გიორგი ვაშაძე

7 Jul. 2022, 14:58

მინდა გაცნობოთ საგანგებო ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის გახდა ხელმისაწვდომი. სანქციების საკითხის გადასაფარად, სპეციალურად, რუსეთის მხრიდან საქართველოში მოვლენილ იქნა FSB-ს კონკრეტული ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა ოპერატიული ლეგენდა, რომ თითქოს სანქციების დაწესება იმის გამო მიმდინარეობს, რომ ვიღაცას საქართველოს ომში ჩართვა უნდა.

უფრო მეტიც, ამ ოპერატიული ლეგენდის პირველი ფაზა იყო 3 ადამიანის გამოყოფა ოცნების მხრიდან, რომელთაც ეს უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ FSB-ს მიერ მოვლენილმა სპეციალურმა ჯგუფმა კვლევების შედეგად დაადგინა, რომ ამ 3 ადამიანს აქვს ნულოვანი ნდობა, სწორედ ამიტომ, პირდაპირ ქართული ოცნების ლიდერებს მიეცათ დავალება, FSBე-ს ოპერატიული ლეგენდის მაქსიმალურად, მათივე ენით, მათივე ხმით მიწოდება კობახიძიდან დაწყებული სხვებით დამთავრებული ქართული საზოგადოებისთვის. 

ახლა ოფიციალურად მომაგრებული არიან კურატურები FSB-ს მხრიდან რომლებიც ყოველდღიურად უკონტროლებენ ქართული ოცნების ლიდერებს კონკრეტულ გზავნილებს. უფრო მეტიც, გვაქვს სავარაუდო სახელები და გვარები იმ ადამიანების, ვინც საქართველოს მხრიდან ამ მესიჯების ქართულად დამუშავებაში არიან ჩართულები. ვაზუსტებთ ამ ინფორმაციას და დეტალურად მოგაწვდით.

მინდა მოქალაქეებს ვუთხრათ, როგორც კი გაიგებთ ომში ჩართვასთან დაკავშირებით ამ FSB-ში დაწერილ ნარატივს, იცოდეთ, ეს არის FSB-ს კურატორების მიერ, მათი დავალებით გაკეთებული განცხადებები, რომლებსაც აკეთებენ ოცნების ლიდერები. ამ ყველაფრის მიზანია, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხიდან, გადაგვიყვანონ ისევ ომის თემებზე სასაუბროდ.

ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე. მისი თქმით, აქვთ სავარაუდო სახელები და გვარები იმ ადამიანების, ვინც საქართველოს მხრიდან ამ მესიჯების ქართულად დამუშავებაშია ჩართული. პარტიაში დეტალური ინფორმაციის გავრცელებას დაზუსტების შემდეგ გეგმავენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. როგორი იქნება რუსთაველის გამზირი რეაბილიტაციის შემდეგ? | ფოტოები
  2. ვუთხარი პოლიციას, წაეღოთ იარაღი, წაიღეს და უკან დააბრუნეს — ვაკეში სროლაში ბრალდებულის დედა
  3. ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
  4. პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
  5. ვინ არიან ძმები ტეიტები, რომელთაც UK-ში სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული 59 ბრალდება აქვთ?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება

დღეს დილით საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის…