რიგი პოლიტიკოსები უკრაინას პიარული მიზნებისთვის იყენებენ, ჩანს, რომ ასე მოხდა — მდინარაძე ზურაბიშვილზე
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი უკრაინას პიარული მიზნებისთვის იყენებს. მისი აზრით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაშიც ასე მოხდა.
"სამწუხაროდ, დღეს რიგი პოლიტიკოსები უკრაინას იყენებენ მხოლოდ და მხოლოდ პიარული მიზნებისთვის და არ მინდა ვინმეს დავაბრალო, მაგრამ ისე ჩანს, რომ ამ შემთხვევაშიც, ასე მოხდა. ახლა უკრაინის თემა არის ყველაზე ემოციური, ყველაზე ცუდად ნათქვამია, მაგრამ, მათი მხრიდან, დანახულს ვამბობ, პოპულარული და ამისი გამოყენება ამ მიზნებისთვის, არიც ცუდი", — თქვა მან.
მდინარაძე ფიქრობს, რომ ზურაბიშვილის ევროპაში შეხვედრები, შესაძლოა, პოპულისტური ნაბიჯი იყო და ამაზე "ლეგიტიმური ეჭვები" ჩნდება. მისივე თქმით, ამას შედეგი არ მოუტანია.
"ლეგიტიმური ეჭვი ჩნდება, პოპულისტური ხომ არ იყო ეს ნაბიჯები, როდესაც მომგებიანი თემაა, მათი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, არა ჩემი ნათქვამით, მათი გადმოსახედიდან, ვინც ამას აკეთებს, ეს პრეზიდენტი იქნება თუ სხვა პოლიტიკოსი. მათი აზრით, მომგებიანი თემაა და უკრაინის საკითხებზე წავედი, მაგრამ რა ჩამოტანა, შედეგი რა იყო ამის? ამით ხომ უნდა გავაკეთოთ ანალიზი? ანუ, შეხვდა მაღალი რანგის თანამდებობის პირებს, ძალიან კარგად გამოიყურებოდა ესე, ვიზუალურად ეს შეხვედრები და შედეგი რა მივიღეთ? გუშინ ერთი სიტყვა რომელიმე თქვენგანმა ამ შეხვედრების შესახებ მოისმინეთ?" — თქვა მან.
ქართული ოცნება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. პარლამენტში პრეზიდენტის კრიტიკულ გამოსვლას მმართველმა გუნდმა კრიტიკული განცხადებით უპასუხა. პარტიის პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გასული თვეების განმავლობაში შედგა არაერთი შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებსა და ზურაბიშვილს შორის, სადაც მას არაერთგზის განემარტა კონსტიტუციის შინაარსი, თუმცა, "ოცნების" თქმით, უშედეგოდ.
გუშინ, 15 მარტს პარლამენტში მოხსენებისას ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 2022 წლის 26 თებერვალს წერილობითი უარი მიიღო ევროპაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე, რის შემდეგაც საჭიროდ მიიჩნია პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა. მისი თქმით, ასეთი შეზღუდვები ქვეყნისთვის დამაზიანებელია.
მალევე ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "თუ ეს მართალია, გამოდის, რომ კონსტიტუცია დაურღვევია" და ამაში გაერკვევიან.
აღსანიშნია ისიც, რომ ზურაბიშვილი სხდომათა დარბაზში უკრაინის უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან ერთად შევიდა. რის გამოც ქართული ოცნების წევრებმა გააკრიტიკეს და რეგლამენტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები