"ნამდვილი ლომები" მძღოლებისთვის — MAN-ის წარმატება Red Dot Design Award-ის კონკურსში
ფოტო: თეგეტა
- Red Dot Design Award 2022-ის ჯილდო MAN-ის Lion S-ის სატვირთო მანქანებისა და ვენების სპეციალური აღჭურვილობის ხაზს მიენიჭა.
- Red Dot Award კონკურსის ჟიურიმ განსაკუთრებული ყურადღება Lion S-ის ინტერიერსა და ექსტერიერში ექსკლუზიური სტილის ელემენტებზე გაამახვილა.
Red Dot Design Award-ის 2022 წლის კონკურსი ესენში გაიმართა. 48 წევრისგან შემდგარ საერთაშორისო ექსპერტთა ჟიურიზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება MAN Truck & Bus-ის Lion S ხაზის საუკეთესო მოდელებმა TGX-მა და TGE-მ მოახდინა. „კომერციული სატვირთო მანქანების“ კატეგორიაში პროდუქცია დაახლოებით 60 ქვეყნიდან იყო წარმოდგენილი.
"Lion S-ის აღიარება Red Dot Design Award-ის კონკურსზე განსაკუთრებული წარმატებაა ჩვენი MAN Individual-ის ხაზისთვის და Lion S-ის მზარდი ოჯახისთვის. კომერციულ ავტომანქანებში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეფექტურობა, არამედ ემოციაც. ჩვენ გვინდა, რომ მძღოლები, რომლებსაც ყოველდღე უწევთ მგზავრობა, ამაყობდნენ და საკუთარი თავს ჩვენს სატვირთო მანქანებთან აიგივებდნენ. სწორედ ამ მიზნით ვთავაზობთ მომხმარებლებს Lion S-ის მოდელებს ორიგინალური დიზაინით", — ფრიდრიხ ბაუმანი, MAN TRUCK & BUS-ის გაყიდვების მიმართულების აღმასრულებელი საბჭოს წევრი.
"საკონკურსო წელს განსაკუთრებით გამაოცა მკაფიოდ გამოხატულმა კრეატიულობამ. ის ფაქტი, რომ კიდევ არსებობს დიზაინი, რომელიც გაოცებს საკუთარი ორიგინალური ფორმითა და ფუნქციონალურობით, ნამდვილად შთამბეჭდავია. ვფიქრობ, ამ პროდუქტების ხარისხი ინოვაციურია, რამაც მათ დამსახურებული გამარჯვება მოუტანა Red Dot Award-ის პროდუქტის დიზაინის კატეგორიაში", — განაცხადა პროფესორმა დოქტორ პიტერ ზეკმა, Red Dot-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა "კომერციული სატვირთო მანქანების" კატეგორიაში MAN-ის Lion S მოდელების მონაწილეობაზე.
ფოტო: თეგეტა
ლოგისტიკური დანიშნულების სატვირთო TGX და TGE ვენი Lion S სერიაში ექსკლუზიურობით, დიზაინის მაღალი ხარისხითა და დახვეწილი სტილის ელემენტებით გამოირჩევა.
"New Truck Generation-ის დიზაინის შემუშავებისას მუდმივად ვითვალისწინებთ მძღოლებისა და ბიზნესის მფლობელების გამოცდილებას. მნიშვნელოვანია, რომ მძღოლები კომფორტულად გრძნობდნენ თავს სამუშაო ადგილზე და ამაყობდნენ თავიანთი საქმით. სწორედ ამ მიდგომის რეალიზაციას ვახდენთ Lion S-ის მოდელებში", — კაროლინ შუტი, MAN Truck & Bus დიზაინის განყოფილების წარმომადგენელი.
ავტომობილების ექსტერიერი გამორჩეულია ბამპერებისა და სარკეების განსხვავებული სტილით, ასევე წითელი ფერის აქცენტებით, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმის შავი ფერის რადიატორის ზონას. განსხვავებული დიზაინის კვალი ნათლად ჩანს სალონის ინტერიერშიც.
სწორედ ინტერიერისა და ექსტერიერის დეტალურმა და პრაქტიკულმა დიზაინმა მოახდინა შთაბეჭდილება Red Dot Design Awards-ის დამოუკიდებელ ჟიურიზე. დიზაინის დარგის 48 ექსპერტმა 23 ქვეყნიდან აღნიშნა, რომ "კომერციული მანქანების" კატეგორიაში MAN-ის ფერისა და მასალის დიზაინის სპეციალისტების მიერ წარმოდგენილი Lion S-ის მოდელები გამოირჩეოდნენ.
Red Dot Award მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კონკურსია დიზაინის დარგში. ჯილდოს სახელი და ბრენდი 1990-იან წლებში Red Dot-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, პროფესორმა დოქტორ პიტერ ზეკმა შეიმუშავა. საუკეთესო დიზაინების შესაფასებლად კი ჟიური პირველად 1955 წელს შეიკრიბა.
გერმანული "MAN Truck and Bus SE" მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა და მის მიერ წარმოებული სატვირთო ავტომობილები და ავტობუსები ცნობილია როგორც ყველაზე საიმედო, ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო, კომფორტული და ეკონომიური სატრანსპორტო საშუალებები.
