვადასხვა აქტივობა შევთავაზოთ. ბრიჯსტოუნის პროდუქციის ძირითადი მახასიათებლებია: ნებისმიერ გარემოში უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება, გამძლეობა და მდგრადობა, საწვავის ეკონომია. თეგეტა მოტორსის ფილიალებში ბრენდის საბურავების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი: ზამთრის, ზაფხულის, სველ ან თოვლიან გზაზე გადაადგილებისთვის, ასევე — სპორტული აქტივობებისთვის განკუთვნილი. ამ ბრენდის პროდუქცია უსაფრთხო, საიმედო და კომფორტული მგზავრობის ყველა პირობას ქმნის. გარდა ამისა, ინოვაციური მიდგომებით შექმნილი საბურავები მომხმარებლებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ემსახურება", — აღნიშნავს დავით ჩხაიძე, თეგეტა პრაიმ პროდაქტსის დირექტორი.
თეგეტასა და ბრიჯსტოუნის 25-წლიანი თანამშრომლობის აღსანიშნავი აქტივობების ფარგლებში განსაკუთრებული ფასები ბრენდის საბურავებზე მთელი საქართველოს მასშტაბით ივლისის ბოლომდე იმოქმედებს. განსაკუთრებული თარიღის აღსანიშნად სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობაა დაგეგმილი.
მსოფლიოში საბურავების მწარმოებელი მსოფლიო გიგანტის, ბრიჯსტოუნის ოფიციალური დილერი თეგეტა 1998 წელს გახდა. 2022 წლის მონაცემებით, თეგეტა მოტორსმა საქართველოში ბრიჯსტოუნის 71 ათასი ცალი საბურავი გაყიდა, ხოლო მიმდინარე წელს, მხოლოდ 6 თვის განმავლობაში — 40 ათასი ცალი.
კომპანია ბრიჯსტოუნი 1931 წელს იაპონიაში, ქალაქ კურუმეში დაარსდა. ის საბურავებს აწარმოებს როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ავტომობილებისთვის. დღეს კომპანიას მსოფლიოში დაახლოებით 150 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. მისი მთავარი მახასიათებლები წარმოების ხარისხი და ინოვაციურობაა.
შეგახსენებთ, რომ თეგეტა მოტორსის ფილიალებში ბრიჯსტოუნის საბურავების შეძენისას უსასრულო გარანტია მოქმედებს.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
ვარსკვლავი ისე განადგურდა, რომ კვალი არ დატოვა — რა ვიცით ვარსკვლავი ისე განადგურდა, რომ კვალი არ დატოვა — რა ვიცით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: თუ ამერიკულ მხარეს ჰქონდა ანაკლიის პორტის ინტერესი, შეეძლოთ მონაწილეობა ირაკლი კობახიძე: თუ ამერიკულ მხარეს ჰქონდა ანაკლიის პორტის ინტერესი, შეეძლოთ მონაწილეობა
გადახედვა
-
OpenEvidence — ჩატბოტი, რომელმაც ამერიკელი ექიმების გული მოიგო OpenEvidence — ჩატბოტი, რომელმაც ამერიკელი ექიმების გული მოიგო
გადახედვა
-
მისია Artemis 3-ში მონაწილე ასტრონავტების ვინაობა უკვე ცნობილია — გაიცანით ეკიპაჟი მისია Artemis 3-ში მონაწილე ასტრონავტების ვინაობა უკვე ცნობილია — გაიცანით ეკიპაჟი
გადახედვა
-
Cryptal-ზე კრიპტოს ყიდვა, ბალანსის შევსება და თანხის გატანა საერთაშორისო საბანკო ბარათით არის შესაძლებელი Cryptal-ზე კრიპტოს ყიდვა, ბალანსის შევსება და თანხის გატანა საერთაშორისო საბანკო ბარათით არის შესაძლებელი
-
მეცნიერებმა ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შსს: 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს შსს: 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს
გადახედვა
-
FT: EU-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების 21-ე პაკეტში ქართული კრიპტოპლატფორმები მოხვდნენ FT: EU-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების 21-ე პაკეტში ქართული კრიპტოპლატფორმები მოხვდნენ
გადახედვა
-
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეზობელმა მეზობელი მოკლა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეზობელმა მეზობელი მოკლა
გადახედვა
-
დაესწარი საქართველოს ბანკის ვებინარს და გაიგე, როგორ შეგიძლია ისწავლო აშშ-ში სრული დაფინანსებით დაესწარი საქართველოს ბანკის ვებინარს და გაიგე, როგორ შეგიძლია ისწავლო აშშ-ში სრული დაფინანსებით
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის წინაპირობად რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ასახელებს შალვა პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის წინაპირობად რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ასახელებს
გადახედვა
-
შონ "დიდი" ქომბსს არასრულწლოვან მსახიობზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ შონ "დიდი" ქომბსს არასრულწლოვან მსახიობზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
Apple-ის განახლებული Siri ევროკავშირში ხელმისაწვდომი არ იქნება — აი, რატომ Apple-ის განახლებული Siri ევროკავშირში ხელმისაწვდომი არ იქნება — აი, რატომ
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ყველა უყურებს საკუთარ ინტერესებს, არაფრად დაგიდევს სხვის ინტერესებს, განსაკუთრებით პატარა ერების ინტერესებს, რომლებიც აქლემების ბრძოლაში კოზაკივით იჭყლიტებიან ხოლმე შალვა პაპუაშვილი: ყველა უყურებს საკუთარ ინტერესებს, არაფრად დაგიდევს სხვის ინტერესებს, განსაკუთრებით პატარა ერების ინტერესებს, რომლებიც აქლემების ბრძოლაში კოზაკივით იჭყლიტებიან ხოლმე
გადახედვა
-
აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
გადახედვა
-
თქვენო აღმატებულებავ, გისურვებთ უწყვეტ წარმატებას — ირაკლი კობახიძე სი ძინპინს წერილს უგზავნის თქვენო აღმატებულებავ, გისურვებთ უწყვეტ წარმატებას — ირაკლი კობახიძე სი ძინპინს წერილს უგზავნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
-
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
-
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
-
ფიტნეს ცენტრ "რეფორმერის" დამფუძნებელი მეწარმე იურიდიული პირისთვის პოლიტიკური აქტივობის აკრძალვას სასამართლოში გაასაჩივრებს ფიტნეს ცენტრ "რეფორმერის" დამფუძნებელი მეწარმე იურიდიული პირისთვის პოლიტიკური აქტივობის აკრძალვას სასამართლოში გაასაჩივრებს
გადახედვა
-
ქუთაისში მე-6 სართულიდან 21 წლის გოგო გადმოვარდა ქუთაისში მე-6 სართულიდან 21 წლის გოგო გადმოვარდა
გადახედვა
კომენტარები