ვინ არიან 500 Georgia-ს მე-4 ნაკადის მენტორები?
ფოტო: საქართველოს ბანკი
ცოტა ხნის წინ წამყვანი გლობალური აქსელერატორის ქართული პროგრამის 500 Georgia-ს სტარტაპების მორიგი ნაკადი გამოვლინდა. მენტორებმა კი უკვე დაიწყეს მათი გადამზადება, მათთვის საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.
ვინ არიან ეს მენტორები და როგორი გამოცდილებით გამოირჩევიან ისინი, ამას ქვევით მოგიყვებით:
ჯასტინა იასტჟებსკა
ჯასტინა მარკეტინგის სპეციალისტია და მისი 11 წლიანი გამოცდილება მოიცავს ისეთ საქმიანობებს, როგორებიცა: ბიზნესების დახმარება პროდუქტების შექმნასა და ბაზარზე გატანაში, ვებსაიტების ოპტიმიზაციის კუთხით მუშაობა, რაც მომხმარებლის უკეთეს ონლაინ გამოცდილებას უზრუნველყოფს. ასევე, ჯასტინა ხელს უწყობს ბიზნესებს, მეტი შემოსავალი გამოიმუშაონ, მოიძიონ საქმიანი პარტნიორები, დადონ გარიგებები, გაზრდონ გაყიდვები და ის ასევე სპეციალიზებულია იმეილ მარკეტინგისა და ელექტრონული კომერციის ოპტიმიზაციაშიც.
ტიმურ დაუდფოტა
ტიმური თავად არის სტარტაპის დამფუძნებელი და 500 აქსელერაციის პროგრამის ალუმნი. ის მუშაობდა უმსხვილეს ბრენდებთან, როგორებიცაა: Coca-Cola, Burger King, Disney და Invisalign და მათ ინფლუენსერ მარკეტინგის კამპანიების წარმოებაში ეხმარებოდა. ის ასევე მუშაობდა მსოფლიოს უმსხვილეს გამომცემლებთან, როგორებიც არიან: Time Inc, GQ ჟურნალი, TechCrunch, Vogue, Teen Vogue, Popsugar, PBS და მრავალ სხვასთან. მისივე შექმნილი SaaS კომპანია გამომცემლებს საშუალებას აძლევდა, პირდაპირ გადაეტანათ შინაარსი კომპიუტერიდან Snapchat-ის არხებზე. ამ კომპანიამ უდიდესი წარმატება ჰპოვა და მიიპყრო ბევრი გამოჩენილი VC-ს ყურადღება, მათ შორის, 500 Global-ისაც. 500 Global-ში მუშაობის პერიოდში მან გააფართოვა თავისი უნარები და ყურადღება გაამახვილა პროდუქტსა და ზრდაზე.
დენის კიბირევი
დენისის კარიერა 17 წლიან გამოცდილებას აერთიანებს - ამ პერიოდის განმავლობაში ის კომპანიებს ზრდაზე ორიენტირებული სტრატეგიების შექმნაში ეხმარებოდა, ხოლო ბოლო 10 წლის განმავლობაში კი ის ხელმძღვანელობდა ისეთ პლატფორმებსა და კომპანიებს, როგორებიც არიან: Microsoft for Startups & PwC, Freelancer.com, Unilever. დენისი ასევე იყო შვეიცარიის მთავრობის სტარტაპ პროგრამების აღმასრულებელი დირექტორი ვიეტნამსა და აღმოსავლეთ ევროპაში და გამოცდილი მენტორი, რომელიც ხელმძღვანელობდა 300+ დამფუძნებელს შვიდივე კონტინენტიდან.
დღესდღეობით ის არის სამთავრობო ინოვაციური პროგრამების - მათ შორის ევროკავშირის კოსმოსური სააგენტოსა და ვიეტნამის სტარტაპების მხარდაჭერის ეროვნულ ცენტრის მრჩეველი. დენისი ასევე არის სტარტაპთან დაკავშირებული ღონისძიებების სპიკერიც.
მომდევნო თვეების განმავლობაში 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მონაწილე სტარტაპებს სწორედ ეს ადამიანები გაუწევენ მენტორობას.
პედრო ვიეირა
პედრო მეცნიერი, ტექ.დამფუძნებელი და ინვესტორია, რომელსაც საკმაოდ ღირებული გამოცდილება აქვს. მისი დაფუძნებულია GoodGuide, ციფრული ჯანმრთელობის სტარტაპი, რომელიც შემდგომ მან გაყიდა. ამ ნაბიჯის შემდეგ მან შექმნა West to West აშშ არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება პორტუგალიელ და ევროკავშირის მეწარმეებს, მიაღწიონ წარმატებას სილიკონ ველიზე (200+ პორტფელი). ცოტა ხნის წინ მან ასევე დააარსა Shilling Founders Fund, 50 მილიონიანი ადრეული ეტაპის ტექნიკური ფონდი, რომელიც ორიენტირებულია Pre-Seed და Seed ეტაპებზე მყოფ კომპანიებზე. ამჟამად, ის არის 500 Global-ის პარტნიორი - პედრომ მონაწილეობა მიიღო რამდენიმე პროგრამის შემუშავებასა და ოპერირებაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით და დღემდე ხელმძღვანელობს ყველა სააქსელერაციო და საინვესტიციო ინიციატივას EECCA-ში 500 Georgia ფონდის მეშვეობით.
აქვე შეგახსენებთ, რომ 500 Global არის გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანია, რომელიც 2010 წელს დაფუძნდა და ადრეულ ინვესტიციებს ახორციელებს სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ სტარტაპებში. დაარსების დღიდან 500 Global-მა მხარი დაუჭირა 2600-ზე მეტი კომპანიის 5000-ზე მეტ დამფუძნებელს, მსოფლიოს 81 ქვეყნის მასშტაბით. მისი პორტფოლიო შეიცავს $1 მილიარდის ღირებულების 45 და $100 მილიონზე მეტის ღირებულების 130-ზე მეტ კომპანიას. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს დაინეტრესებულ მხარეებთან და კონსულტაციებს უწევს მთავრობებსა და კორპორაციებს, შექმნან სამეწარმეო ეკოსისტემები სტარტაპების სწრაფი განვითარებისთვის.
-
იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
გადახედვა
-
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო
გადახედვა
-
მოსამართლე ზვიად ცეკვავამ და თორნიკე კაპანაძემ საკრებულოსთან ბანერის ჭერის საქმეზე აქტივისტების განაჩენი გამოაცხადეს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ და თორნიკე კაპანაძემ საკრებულოსთან ბანერის ჭერის საქმეზე აქტივისტების განაჩენი გამოაცხადეს
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის გადაკეტვით შექმნილი დისკომფორტისთვის კალაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის რუსთაველის გამზირის გადაკეტვით შექმნილი დისკომფორტისთვის კალაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალის მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე დაკავებული პირი შსს-ის ყოფილი თანამშრომელია "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალის მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე დაკავებული პირი შსს-ის ყოფილი თანამშრომელია
გადახედვა
-
Netflix-ის ახალი პროექტი ქართულ კულტურასა და გასტრონომიას მილიონობით მაყურებელს გააცნობს Netflix-ის ახალი პროექტი ქართულ კულტურასა და გასტრონომიას მილიონობით მაყურებელს გააცნობს
გადახედვა
-
ზელენსკი თეთრს სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა — დეტალები ზელენსკი თეთრს სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა — დეტალები
გადახედვა
-
რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
გადახედვა
-
აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს პროცედურულ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს პროცედურულ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
"მედიის ადვოკატირების კოალიცია" თინათინ ბერძენიშვილის მემკვიდრეობას "მძიმედ" აფასებს "მედიის ადვოკატირების კოალიცია" თინათინ ბერძენიშვილის მემკვიდრეობას "მძიმედ" აფასებს
გადახედვა
-
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
-
ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა
გადახედვა
კომენტარები