ცარიელი ფურცლებისა და პოსტერების გამო აქტივისტების დაკავებას სახალხო დამცველიც გამოეხმაურა — რას წერს
ფოტო: კადრები ვიდეოდან / მარიამ ნიკურაძე
რატომ არის მნიშვნელოვანი: 30 მაისს ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების სამიტზე მყოფმა საქართველოს პრემიერმინისტრმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზად ნატოს გაფართოება დაასახელა, რითაც კრემლის ნარატივი გაიმეორა.
- მესამე დღეა პარლამენტის წინ აქტივისტები ღარიბაშვილის ამ ანტიდასავლურ განცხადებებს აპროტესტებენ.
- ჯიუტების ინფორმაციით, ამ პერიოდში შსს-ს თანამშრომლები უხეშად და გაუმართლებლად ერეოდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებაში.
- გუშინ გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანდა, რომ აქტივისტებთან პოლიცია მივიდა, პლაკატები დაუხია და დაკავება დაიწყო.
- დღეს მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ — ზოგიერთ მათგანს პლაკატზე "ირაყლი" ეწერა, ზოგი კი საერთოდ ცარიელი ფურცლით იდგა.
- პოლიციამ ისინი დღესაც დააკავა.
დეტალები: ადგილიდან გავრცელებულ კადრში ჩანს, რომ ადვოკატი შოთა თუთბერიძე კიბეზე იჯდა, როცა სამართალდამცავები მივიდნენ და ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
- ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე წერს, რომ მას პოსტერზე "ირაყლი" ეწერა.
- სოლიდარობის ნიშნად პარლამენტთან უფლებადამცველები მივიდნენ — ასეთივე პოსტერები და ცარიელი ფურცლები დაიჭირეს.
- მალევე პოლიციამ GDI-ის ხელმძღვანელი, ედუარდ მარიკაშვილი დააკავა, რომელიც ცარიელი ფურცლით იდგა.
- დაკავებული არიან უფლებადამცველები საბა რაჭველი და ნიკა რომანაძე.
- მომხდარის გასაპროტესტებლად ხვალ, 21 საათზე პარლამენტთან რუსეთიზაციის წინააღმდეგ მორიგი აქცია დაიგეგმა.
მომხდარი უკვე შეაფასეს NGO-ებმა და ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ.
- არასამთავრობოები აცხადებენ, რომ შსს-ს ქმედება გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევაა და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.
- "შემაშფოთებლად მიგვაჩნია, შსს-ს მხრიდან მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების თვითნებური და კანონსაწინააღმდეგო დაკავების ტენდენციური ხასიათი. მოვუწოდებთ შსს-ს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა დაკავებული და შეწყვიტოს გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა", — ვკითხულობთ TI-სა და ISFED-ის საერთო განცხადებაში.
- 20-მა სამოქალაქო ორგანიზაციამ მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა დაკავებულებს, რომლებიც გაბედულად იბრძვიან გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი შეზღუდვების წინააღმდეგ.
- "ბევრი შეფასება გაკეთდა და გაკეთდება, თუმცა, მთავარი დასკვნა სხვაა: ვიღაცებს ძალიან, ძალიან, ძალიან ეშინიათ მოქალაქეთა საპროტესტო შეკრების", — დაწერა ყოფილმა სახალხო დამცველმა.
- ორგანიზაციებმა მოუწოდეს შსს-ს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები და შეწყვიტოს უკანონო დაკავებების პრაქტიკა.
- სახალხო დამცველს კი, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელს, მოუწოდეს, იმოქმედოს მანდატით გათვალისწინებული მექანიზმებით და, მათ შორის, განახორციელოს შეკრების და გამოხატვის თავისუფლების, დაკავებულთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი ადგილზე.
სახალხო დამცველი რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნებულ განცხადებაში "კიდევ ერთხელ" მოუწოდებს შსს-ს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს სრულიად მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა.
- "ასევე, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ პოზიტიური ზოგადი ინფორმაცია და იდეები, როგორც უწყინარი ანდა ინდიფერენტული, არამედ ისეთებიც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაწუხებელია", — ვკითხულობთ აპარატის განცხადებაში.
- სავარაუდოა, რომ ამ სიტყვებით სახალხო დამცველი პროტესტის დღევანდელ ფორმას აფასებს.
- მისივე შეფასებით, აღნიშნული სტანდარტის დაცვის გარეშე წარმოუდგენელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა.
- "ამდენად, დაუშვებელია სრულიად გაუგებარი მიზეზით და უხეში ფორმით, სამართალდამცავთა მიერ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა", — წერია განცხადებაში.
- აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველის რწმუნებულები ადგილზე მოახდენენ აქციის მიმდინარეობაზე დაკვირვებას და თავისი მანდატის ფარგლებში კვლავ გააგრძელებენ დაკავებული პირების მონახულებას და მათი ფიზიკური მდგომარეობის შეფასებას.
კონტექსტი: პოსტერების და აზრის გამოხატვის გამო დაპატიმრება რუსეთში ფართოდ გავრცელებული მეთოდია.
- ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებს ერთსიტყვიანი და ცარიელი ფურცლების გამოც იჭერდნენ და ჯარის დისკრედიტაციისთვის ასამართლებდნენ.
- დროთა განმავლობაში ეს პრაქტიკა საქართველოშიც დამკვიდრდა, როცა აქტივისტების დაკავება მონის და მონა ლიზას დაძახების გამო დაიწყეს.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები