საპატრიარქო McDonald's-ის "ჰეფი მილში" ელტონ ჯონის ხსენებას სულიერ საწამლავს ადარებს
საპატრიარქო მაკდონალდის საბავშვო მენიუზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით გამოეხმაურა. ცოტა ხნის წინ, ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა სიუჟეტი, რომელშიც ნათქვამია, რომ მაკდონალდის "ჰეფი მილში" ერთ-ერთი საჩუქარი ცნობილი მუსიკოსის, ელტონ ჯონის შესახებ შექმნილი ბროშურაა, სადაც როგორც მისი მუსიკალური კარიერის, ასევე პირადი ცხოვრების შესახებაა მოთხრობილი.
საპატრიარქოს განცხადებით, ბროშურის გამოშვება მაკდონალდსის მხრიდან მოსახლეობის ცხოვრების წესის უგულებელყოფას ნიშნავს და მას ვერაგულ და შეფარულ საქციელს უწოდებს.
"მიგვაჩნია, რომ მსგავსი ქმედება არის ყალბი ღირებულებების პროპაგანდა, განსაკუთრებით საქართველოში, ისეთ ქვეყანაში, რომელიც თითქმის ორიათასწლოვანი ქრისტიანული, სულიერი და კულტურული მემკვიდრეობით ცხოვრობს. [...] საუბარი ჯანსაღ საკვებზე კი, რომელსაც შეფარვით სულიერი საწამლავი ერევა, არის კარგად გათვლილი მზაკვრობა", — ნათქვამია განცხადებაში.
ამ თემას მმართველი პარტია ჰომოფობიური კომენტარებით გამოეხმაურა. ოცნების დეპუტატის, ირაკლი კობახიძის თქმით, დაუშვებელია, ლგბტ პროპაგანდა ბავშვებისკენ იყოს მიმართული. ის მაკდონალდსს საკუთარი მასალების შინაარსის გადახედვისკენ მოუწოდებს.
მამუკა მდინარაძე მაკდონალდსის წიგნს "ლგბტ დოკუმენტაციას" უწოდებს და ამბობს, რომ უფლებების დაცვისა და პროპაგანდა ერთმანეთისგან გამიჯვნა აუცილებელია.
"დღეს ჩვენ ვნახეთ ამაზრზენი ფაქტი ე.წ. ჰეფი მილში ბავშვებს სასაჩუქრე პაკეტში სთავაზობენ და აწვდიან ლგბტ პროპაგანდის და არა უფლებების დაცვას. არ სჭირდება ბავშვს უფლებების დაცვის სწავლა 2, 3, 7 და 10 წლის ასაკში", — აცხადებს მდინარაძე.
ხელისუფლებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს ოპოზიციას. დამოუკიდებელი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით მმართველი პარტია პროპაგანდას კონსტიტუციური უფლების დაცვას ეძახის. ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ბეჟაშვილი კი ამბობს, რომ ოცნება ამ თემას პოლიტიკური სპეკულირებისთვის იყენებს.
რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, ხათუნა სამნიძის თქმით, ყველა ადამიანი თანასწორია და თუ ეს ბავშვებს პატარა ასაკიდანვე ეცოდინებათ, უკეთესი იქნება.
"ყველას აქვს უფლება იყოს ბედნიერი და თუ მისი არჩევანია, რომ ჰყავდეს იმავე სქესის პარტნიორი, მე ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ვერც იმაში, რომ ასეთი ცოდნა და ინფორმაცია, რომ ყველა თანასწორი ვართ ამ ქვეყანაში და ამ დედამიწაზე, ჰქონდეთ ბავშვებსაც", — აღნიშნავს სამნიძე.
76 წლის ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა ელტონ ჯონმა პირველი ალბომი 1970 წელს გამოუშვა და პოპულარობას უკვე 50 წელზე მეტია ინარჩუნებს. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალია.
ელტონ ჯონმა და მისმა ქმარმა დევიდ ფერნიშმა ერთმანეთი 1993 წელს გაიცნეს. წყვილმა 2014 წელს იქორწინა. ელტონს და დევიდს ერთად ორი შვილიც ჰყავთ: ელაიჯა და ზაქარი.
-
ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო
გადახედვა
-
შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
კომენტარები