კობახიძის პრეტენზიები აშშ-ის ელჩთან პირდაპირი ფრენებისა და ვიზების საკითხზე
ფოტო: მთავრობის პრესსამსახური
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რატომ არის მნიშვნელოვანი: უკვე რამდენიმე თვეა, რაც ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა დაძაბულია.
- მაგალითად, ქართული ოცნებასთან დაკავშირებული პოლიტიკოსები პრორუსული განცხადებებით თავს ესხმიან აშშ-ს და ელჩ კელი დეგნანს.
- ამას დაემატა მმართველი გუნდისა და მათი მხარდამჭერების ორაზროვანი განცხადებები "ომში ჩათრევის მცდელობებზე" — რასაც კელი დეგნანმა 100%-ით რუსული დეზინფორმაცია უწოდა.
- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში რამდენიმე თვის წინ განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა, როგორც ჩანს, ევროკავშირში გაწევრიანებიდან მოსახლეობის ჩამოშორებას ისახავს მიზნად.
- პრესსპიკერმა ნედ პრაისმა აღნიშნა ისიც, რომ დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან.
- ელჩისადმი კრიტიკული არიან ქართული ოცნების ლიდერებიც, მათ შორის, პარტიის თავმჯდომარეც.
- ხოლო, როცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გავლენიანი ქართველი მოსამართლეები, ე.წ კლანის წევრები დაასანქცირა, მათდამი სოლიდარობის ნიშნად, "ოცნებამ" პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა ჩააგდო.
დეტალები: ქართული ოცნების თავმჯდომარემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განიხილა ფრენების აღდგენა რუსეთთან და შემდეგ ამ საკითხზე ამერიკის ელჩის გამოხმაურებაზეც ისაუბრა.
- კობახიძემ დაუფარავად გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ აშშ-ს არ აქვს უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი ფრენები და თავისუფალი ვაჭრობა საქართველოსთან.
- ამის შემდეგ ვიზების საკითხი დააკონკრეტა და მაგალითად რომელიღაც ბრიტანული საიტი მოიყვანა, რომელზეც მისი თქმით, საკონსულო დეპარტამენტის ოფიციალური სტატისტიკა დევს, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქეებს აშშ-დან სავიზო განაცხადების მხოლოდ 37% დაუკმაყოფილდათ.
- ისაუბრა შემთხვევებზე, როცა სტუდენტებმა დაფინანსება მიიღეს, ვიზა კი ვერა და დაამატა: "გაუგებარია, რატომ შეიძლება ახალგაზრდას, ბავშვს, 18 წლის ახალგაზრდას არ ჩაურტყა ვიზა, როცა დაფინანსება აქვს მიღებული ამავე ქვეყნიდან მიღებული".
- ამის შემდეგ თქვა, რომ მსგავსი უამრავი ფაქტია და არ უნდა დეტალებში შევიდეს, მაგრამ იმის შედარება დაიწყო, რომ სხვა მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან ომამდე აშშ-ს ვიზების გაცემის უფრო მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა.
- "რა ახნსაა ამაში? რატომ არ ხდება მაშინ დაახლოება, თუ ეს დაახლოებას ნიშნავს. და პირდაპირი ფრენები, რა უნდა პირდაპირი ფრენების დაწესებას საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. მე რომ ვიყო, მაგალითად, ამერიკის ელჩი, ამაზე ვიზრუნებდი", — განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდო.
კობახიძემ ისიც დაამატა, რომ თუ ფიქრობენ, რუსეთთან უვიზო მიმოსვლასთან, თავისუფალ ვაჭრობასთან რისკებია დაკავშირებული, თავადვე დააწესონ.
- "რომ საუბრობენ იმაზე, რომ იმპორტ-ექსპორტში ვართ დამოკიდებული რუსეთის ფედერაციაზე, თან 20%-იანია ეს დამოკიდებულება, არც კი, თუ არ ვცდები, მაგრამ თავი დავანებოთ ამას. შენ რატომ არ აფორმებ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ამდენი წელი გავიდა", — თქვა უკმაყოფილმა.
- შემდეგ მაგალითად მოიყვანა ანსამბლი მართვე, რომლებსაც, მისი თქმით ვიზის მიღების პროცესი გაურთულეს და გასტროლებზე ვეღარ წავიდნენ და ელჩს რჩევაც მისცა:
- "ასეთ რაღაცეებს უნდა მიხედოს მგონი ამერიკის ელჩმა და არა იმას, რომ სხვა ქვეყანა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. მე მგონი ჯობია, რომ თვითონ გადადგან ასეთი ნაბიჯები, რაც უკავშირდება იგივე სავიზო რეჟიმის გამარტივებას, პირდაპირ ფრენებს და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას".
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები