ხელოვნური ინტელექტის დახმარებით The Beatles ბოლო სიმღერას გამოუშვებს
ფოტო: Abbey Road
პოლ მაკარტნიმ ბითლზის "ბოლო სიმღერის" შესაქმნელად ხელოვნური ინტელექტი დაიხმარა. BBC RADIO 4-თან ინტერვიუში მუსიკოსი ამბობს, რომ სიმღერა ახლახან დასრულდა და შემდეგ წელს გამოვა, ასევე ამატებს იმასაც, რომ ჩანაწერის შესაქმნელად ძველი კასეტიდან ჯონ ლენონის ხმა გამოიყენეს.
მართალია, მომღერალს სიმღერის სახელი არ უთქვამს, თუმცა სავარაუდოა, რომ მან ჯონ ლენონის 1978 წლის კომპოზიცია Now And Then გამოუშვას. ეს სიმღერა ერთ-ერთი იყო კომპოზიციების სერიიდან For Paul, რომელიც ჯონ ლენონმა მაკარტნისთვის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე შექმნა და რომლის ჩანაწერიც იოკო ონომ მას 1994 წელს გადასცა.
ამ სერიის 2 სიმღერა Free As A Bird და Real Love ლეგენდარულმა ჯგუფმა 1995-1996 წლებში ბითლზის სახელით გამოუშვა. მაკარტნის თქმით, ბენდმა Now And Then -ის ჩაწერაც დაიწყო, თუმცა ბოლომდე არ მიუყვანიათ. მომღერალი ყვება, რომ მაშინ The Beatles-ის წევრმა ჯორჯ ჰარისონმა ჩანაწერი დაიწუნა და თქვა, რომ ზედმეტად უხარისხო იყო. პოლი კი თვლიდა, რომ სიმღერას ძალიან ლამაზი მისამღერი ჰქონდა და რადგან მას ჯონ ლენონი ასრულებდა, უნდა გამოეშვათ.
სიმღერის ჩაწერის შანსი პიტერ ჯექსონის ახალ დოკუმენტურ ფილმთან Get Back-თან ერთად გაჩნდა, სადაც რეჟისორი ემილი დე ლა რეი ხელოვნურ ინტელექტს "ასწავლის", როგორ შეამჩნიოს და ერთმანეთისგან გაარჩიოს ბითლზის მომღერლების ხმები, შემდეგ კი ინსტრუმენტებისგან და უკანა ფონის ხმაურისგან გააცალკევოს, რითაც "სუფთა ჩანაწერს" იღებენ. ამ ტექნოლოგიიამ მაკარტნის საშუალება მისცა ახალ სიმღერაში ლენონთან "დუეტი ჩაეწერა".
"გვქონდა ჯონის ხმა და მისი ფორტეპიანო, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით კი მათი გაცალკევება შევძელით. მოწყობილობას ეუბნებიან: 'ეს არის ხმა, ეს არის გიტარა, წაშალე გიტარა'", — აღნიშნავს მუსიკოსი.
მაკარტნი მუსიკის მომავალზეც საუბრობს და ამბობს, რომ ზოგჯერ ადამიანები ეუბნებიან, როგორ ნახეს ჩანაწერი, რომელშიც ჯონ ლენონი მაკარტნის ახალ სიმღერას მღერის, სინამდვილეში კი ეს მხოლოდ ხელოვნური ინტელექტია, რაც მას აშინებს.
"ეს საშიში პროცესია, მაგრამ ასევე ამაღელვებელი. ესაა მომავალი. უბრალოდ უნდა ვნახოთ, სად მიგვიყვანს", — ამბობს მაკარტნი.
იხილეთ ასევე:
- პოლ მაკარტნი ჯონ ლენონთან პირველ შეხვედრასა და თანამშრომლობას იხსენებს
- პოლ მაკარტნი ამბობს, რომ Beatles-ის დაშლის ინიციატორი ჯონ ლენონი იყო
- პოლ მაკარტნი: ჯონ ლენონმა კომპლიმენტი მხოლოდ ერთხელ, ამ სიმღერაზე მითხრა
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
კომენტარები