MAN-ს საქართველოში ოფიციალურად "თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანია "თეგეტა თრაქ ენდ ბასი" წარმოადგენს. კომპანიაში გერმანული ბრენდის პროდუქციაა წარმოდგენილი. "თეგეტა თრაქ ენდ ბასის" სერვისცენტრი MAN-ის მიერ არის ავტორიზებული, აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სრულად არის მორგებული გერმანულ სტანდარტებს.
-
გიგა ავალიანის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის არასრულწლოვანს 3 წლით თავისუფლების აღვეთა მიესაჯა გიგა ავალიანის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის არასრულწლოვანს 3 წლით თავისუფლების აღვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოში აშშ-ს საელჩო სახდეპის დელეგაციის განცხადებას ავრცელებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოში აშშ-ს საელჩო სახდეპის დელეგაციის განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
რატომ შემცირდა 2026 წელს დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობა ერთდროულად? რატომ შემცირდა 2026 წელს დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობა ერთდროულად?
გადახედვა
-
რა ჯდება სიონის ტაძრის რეაბილიტაცია? რა ჯდება სიონის ტაძრის რეაბილიტაცია?
გადახედვა
-
დუა ლიპა და კალუმ ტერნერი ლონდონში საიდუმლოდ დაქორწინდნენ დუა ლიპა და კალუმ ტერნერი ლონდონში საიდუმლოდ დაქორწინდნენ
გადახედვა
-
საია: არასრულწლოვანს, რომლის ინტერესებსაც საია იცავს, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება დაახლოებით 2.5 წელია არ ჩაბარებია საია: არასრულწლოვანს, რომლის ინტერესებსაც საია იცავს, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება დაახლოებით 2.5 წელია არ ჩაბარებია
გადახედვა
-
ჯაშუშობაში ბრალდებულ ირაკლი ჩიხლაძეს პატიმრობა შეეფარდა ჯაშუშობაში ბრალდებულ ირაკლი ჩიხლაძეს პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
ნიკა მელია: უმჯობესია სააკაშვილმა მალევე ღიად დაწეროს, თუ რეალურად ვის სდებს ბრალს ღალატში ნიკა მელია: უმჯობესია სააკაშვილმა მალევე ღიად დაწეროს, თუ რეალურად ვის სდებს ბრალს ღალატში
გადახედვა
-
მასტურბაცია ჩიტებისთვის ჩვეული ქცევაა და ამისთვის ნუ დასჯით — მკვლევრები მასტურბაცია ჩიტებისთვის ჩვეული ქცევაა და ამისთვის ნუ დასჯით — მკვლევრები
გადახედვა
-
ძილის დარღვევა 50 წლამდე ასაკის ადამიანებში სიმსივნის რისკთან დააკავშირეს ძილის დარღვევა 50 წლამდე ასაკის ადამიანებში სიმსივნის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
როგორ უნდა შექმნათ გამორჩეული პორტფოლიო Miami Ad School-ისთვის — გახდით საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის გამარჯვებული როგორ უნდა შექმნათ გამორჩეული პორტფოლიო Miami Ad School-ისთვის — გახდით საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის გამარჯვებული
-
ქვიზი: რომელი IT პროფესია შეგეფერება? ქვიზი: რომელი IT პროფესია შეგეფერება?
-
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკისგან 1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკისგან
-
რატი იონათამიშვილი: ჩვენი ვალდებულებაა, ქართული პოლიტიკური სივრცე სიძულვილის ენისგან გავწმინდოთ რატი იონათამიშვილი: ჩვენი ვალდებულებაა, ქართული პოლიტიკური სივრცე სიძულვილის ენისგან გავწმინდოთ
გადახედვა
-
"ერთი ხალხი — ერთი საქართველო": ჩვენს ქვეყანაში ბავშვების 37.8% უკიდურეს სიღარიბეში იზრდება "ერთი ხალხი — ერთი საქართველო": ჩვენს ქვეყანაში ბავშვების 37.8% უკიდურეს სიღარიბეში იზრდება
გადახედვა
-
ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მსჯავრდებული ნოდარ ტატუნაშვილი კლინიკაში შეყვანიდან ერთი კვირაში კომაში ჩავარდა ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მსჯავრდებული ნოდარ ტატუნაშვილი კლინიკაში შეყვანიდან ერთი კვირაში კომაში ჩავარდა
გადახედვა
-
მამუკა კომახია: მოსკოვი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საკუთარი პოლიტიკური და ადმინისტრაციული კონტროლის კიდევ უფრო გაღრმავებას ცდილობს მამუკა კომახია: მოსკოვი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საკუთარი პოლიტიკური და ადმინისტრაციული კონტროლის კიდევ უფრო გაღრმავებას ცდილობს
გადახედვა
-
პაატა იმნაძე: ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს რეალური რისკი, რომ დენგე გავრცელდეს პაატა იმნაძე: ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს რეალური რისკი, რომ დენგე გავრცელდეს
გადახედვა
-
ჯეფ ბეზოსის კომპანიის რაკეტა ტესტირებისას აფეთქდა — ნახეთ ჯეფ ბეზოსის კომპანიის რაკეტა ტესტირებისას აფეთქდა — ნახეთ
გადახედვა
-
"სულ მქონდა იმედი, რომ რამე დადგებოდა მისგან" — მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიაზე "სულ მქონდა იმედი, რომ რამე დადგებოდა მისგან" — მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიაზე
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას
კომენტარები