50-წლიანი ტყვეობის შემდეგ მაიამის აკვარიუმის ყველაზე ხანდაზმულ ვეშაპს გაათავისუფლებენ
ფოტო: kmiragaya / Depositphotos
ცელნამგალა ვეშაპი, სახელად ტოკიტე, წყნარი ოკეანის ჩრდილოაღმოსავლეთ წყლებში ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაიჭირეს და მას შემდეგ ის მაიამის ზღვის აკვარიუმის ტყვე გახდა. თუმცა, ცხოველთა უფლებადამცველების მრავალწლიანმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო — ტოკიტე მალე გათავისუფლდება და მშობლიურ საბინადროს დაუბრუნდება. გავრცელებული ცნობით, ვეშაპის გადაყვანა ოკეანეში მომდევნო 18-დან 24 თვემდე პერიოდში მოხერხდება.
აღსანიშნავია, რომ ტოკიტე ყველაზე ხანდაზმული დატყვევებული ცელნამგალა ვეშაპია. წლების განმავლობაში მას მაიამის ზღვის აკვარიუმში ვიზიტორების გასართობად იყენებდნენ. როგორც ცნობილია, ის ჩრდილოეთ ამერიკაში ვეშაპების ყველაზე მომცრო სათავსოში ცხოვრობდა — იმდენად პატარაში, რომ კანის დაავადებაც გაუჩნდა. ამასთან, ცხოველს ხშირად გახრწნილი თევზითაც კვებავდნენ, რამაც ასევე მიაყენა ტოკიტეს ზიანი.
წლების განმავლობაში ვეშაპის გათავისუფლებას არაერთი ჯგუფი მოითხოვდა, მათ შორის, დაწესებულებასთან საპროტესტო აქციების გამართვით.
როგორც ვთქვით, ტოკიტე 50 წელზე მეტი ხნის წინ დაიჭირეს ვაშინგტონის შტატის სანაპიროს მიმდებარე წყლებში. ზღვის ცხოველების დაჭერას მაშინ ათობით ცელნამგალა ვეშაპი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი ტყვეობაში აღმოჩნდა. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ 4 წლის ტოკიტეც, რომელიც დედას დააშორეს.
აღსანიშნავია, რომ ცელნამგალა ვეშაპებს ვაშინგტონის შტატის ადგილობრივი ტომი თავისი დიდი ოჯახის ნაწილად მიიჩნევს, ამდენად, ბრძოლა ტოკიტეს გასათავისუფლებლად არც მათ შეუწყვეტიათ.
ფოტო: Nuri Vallbona / AP
ფიქრობენ, რომ ცხოველის ნათესავები, მათ შორის 90 წლის დედა, წყნარი ოკეანის წყლებში ჯერ ისევ ცოცხლები არიან. თუმცა, ექსპერტებს აშფოთებთ, რომ დაავადებები, რომლებიც ტოკიტეს ტყვეობაში გაუჩნდა, შესაძლოა, ოკეანის სხვა ბინადრებში გავრცელდეს — მით უმეტეს, რომ ცელნამგალა ვეშაპი ისედაც საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობად მიიჩნევა. გარდა ამისა, შინ დასაბრუნებლად გასავლელმა გზამ და ახალმა საცხოვრებელმა გარემომ ხანდაზმულ ვეშაპზე შეიძლება ცუდად იმოქმედოს.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ცხოველთა უფლებადამცველები მიღებულ გადაწყვეტილებას მაინც ისტორიული მნიშვნელობის მიღწევად მიიჩნევენ, რადგან მომხდარი სკეპტიკოსებსაც შეუცვლის შეხედულებას.
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
კომენტარები