თურქეთში რელიგიურ სკოლებზე ხუმრობის გამო ცნობილი მომღერალი გაასამართლეს
ფოტო: Reuters
ცნობილი თურქი მომღერალი და კომპოზიტორი გულშენი საკუთარ ქვეყანაში რელიგიურ სკოლებზე ხუმრობის გამო გაასამართლეს.
თურქ მადონად მიჩნეული ვარსკვლავი, რომლის სრული სახელი გულშენ ჩოლაქოღლუა, გასული წლის ზაფხულში დააკავეს. ბრალის წარდგენის საფუძველი იმავე წლის აპრილში, მუსიკოსის კონცერტზე იმამ ჰატიფის რელიგიური სკოლების შესახებ გაკეთებული შენიშვნა გახდა; თავისი ბენდის ერთ-ერთი წევრის წარდგენისას, გულშენმა ხუმრობით თქვა, "იგი ადრე იმამ ჰატიფში სწავლობდა და მისი გარყვნილებაც იქიდან მოდისო".
აგვისტოში, მას შემდეგ, რაც მომღერლის ამ ხუმრობის ამსახველი ვიდეო სახელისუფლებო მედიამ გაავრცელა, სოციალურ ქსელებში მომხმარებელთა ნაწილმა გულშენის დაპატიმრება მოითხოვა. მუსიკოსმა მოიბოდიშა კიდეც, მაგრამ იგი მაინც დააკავეს "საზოგადოებაში შუღლის გაღვივების" ბრალდებით.
სულ ახლახან კი, სტამბოლის სასამართლომ პოპვარსკვლავი დამნაშავედ ცნო. თუმცა, სხდომებზე მისი "თავაზიანი ქცევის" გამო, თავდაპირველად მისჯილი ერთწლიანი პატიმრობა პირობითი მსჯავრით შეიცვალა.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა გულშენს საკუთარ ქვეყანაში დაუპირისპირდნენ. მომღერალი "თამამი სასცენო ჩაცმულობისა" და ლგბტქ თემის მხარდაჭერის გამო წინათაც გამხდარა კონსერვატიული ჯგუფების თავდასხმის სამიზნე.
აი, ხელისუფლების მოწინააღმდეგეები კი, გულშენის დაკავებასა და თურქეთში მუსიკალური ფესტივალებისთვის შეზღუდვების დაწესებას მმართველი პარტიის მიერ წინასაარჩევნოდ რელიგიური და კონსერვატიული ჯგუფებისთვის კოჭის გაგორებად მიიჩნევენ. მით უმეტეს, რომ პარტიის ლიდერი და თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, თავადაც იმამ ჰატიფის სკოლაში სწავლობდა.
ერდოღანის თურქეთში კი ხელოვანების დევნის პრეცედენტი აქამდეც არსებულა. მაგალითისთვის, მემარცხენე ფოლკ ანსამბლი Grup Yorum, რომელიც მტკიცე სამოქალაქო პოზიციებით და საპროტესტო აქციებში მონაწილეობითაც გამოირჩევა, კვლავ რჩება ხელისუფლების სამიზნედ. ჯგუფის კონცერტები წლების განმავლობაში იკრძალებოდა, მისი წევრები კი იდევნებიან. "დანაშაულებრივი ელემენტების" შემცველობის ბრალდებით ბენდის ჩანაწერები გაუნადგურებიათ, მსმენელი — დაუკავებიათ. გამუდმებული დარბევების, დაკავებებისა და დევნის გამო, ჯგუფის რამდენიმე წევრმა წლების წინ გაფიცვა და შიმშილი დაიწყო, რასაც 2020 წელს Grup Yorum-ის ორი წევრის სიცოცხლე შეეწირა.
-
ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო
გადახედვა
-
შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
-
საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
კომენტარები