ირაკლი ღარიბაშვილი

19 May. 2023, 15:37

ჩემი მიზანი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და ჩვენი ქვეყნის დაცვა და ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვა. მე მქონდა პირადად შეხვედრები ევროპის ლიდერებთან, ისლანდიაში როცა მქონდა შეხვედრები და მე მათ ავუხსენი, რომ ეს [რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა] არის ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისი.

მე განვმარტე, რომ ეს არის შემადგენელი ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთების. ჩვენ, მეგობრებო, არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომ დავემორჩილოთ ევროკავშირის პოლიტიკას, ჩვენ უნდა ვიყოთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ასოცირება, უვიზო რეჟიმი, თქვენ რომ გადაადგილდებით 100 ევროდ თავისუფლად ევროპაში, ეს ჩვენი დამსახურებაა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის, ქართული ოცნების დამსახურება.

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას. ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, ცალმხრივად დაწესებული სავიზო რეჟიმი გაუქმდა და ოკუპანტ ქვეყანასთან პირდაპირი ფრენები აღდგა. ქართულმა მხარემ კი მალევე მისცა თანხმობა რუსულ ავიაკომპანიას, რომ თბილისში ეფრინა. მოსკოვიდან გამოფრენილი რუსული აზიმუტის თვითმფრინავი საქართველოში უკვე დაჯდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნინო კუხალეიშვილი: სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით ეცემა | ვიდეო
  2. როგორ გაკონტროლდება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება?
  3. სანქციების გავლენა რუსეთზე — რატომ ვერ გამართლდა მოლოდინები?
  4. რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს
  5. რუსთავში 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცი მოკლა — ოჯახის ინფორმაციით, კაცი არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით

ბაზისბანკი კვლავ აქტიურად აგრძელებს ციფრული სერვისების განვითარებასა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას.…