3 აქცია საცალო სექტორიდან, რომელსაც ინფლაცია ვერ აშინებს
ფოტო: Forbes.com
აშშ-ის საცალო სექტორის გაყიდვების მონაცემები აჩვენებს, რომ თებერვალში, გასულ თვესთან შედარებით, გაყიდვები 0,3%-ით არის გაზრდილი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ იმავე მონაცემის წლიური ზრდა 17,6%-ია. როგორც ჩანს, მსოფლიოსა და აშშ-ში არსებული ინფლაციის მიუხედავად, მომხმარებლებში ვაჭრობის სურვილი არ იკარგება.
სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით, აშშ-ში ელოდებიან, რომ საცალო გაყიდვები მიმდინარე წელს 6-8%-ის ფარგლებში გაიზრდება. შესაბამისად, ეს ზრდა ამ სექტორში არსებული კომპანიების აქციების ღირებულებაზეც უნდა აისახოს — ეს ინვესტორებისთვის ერთგვარი სიგნალია, რაზეც უოლ სტრიტის ანალიტიკოსებიც ღიად საუბრობენ.
ამ სტატიაში იმ სამი აქციის შესახებ გიყვებით, რომლებსაც ინფლაცია ვერ აშინებს.
Tapestry (NYSE: TPR)
Tapestry ნიუ იორკში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც მდიდრული აქსესუარებს აწარმოებს. კომპანიის აქციების ღირებულება მიმდინარე წლის დასაწყისთან შედარებით 8%-ით არის დაცემული, თუმცა ანალიტიკოსები მისი ზრდის პერსპექტივაზე საუბრობენ.
ექსპერტების შეფასებით, კომპანიას აქვს კონკურენტული უპირატესობა, რაც ჩინეთის ბაზარზე Coach ბრენდით საქმიანობაში გამოიხატება. ეს ბიზნესი ჩინეთში უკვე ათწლეულებია, რაც არსებობს. ამასთან, ყურადღება მახვილდება კომპანიის ციფრულ ბიზნესზეც, რომლის შემოსავლების ზრდასაც მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ელოდებიან.
თუ კონკრეტულ მონაცემებზე ვისაუბრებთ, ბაზრის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კომპანიის ერთი აქციის ღირებულება 54%-ის ფარგლებში გაიზრდება და დაახლოებით 58 დოლარს მიაღწევს.
Kontoor Brands (NYSE: KTB)
Kontoor Brands ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ცნობილ ბრენდებს — Wrangler-სა და Lee-ს მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის აქციების ღირებულება წლის დასაწყისთან შედარებით 16%-ით უკვე გაიზარდა, ანალიტიკოსები ფირმის ფასიანი ქაღალდების ღირებულების ზრდას კიდევ ელოდებიან.
კომპანიაში გაყიდვების ზრდას როგორც მიმდინარე წელს, ისე მომავალი წლების განმავლობაშიც არის მოსალოდნელი. კომპანიაში მაისურებისა და სამუშაო ტანსაცმლის წარმოების ზრდას აპირებენ, რაც მათი შეფასებით, მომავალი სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 200 მილიონი დოლარის შემოსავლის მომტანი უნდა იყოს.
Turtle Beach Corp. (NASDAQ: HEAR)
ეს კომპანია სათამაშო აქსესუარების მწარმოებელია. ის კლავიატურებით, მაუსებითა და მსგავსი მოწყობილობებით ვაჭრობს.
კომპანიამ განაცხადა, რომ Donerail Group და the SCW Capital Management აპირებდა Turtle Beach-ის შესყიდვას. როგორც აღმოჩნდა, სხვადასხვა მიზეზის გამო გარიგება არ შედგა, თუმცა კომპანიის გარშემო შექმნილმა სიტუაცია მისი აქციების ფასზეც აისახა.
უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის დასაწყისთან შედარებით კომპანიის აქციების ღირებულება თითქმის 13%-ით შემცირდა. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ანალიტიკოსები კომპანიის აქციების 30,83 დოლარიან ნიშნულამდე გაძვირებას ვარაუდობენ, რაც არსებულ ფასთან შედარებით 52,6%-ით ზრდას ნიშნავს.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
კომენტარები