პრემიერი: საკონსტიტუციო ცვლილებაზე ოპოზიციისა და არასამთავრობოების პროტესტი უსამართლოა
ფოტო: პრემიერმინისტრის პრესსამსახური
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საკონსტიტუციო რეფორმის შესაფასებლად ბრიფინგი გამართა, სადაც დადებითად შეაფასა ყველა ის ცვლილება, რასაც საპარლამენტო უმრავლესობის გუნდმა დღეს, პირველი მოსმენით ერთხმად დაუჭირა მხარი.
პრემიერმა ასევე საარჩევნო სისტემაზეც ისაუბრა, მისი თქმით, პროპორციულ სისტემაზე აზრთა სხვადასხვაობა იყო უმრავლესობაში და საბოლოოდ, მაჟორიტარი დეპუტატების ის ნაწილიც, რომელსაც განსხვავებული პოზიცია აქვს ამ საკითხზე, დაეთანხმა გადაწყვეტილებას, რომ 2024 წლიდან გადავა ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე:
"პოლიტიკა გახლავთ თანმიმდევრულობასა და კომპრომისებს შორის ბალანსი. კომპრომისით მივაღწიეთ საპარლამენტო უმრავლესობის კონსოლიდაციას".
ბრიფინგზე კვირიკაშვილმა თითქმის ყველა იმ ცვლილებაზე ისაუბრა, რაც კონსტიტუციის რეფორმის პროექტში შევიდა და დადებითად შეაფასა ისინი:
"ჩატარდა უპრეცენდენტო მასშტაბის სახალხო განხილვები და ცვლილებების შესახებ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება ჰქონდა მოსახლეობას.
საკონსტიტუციო ცვლილებებით ბალანსდება და მკაფიოდ ნაწილდება პასუხისმგებლობები ხელისუფლებაში, მთავრობა ხდება ეფექტური, კონკრეტდება პრეზიდენტის როგორც ნეიტრალური არბიტრის ფუნქციები.
კონსტიტუციით რეგულირდება ისეთი საკითხები როგორიცაა მიწის გასხვისება, იზრდება საპარლამენტო ოპოზიციის უფლებები, იზრდება სახელმწიფოს სოციალური პასუხიმგებლობა
ჩვენ გავითვალისწინეთ ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით და ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის მოთხოვნა მიწის გასხვისების შეზღუდვებთან დაკავშირებით".
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ოპოზიციისა და არასამთავრობოების პროტესტი უსამართლობაა:
"როდესაც ოპოზიცია ცდილობს, მოახდინოს კონსოლიდირება, მათ შორის არასამთავრობო სექტორის ნაწილის იმისთვის, რომ დაუპირისპირდნენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, არის აბსოლუტურად არგუმენტებს მოკლებული და უფრო მეტიც, ჩემი აზრით - უსამართლო".
დღეს, 22 ივნისის რიგგარეშე სხდომის ბოლოს, საპარლამენტო უმრავლესობამ პირველი მოსმენით, 115 ხმით არცერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს.
ოპოზიციის ბოიკოტი
კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა. პროექტს ძირითადად ქართული ოცნების წევრებმა დაუჭირეს მხარი. სხდომას არ ესწრებოდნენ ნაციონალური მოძრაობის, პატრიოტთა ალიანსისა და ევროპული საქართველოს წევრები. პროტესტი ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო სისტემის კორექტირებას უკავშირდება. კერძოდ, საუბარია მაჟორიტარული სისტემის 2020-ის ნაცვლად 2024 წელს გაუქმებაზე.
პრეზიდენტის პოზიცია
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავდაპირველად უარი თქვა პარლამენტის თხოვნაზე რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, მმართველ გუნდს შეეძლო პრეზიდენტის გვერდის ავლით ჩაენიშნა სხდომა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ უარი თქვა პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე და შესაბამისი ცვლილების კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შეტანაზე. მისივე მტკიცებით, ამ გადაწყვეტილებით ჩანს, რომ რეალურად, კონსტიტუციური ცვლილებები მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტის შეკვეცას ითვალისწინებს.
არასამთავრობო სექტორის პოზიცია
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა სპეციალური განცხადება გაავრცელა სადაც ნათქვამია, რომ მმართველი პარტიის - ქართული ოცნების გადაწყვეტილება პარლამენტის წევრების სრულად პროპორციული წესით არჩევის გადავადების შესახებ მიუღებელი და გაუმართლებელია.
არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ პარლამენტის სრულად პროპორციული წესით დაკომპლექტების წესის გადავადების შემთხვევაში, ცვლილებები იქნება არა კონსენსუსის და ფართო საზოგადოების შეთანხმების საგანი, არამედ ერთი პარტიის მიერ დახურულ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილების შედეგი.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები