რატომ არის მნიშვნელოვანი ყბა-სახის ტრავმების დროული მკურნალობა?
ყბა-სახე სხეულის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელსაც აკისრია ისეთი ფუნქციების შესრულება, როგორებიცაა ღეჭვა, მეტყველება და სუნთქვა. შესაბამისად, ამ მიდამოში არსებული ნებისმიერი დაზიანება არა მხოლოდ დისკომფორტს გვიქმნის, არამედ ხელს გვიშლის სიცოცხლისთვის არსებითი ქმედებების შესრულებაში.
ყბა-სახის რა ტრავმული დაზიანებები არსებობს? როგორია მათი მკურნალობა და რატომაა აუცილებელი დროული ჩარევა? — ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე თოდუას კლინიკის ყბა-სახის ქირურგ გიგა ტორაძე ისაუბრებს.
ყბა-სახის რა ტრავმულ დაზიანებებს გამოყოფდით?
ყბა-სახის ტრავმები მოიცავს ლორწოვანი გარსის დაზიანებებს, დაჟეჟილობებს, ჭრილობებსა და ძვლოვანი ქსოვილების მოტეხილობებს. ამ ტრავმების მიზეზი შეიძლება იყოს ავარიები, საწარმოო შემთხვევები, სიმაღლიდან ვარდნა, ადამიანთა შორის ფიზიკური დაპირისპირება და ა.შ. ტრავმებში ყველაზე გავრცელებულია ცხვირის, ზედა და ქვედა ყბების, ყვრიმალის ძვლების მოტეხილობები. მათგან ყველაზე რთული ყბის მოტეხილობაა, რადგან ამ დროს ადამიანს შეზღუდული აქვს როგორც ღეჭვის, ისე მეტყველების უნარი.
რა ტიპის მოტეხილობები არსებობს?
შეიძლება საქმე გვქონდეს სახის ძვლის ერთ ან მრავლობით მოტეხილობასთან. ლოკალიზაციის მიხედვით კი გამოიყოფა მათი რამდენიმე ტიპი – მოტეხილობა, რომელიც წარმოიქმნება ტრავმის ადგილას, მისგან მოშორებით ან ორივე ლოკაციაზე, ანუ საქმე გვაქვს მოტეხილობის ორივე ტიპის კომბინაციასთან. დაზიანება შეიძლება იყოს ღია და დახურული. ღიაა მოტეხილობა, როცა ძვლის დამფარავი შრეების მთლიანობა დარღვეულია.
როგორია ყბა-სახის ტრავმების დიაგნოსტიკის პროცესი?
ყბა-სახის მიდამოში არსებული დაზიანებების დიაგნოსტიკა ობიექტური გასინჯვით იწყება, რა დროსაც ვაფასებთ ზოგად მდგომარეობას და ვადგენთ ტრავმის ადგილს. შემდეგ ვატარებთ რენტგენოლოგიურ კვლევასა და სახის ძვლების კომპიუტერულ ტომოგრაფიას, რომელიც ყველაზე ინფორმატიული კვლევაა ყბა-სახის დაზიანებების დიაგნოსტიკისთვის. ყველა საჭირო ინფორმაციის შეგროვების შემდეგ კი ვიწყებთ ქირურგიულ მკურნალობას.
რამდენად კომპლექსურია სახის მიდამოში არსებული ტრავმების
მკურნალობა?
ყბა-სახის ქირურგია საკმაოდ რთული მიმართულებაა, რადგან მას რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანა აქვს. ოპერაცია ისე უნდა ჩატარდეს, რომ არა მხოლოდ დაზიანებული ორგანოს ფუნქცია აღდგეს, არამედ შეუნარჩუნდეს მას პირვანდელი ფორმა. ამასთან ერთად, ქირურგების ამოცანაა, აარიდოს პაციენტს სახეზე ნაწიბური, რისთვისაც ყველა შესაძლებლობას ვიყენეთ, რომ ოპერაცია პირშიგნითა მიდგომით ჩავატაროთ.
რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ყბა-სახის ტრავმებს?
თუ პაციენტი დროულად არ მიმართავს ექიმს მოტეხილობის ადგილას მოსალოდნელია, რომ განვითარდეს ანთებითი პროცესები, როგორც რბილ, ისე ძვლოვან ქსოვილებში. შეიძლება წარმოიქმნას აბსცესები, არასწორად შეხორცდეს მონატეხი ფრაგმენტები, რაც იწვევს ყბა-სახის ფუნქციურ მოშლასა და დაზიანებული ადგილის დეფორმაციას. ამიტომ ყოველთვის ვუსვამ ხაზს სპეციალისტთან დროული ვიზიტის მნიშვნელობას იმისათვის, რომ სწრაფად მოხდეს მონატეხი ფრაგმენტების რეპოზიცია და ფიქსაცია. გართულებების თავიდან არიდებით კი, პაციენტი გაცილებით მალე შეძლებს დაუბრუნდეს ჩვეულ მდგომარეობასა და ცხოვრების რიტმს.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები