ფინანსური და ეკონომიკური განათლება უკეთესი მომავლისთვის — ეროვნული ბანკის ახალი პროექტი
ფოტო: ეროვნული ბანკი
პროექტის "ფინანსური და ეკონომიკური განათლება უკეთესი მომავლისთვის" ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა თბილისის უნივერსიტეტებში საჯარო ლექციები ჩაატარეს და სტუდენტებთან ერთად აქტუალურ ეკონომიკურ თემებზე იმსჯელეს.
ახალგაზრდებთან შეხვედრისას, ძირითადად, საუბრები წარიმართა ისეთ თემებზე, როგორებიცაა — ფინანსური სტაბილურობა და ეროვნული ბანკის ინსტრუმენტები, ფულის მასის შექმნის პროცესი რეალურ სამყაროში, გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები, მდგრადი დაფინანსება, ფინანსური ტექნოლოგიები, მომხმარებელთა უფლებები და სხვა.
ბოლო ასეთი შეხვედრა ფასების სტაბილურობის თემაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ მესტვირიშვილმა ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET-ში გამართა.
"პროექტის ფარგლებში თბილისის 6 უნივერსიტეტის 500-ზე მეტ სტუდენტს ვესაუბრეთ ეროვნული ბანკის ფუნქციებზე, ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ფინანსური სტაბილურობისა და რეგიონში არსებული გამოწვევების შესახებ. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო, ერთი მხრივ, უნივერსიტეტებს თანამშრომლობისათვის, მეორე მხრივ კი, ახალგაზრდებს მაღალი დაინტერესებისა და ჩართულობისთვის. სებ-ი მომავალშიც გააგრძელებს საინტერესო საგანმანათლებლო პროექტების ინიცირებასა და მხარდაჭერას", — აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ მესტვირიშვილმა.
ფინანსური და ეკონომიკური განათლება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. ამ კუთხით, ბოლო წლებში არაერთი საგანმანათლებლო აქტივობა წარმატებით განხორციელდა, მათ შორის, საფუძველი ჩაეყარა სხვადასხვა ყოველწლიურ ღონისძიებას.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ახალგაზრდებში ფინანსური ცნობიერებისა და ეკონომიკისადმი ინტერესის ამაღლების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2020 წელს შექმნა ფინანსური განათლების პორტალი — "ფინედუ", რომელიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, ადრეული ასაკიდანვე ისწავლონ საკუთარი ფინანსების დამოუკიდებლად მართვა და ხელს უწყობს ეკონომიკური აზროვნების განვითარებას.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები